L'Oრეალ-ს “ახალი თაობის” ბიზნესს უწოდებდნენ, რადგან სწორედ ეს კომპანია ჩაწვდა პირველი ქალის მოთხოვნილებებს. მსოფლიოს ერთ-ერთი უმსხვილესი პარფიუმერული კომპანიაა და მისი პროდუქცია ჩვენი პლანეტის ყველა ქვეყანაშია ცნობილი. ახლა კი მოულოდნელად L'Oრეალ-ს რთული პერიოდი დაუდგა, რადგან იგი დედა-შვილის დაპირისპირების მიზეზი გახდა.
არშემდგარი კონდიტერის გენია
L'Oრეალ-ის დამაარსებელი, იუჟინ შულერი 1881 წელს პარიზში დაიბადა. სკოლაში სწავლის პერიოდში იგი თავის მშობლებს საკონდიტრო ფარდულში ეხმარებოდა და თავადაც ოჯახური ბიზნესისათვის ხელის მოკიდებას, ანუ კონდიტერად გახდომას აპირებდა. მაგრამ როცა იუჟინი 10 წლის გახდა, მისი მშობლები გაკოტრდნენ და პატარა ქალაქ ნელიში გადასახლდნენ. იქ მოულოდნელად გაუმართლათ: სენტ-კრუას კოლეჯმა გამოცდილ კონდიტერებს მოსწავლეებისათვის ფუნფუშები შეუკვეთა, სანაცვლოდ კი იუჟინს უფასოდ სწავლის უფლება მისცეს.
ამ პრესტიჟულ კოლეჯში სწავლის მოკლე დროის განმავლობაში ბიჭი ქიმიით დაინტერესდა, თუმცა, განათლების მიღება არ დასცალდა. მისი მშობლები კვლავ გაკოტრდნენ და ამჯერად ელვასში გადაბარგდნენ, სადაც იუჟინი მებარგულად მუშაობდა. საღამოობით კი ფარდულში ჩაიკეტებოდა, ქიმიის სახელმძღვანელოებს კითხულობდა და ზოგჯერ ცდებსაც ატარებდა.
1900 წლისათვის მან ცოტა ფული მოაქუჩა, პარიზში გაემგზავრა და ქიმიის ინსტიტუტში ჩააბარა. სამი წლის შემდეგ ინჟინერ-ქიმიკოსის დიპლომით ხელდამშვენებულმა 22 წლის იუჟინმა სორბონაში ლაბორანტის თანაშემწის სამუშაო იშოვნა.
ამბობენ, რომ 1907 წელს ლაბორატორიიდან შინ დაბრუნებულმა იუჟინმა მტირალი ცოლი იხილა. ცრემლის მიზეზი დალაქთან უიღბლო ვიზიტი იყო, რომლის შემდეგაც ქალის ქერა, ხვეული, მშვენიერი თმა ყვითელ ჩალის ღერებს დაემსგავსა. იუჟინმა მეუღლე დაამშვიდა და დაპირდა, რომ გამოიგონებდა ჯადოსნურ საღებავს, რომელიც მის თმებს ძველ სილამაზეს დაუბრუნებდა.
იმ პერიოდში ქალები იყენებდნენ ბუნებრივ მინერალებზე დამზადებულ თმის საღებავს, რომლის მთავარი ნაკლი ფერთა გამის არქონა იყო. იუჟინმა გადაწყვიტა სპილენძის, რკინის მარილების და ნატრიუმის სულფატის შემცველი სინთეტიკური საღებავი შეექმნა, რომელიც ქალებს სასურველი ფერის არჩევის საშუალებას მისცემდა და თმასაც დაარბილებდა.
