ლუქსემბურგის პრემიერ- მინისტრმა და ევროჯგუფის მმართველმა ჟან-კლოდ იუნკერმა ინტერვიუში Handelsblatt –თან გამოხატა თავისი დამოკიდებულება იმის შესახებ, თუ რა კონკრეტული ზომებია საჭირო ევროს სავალო კრიზისიდან გამოსაყვანად. მისი პროგრამის ამოსავალ წერტილად გვევლინება მოთხოვნა, რომ ბანკების რეკაპიტალიზაციისას, რომელიც გადასახადების გადამხდელების ხარჯზე მოხდება, განხორციელდეს დივიდენდების გადახდა სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.
- ბატონო იუნკერ, როგორც ჩამს, ევროპაში კრიზისი იმის გამო მძაფრდება, რომ არავის არ აქვს კონკრეტული გეგმა, რომ სიტუაციას თავი დააღწიოს. საჭიროა თუ არა საბერძნეთისთვის ფინანსური დახმარების გაგრძელება?
- ჩემი აზრით, ამოსავალი წერტილი ევროგაერთიანების, ევროპის ცენტრალური ბანკისა და საერთაშორისო სავალუტო ფონდის წარმომადგენლების რეკომენდაციებია. ისინი ხომ სპეციალურად არიან წარგზავნილი საბერძნეთში, რათა განახორციელონ სახელმწიფო რეფორმები სახელმწიფო ხარჯების შემცირებასთან დაკავშირებით.
- როგორია თქვენი დამოკიდებულება საბერძნეთის ვალის ნაწილის შესაძლო პატიებასთან დაკავშირებით? თქვენ რადიკალური ზომების მხარდამჭერი ხართ თუ რესტრუქტურიზაციის უფრო მსუბუქ ვარიანტს არჩევდით?
- ამ კითხვაზე კონკრეტულ პასუხს ვერ მოგცემთ, რადგან თქვენ ისედაც მადანაშაულებთ გადაჭარბებულ მრავალსიტყვაობაში. ამიტომ, ნურც ეცდებით.
-- არ გაღიზიანებთ ის, რომ კრიზისიდან გამოსავლის ძიებაში მხოლოდ გერმანია და საფრანგეთი მონაწილეობენ?
- მე სულაც არ მაღიზიანებს, რომ გერმანია და საფრანგეთი აწარმოებენ აქტიურ მოლაპარაკებებს ამ თემასთან დაკავშირებით და საერთო გადაწყვეტილების მიღებამდე მიდიან. თუ საფრანგეთი და გერმანია ვერ თანხმდებოდნენ, ევროპას არასდროს არ მისდიოდა საქმეები კარგად. ჩვენ უბრალოდ ვისურვებდით, დაიცვან განსაზღვრული წესები. ყველაფერი, რის შესახებაც შეთანხმდებიან გერმანია და საფრანგეთი, ავტომატურად არ გადაიქცევა ევროკავშირის გადაწყვეტილებად. თუ გადავხედავთ ბოლო 12 თვის რეტროსპექტივას, მაშინ მსგავსი სიტუაციები დაახლოებით 70% ხდება.
- და მაინც, როგორ უნდა გამოვიდეს ევროპა სავალო კრიზისიდან?
- საჭიროა განისაზღვროს ბერძნული ვალების ნდობის დონე, თუ ისინი საკმარისად სანდომიანები აღმოჩნდებიან, მაშინ შესაძლოა საბერძნეთს გადაეცეს შემდეგი ტრანშეები. საპირისპირო სიტუაციაში საჭირო იქნება სხვა ნაბიჯებზე ფიქრი, სერიოზული გაანალიზება იმისა, თუ რა გავლენას მოახდენს სხვა მმართველობებზე, მათ შორის არა მხოლოდ ევროპულებზე. საჭიროა შენარჩუნდეს მკაცრი კურსი ფისკალური კონსოლიდაციისთვის, იმ ქვეყნების სანქცირებასთან ერთად, რომლებიც დაარღვევენ საბიუჯეტო დეფიციტის მაქსიმალურ ზღვარს. საჭიროა ახალი გეზის აღება - ბანკების რეკაპიტალიზაციისკენ. ამ სიტუაციაში, ინსტიტუტებმა, არასაკმარისი კაპიტალიზაციით, თავდაპირველად უნდა სცადონ ბაზარზე მოიძიონ რეფინანსირების საშუალებები. თუ ეს ვერ მოხერხდება, მთავრობას მოუწევს დაფიქრება იმაზე, შეძლებს თუ არა ის თავის ბანკებს დაეხმაროს და მიაწოდოს მათ ახალი კაპიტალი საჭირო მოცულობით.
