„ქართული ოცნების" მხრიდან მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის შეწყალება იყო მუხანათური, მამაძაღლური, ჩათლახური გადაწყვეტილება, რომ ტალახი გვესროლონ, თითქოს აი, ესენი ჩვენთან შეკრული არიან, - ამის შესახებ „ლელო - ძლიერი საქართველოს" ერთ-ერთმა ლიდერმა, ალეკო ელისაშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, შეწყალებაზე უარის თქმა ტექნიკურად არის შეუძლებელი.
„არჩევნებში ვიღებთ მონაწილეობას და გავაგრძელებთ იმ ბრძოლას, რომელშიც ვართ, იმ პრობლემების მოგვარებას, რაზეც ვლაპარაკობთ. „ქართული ოცნების" მხრიდან ეს იყო მუხანათური, მამაძაღლური, ჩათლახური გადაწყვეტილება, რომ ტალახი გვესროლონ, თითქოს აი, ესენი ჩვენთან შეკრული არიან. ეს ხომ თავიდან ბოლომდე ჩათლახობაა. ძალიან მოულოდნელი იყო. დილით ოფისში სხვა საქმეზე მივდიოდით, დაგეგმილი გვქონდა სერიოზული შეხვედრა. რამდენიმე თვე იყვნენ ციხეში, ხმა არ ამოუღიათ, არ დაუწუწუნიათ, ისევე დარჩებოდნენ, არანაირი პრობლემა არ იყო ციხეში დარჩენა, მაგრამ ეს არის „ქართული ოცნების" მხრიდან მამაძაღლური მანევრები", - განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.
მისი თქმით, სოციალურ ქსელში წერენ, რომ მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე ციხიდან არ გამოვიდნენ, უარი თქვან შეწყალებაზე.
„ასეთი რაღაცა ტექნიკურად არის შეუძლებელი, თუმცა ზოგიერთი დებილისთვის ეს გასაგები არ არის. იმ იდიოტებისთვის, კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ მამუკამ და ბადრიმ უარი უნდა თქვან და არ გამოვიდნენ, ასეთი რამ ტექნიკურად ვერ მოხდება. არჩევნებში მონაწილეობას გავაგრძელებთ და ზუსტად ამ არჩევნებში უნდა დავუმტვრიოთ ცხვირ-პირი „ქართულ ოცნებას". ორჯერ ორი ოთხია, რომ ჩვენ გასაბანძებლად იწყალებენ მამუკა ხაზარაძეს და ბადრი ჯაფარიძეს. მათ არ უთხოვიათ, არ დაუწუწუნიათ, ისხდნენ კაცურად", - განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.
საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ ყაველაშვილმა მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე შეიწყალა.