აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის წევრი, ჯიმ ჯორდანი აცხადებს, რომ ევროპის მასშტაბით მთავრობები ზომებს იღებენ სიტყვის თავისუფლების წინააღმდეგ.
მისი თქმით, 2023 წელს, დიდ ბრიტანეთში შეურაცხმყოფელი პოსტებისთვის 12 183 ადამიანი დააკავეს.
„ევროპას აქვს თავისუფალი გამოხატვისა და სიტყვის თავისუფლების საერთო სამართლის ტრადიცია, ახლა კი ეს იზღუდება. ეს ყოველთვის მთავრობაა, დეზინფორმაციის სახელით, რომელსაც კრიტიკოსების ცენზურა სურს“, - განუცხადა მან მარიო ნაუფალს.