ახალგაზრდა სწავლულმა პარიზის ცენტრალურ აფთიაქში მუშაობა დაიწყო. აქ მას თავისი ქიმიური ხელოვნების გამოყენებისათვის უკეთესი პირობები ჰქონდა შექმნილი და მალე მისმა ცოლმა ახალი საღებავი გამოსცადა. წარმატებული ტესტირების შემდეგ შულერმა გადაწყვიტა საღებავი ადგილობრივი, ნაცნობი სტილისტისათვის L'Aურეალე-ს სახელით შეეთავაზებინა. როცა ცოტა ხანში სტილისტმა საღებავის ახალი პარტია მოითხოვა, მისი წარმოების საკითხი
დადგა. ამისათვის შულერმა თავისი ოროთახიანი ბინა გამოიყენა: სასადილო სადემონსტრაციო დარბაზის მაგივრობას ასრულებდა, საძინებელი კი ლაბორატორიის. იუჟინი ღამით საღებავს ამზადებდა, დილით დალაქებთან მიჰქონდა.
მარად ნოვატორული
შულერის მიერ 1907 წელს დაარსებული კომპანიის “უსაფრთხო თმის საღებავები” საწყისი კაპიტალი 800 ფრანკი იყო. ორი წლის შემდეგ მან ბუღალტერი ეპერნზი გაიცნო, რომელმაც მემკვიდრეობით 25 ათასი ფრანკი მიიღო. მადამ ეპერნზი და მისი მეგობარი ქალები L'Aურეალე-ს საღებავებით აღტაცებულნი იყვნენ და ბუღალტერმა თავისი ფულის ახალ საწარმოში ჩადება გარისკა.
კომპანიას სახელი გადაარქვეს და L'Oრეალ უწოდეს. მარკა რომ ცნობილი გამხდარიყო, გამოუშვეს გაზეთი “პარიზელი დალაქი”, რომელშიც შულერი მკითხველს საკუთარი პროდუქციის შესახებ უამბობდა და კიდევ, კონკურენტთა შესახებ ფასიან ინფორმაციასაც ათავსებდა. ეს გაზეთი მალე ძალიან პოპულარული გახდა და მას უკვე არა მარტო საფრანგეთში, არამედ იტალიაში, ავსტრიასა და ჰოლანდიაშიც კითხულობდნენ.
1918 წელს არმიიდან დაბრუნებული შულერი სათავეში ჩაუდგა პოლიმერების მწარმოებელ პატარა ფირმას და იგი ძლიერ კომპანია ნობელ ფრანციასე-ედ აქცია. რამდენიმე წლის შემდეგ მან ამერიკული კომპანია ვალენტუნე-ს ფრანგული ფილიალი შექმნა და ცელიულიტური ლაქის წარმოებას შეუდგა. 20-იან წლებში “ბინის ლაბორატორია” ქარხანად იქცა, რომელშიც 100 ადამიანი მუშაობდა.
30-იანი წლების აღორძინებულ ევროპაში კოსმეტიკური ბიზნესის განვითარებისათვის მშვენიერი სიტუაცია იყო შექმნილი - ადამიანები თავიანთი გარეგნობის გაუმჯობესებაზე სულ უფრო მეტს ფიქრობდნენ. 1928 წელს შულერმა შეიძინა ტუალეტის საპონის მწარმოებელი პატარა კომპანია მონსავონ, რამაც L'Oრეალ-ს ტუალეტის საშუალებათა მეტად სწრაფად მზარდ ბაზარზე ფეხის
მოკიდების საშუალება მისცა. ათი წლის შემდეგ მონსავონ-ის საპონი საფრანგეთში ყველაზე პოპულარული გახდა. 1934 წელს L'Oრეალ-მა გამოუშვა პირველი თხევადი შამპუნი დოპ. ეს ნამდვილი რევოლუცია იყო, რადგან იქამდე თავის დასაბანად ჩვეულებრივ საპონს იყენებდნენ. 1936 წელს კი შულერმა გამოიგონა პირველი მზისგან დამცავი კრემი ამბორე შოლაირე.
მეორე მსოფლიო ომის წინ L'Oრეალ-ს 300-მეტი წარმომადგენელი ჰყავდა და მის ქარხნებში 1000-მდე ადამიანი მუშაობდა. მათ შორის იყო დამაარსებლის გოგონა. სამწუხაროდ, მეუღლის ნაადრევად გარდაცვალების გამო იუჟინს მხოლოდ ერთი შვილი ჰყავდა. 1922 წელს დაბადებული ლილიანი ეკონომიკური განათლების მიღებასთან ერთად მამის კომპანიის პროდუქციაზე იარლიყებს დაკვრასაც ახერხებდა.
