გია ყარყარაშვილი გოკა გაბაშვილს დებატებზე თანხმდება

გია ყარყარაშვილი გოკა გაბაშვილს დებატებზე თანხმდება

„ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა გოკა გაბაშვილმა „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ ეთერით ბიძინა ივანიშვილი, ან მისი პოლიტიკური გუნდის წარმომადგენლები დებატებში  გამოიწვია. გამოწვევა თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა გია ყარყარაშვილმა მიიღო და მზადყოფნა გამოთქვა დებატებში მონაწილეობაზე.

„მე არ ვარ ივანიშვილის გუნდის წევრი, თუმცა იმ ადამიანთა რიცხვს მივეკუთნები, რომლებიც მიესალმებიან ივანიშვილის პოლიტიკაში გამოჩენას და მხარდაჭერას უცხადებენ მას. ამიტომ, გოკა გაბაშვილის განცხადების საპასუხოდ ვაცხადებ, რომ მზად ვარ, ომისა და მშვიდობის საკითხებთან დაკავშირებით დებატებში მონაწილეობა მივიღო. ჩემსა და ბიძინა ივანიშვილს შორის, რუსეთ-საქართველოს ომთან დაკავშირებით სრული თანხვედრაა და ვთვლი, რომ   2008 წლის ომი ხელისუფლების უპასუხისმგებლო პოლიტიკის შედეგია.

სიამოვნებით დავჯდებოდი გოკა გაბაშვილთან დებატებში ომისა და მშვიდობის საკითხებთან დაკავშირებით და რამდენიმე კითხვას დავსვამდი: - 1. რატომ არ იქნა ომი თავიდან აცილებული? 2. გრძნობს თუ არა ხელისუფლება პასუხისმგებლობას დაკარგულ ტერიტორიებთან და ომთან დაკავშირებით? და 3. განიცდიან თუ არა დღევანდელ ჩვენი სამშობლოს დარღვეულ ტერიტორიულ მთლიანობას?“, - აცხადებს გია ყარყარაშვილი.