- მაგრამ ეს ხომ მხოლოდ გადასახადების გადამხდელების ხარჯზე იქნება შესაძლებელი.
- დიახ, და ჩვენ ამიტომაც არ გვაქვს უფლება ტყუილუბრალოდ გავცეთ ფული. აუცილებელია ვიზრუნოთ იმაზე, რომ ვინც ბანკების კაპიტალით უზრუნველყოფს, ამ ინსტიტუტებში მმართველ ორგანოებში იყოს წარმოდგენილი, მაგალითად დირექტორატში ან სამეთვალყურეო საბჭოში. მაგალითად ლუქსემბურგი მონაწილეობდა Fortis Bank-ის გადარჩენაში. მას შემდეგ ჩვენ, მისი მთავარი აქციონერები, ვიღებთ დივიდენდებს. მე არ მინდა ვინმეს დავედანაშაულებინე იმაში, რომ ხელისუფლება ვიღაცეებს დაეხმარა ლუქსემბურგელი გადამხდელების ფულით, ხოლო მოგება მაღალი წრის ბატონებმა გაიყვეს.!
- პოლიტიკოსები იშვიათად მსჯელობენ ისე, როგორც თქვენ..
- ამიტომაც, სხვა ქვეყნებში ადამიანები კარგავენ რწმენას თავიანთი ხელისუფლების მიმართ. გადამხდელებისგან ფულის აღებით და მისი ბანკებისთვის გადაცემით, მათი აქციონერები იღებენ სარგებელს! გადამხდელი იხდის, ისიც უნდა გადაიქცეს აქციონერად. ხოლო ბანკებმა თავიანთი მოგების ნაწილი სახელმწიფო ბიუჯეტს უნდა გადაურიცხოს.
- კიდევ როგორ შეიძლება ვალებში ჩაფლული ევროპული ქვეყნების დახმარება?
- ეგრედ წოდებული პრობლემური ქვეყნებისთვის საჭიროა პროგრამები მათი ეკონომიკური ზრდისთვის. აუცილებელია, ასევე, სტრუქტურული და რეგიონალური განვითარების ფონდიდან სწრაფად მიეწოდოს ფული საბერძნეთს. ბერძნები არ იყენებენ ევროგაერთიანების ბიუჯეტიდან მილიარდებს, რადგან მათ ვერანაირად ვერ გათვალეს სწორად თავიანთი განვითარების პროგრამის ხანგრძლივობა. აქ მათ აუცილებლად სჭირდებათ სხვა ევროპული ქვეყნის ლიდერის დახმარება.
-- სხვა რა ზომებს შესთავაზებდით?
- ჩვენ მოგვიწევს ურთიერთობის ფორმის შეცვლა ევროგაერთიანების ბიუჯეტის ზომასთან დაკავშირებით. ხელისუფლება ევროკავშირს ყოფს დონორ ქვეყნებად და რესიპიენტ ქვეყნებად - აღმაშფოთებელია. ევროპელობა არ ნიშნავს იმას, რომ ყოველ საღამოს გააღო სალარო და ჰკითხო საკუთარ თავს: "რამდენი მივიღე და რამდენი გავეცი"?
- რას ფიქრობთ ფინანსური რეგულირების გაძლიერებაზე და რეიტინგული სააგენტოების როლზე?
- ჩვენ გვჭირდება უფრო ძლიერი ფინანსური რეგულირება. ევროპამ ამ ნაწილში ნაბიჯი წინ უნდა გადადგას. და ჩვენ უნდა შევცვალოთ დამოკიდებულება რეიტინგული სააგენტოების მიმართ. სამი წლის წინ ყველა პოლიტიკოსი გმობდა მათ იმის გამო, რომ აშშ-ში მეორეხარისხოვან იპოთეკებს მაღალი შეფასებები დაუწერეს. დღეს კი, ყოველ ჯერზე, როდესაც რომელიმე რეიტინგული სააგენტო რომელიმე ბანკს ან ქვეყანას უმცირებს შეფასებას, ემორჩილებიან მას, და ფიქრობენ: ეს ასეც არის სინამდვილეში.
853
სარეკლამო ბანერი № 21
650 x 85
სარეკლამო ბანერი № 22
650 x 85