ომის პერიოდს კი უკავშირდება კომპანიის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე ხმაურიანი სკანდალი. კერძოდ, 5 წლის წინ ნაცისტური რsეჟიმის პერიოდში დაზარალებულმა პარიზელმა ებრაელებმა პარფიუმერული გიგანტი დამპყრობლებთან თანამშრომლობაში და რეპრესირებულთა ქონების მითვისებაში დაადანაშაულეს. როგორც ამბობენ, L'Oრეალ-ის ფაშისტებთან კარგ ურთიერთობას ხელი შულერის მომავალმა სიძემ ანდრე ბატენკურმა შეუწყო, რომელმაც ლილიანი 1950 წელს შეირთო.
ასე იყო თუ ისე, მეორე მსოფლიო ომის დასრულებას L'Oრეალ საკმაოდ წელგამართული შეხვდა და მომხმარებელს კიდევ ერთი სიახლე - თმის ბოლოების გასამაგრებული ქიმიური საშუალება შესთავაზა. ორი წლის შემდეგ კი ბაზარზე გამოჩნდა თვითგამოყენებისათვის გათვლილი პირველი თმის საღებავი ღეგე-ჩოლორ. სწორედ ამ პერიოდიდან კომპანიის პროდუქცია უკვე არა მარტო სილამაზის სალონებში, არამედ მაღაზიებსა და აფთიაქებში იყიდებოდა. ამასთან, ერთ-ერთმა პირველმა შულერმა განახორციელა ძალზე მსხვილი და ხანგრძლივი სარეკლამო კამპანია.
შულერის მემკვიდრეობა
1953 წელს შულერმა აშშ-ში გახსნა L'Oრეალ-ის პირველი ფილიალი. იმავე წელს კომპანიას საუკეთესო რეკლამისათვის “ოსკარი” გადაეცა. სამი წლის შემდეგ კი შულერი გარდაიცვალა და კომპანია ლილიან და ანდრე ბატენკურებს დარჩათ. მათ L'Oრეალ-ის მმართველად იუჟინის მეგობარი და თანამოაზრე ფრანსუა დალი დანიშნეს. სწორედ მან განახორციელა ბიზნესის დივერსიფიკაცია და რამდენიმე ახალი მარკაც გამოუშვა. ამასთან, დალის ინიციატივით 1963 წელს L'Oრეალ პარიზის საფონდო ბირჟაზე დარეგისტრირდა.
დალმა ცოლ-ქმარ ბეტანკურთა ზედამხედველობით იუჟინ შულერის კურსი გააგრძელა, რაც მომხმარებლისათვის გამუდმებით სიახლის შეთავაზებაში, სხვადასხვა ქვეყნებში ფილიალების გახსნასა და ფართომასშტაბიანი სარეკლამო კამპანიის, რომელშიც მუდამ უამრავი ცნობილი სახე მონაწილეობდა, წარმოებაში გამოიხატებოდა. აღსანიშნავია, რომ დღემდე კომპანია თავისი შემოსავლის 30
პროცენტს რეკლამაში ხარჯავს. 1967 წელს სარეკლამო სააგენტომ მცჩანნ ერიცკსონ-მა შეიმუშავა L'Oრეალ-ის სარეკლამო ფრაზა “მე ხომ ამის ღირსი ვარ”.
1970 წელს L'Oრეალ-მა შეიერთა კომპანიები: ბიოტჰერმ, ლაბორატორიეს, ვიცჰყ, ფარმაცევტული ცენტრი შყნტჰელადო და მარკა გემეყ. 4 წლის შემდეგ ლილიან ბეტანკურის ინიციატივით გაფორმდა ხელშეკრულება ნესტლე-სთან.
1984 წელს ლილიან ბეტანკურმა გადაბერებული დალის ნაცვლად კომპანიის პრეზიდენტად შარლ ზვიაკი მოიწვია. მისი ოთხწლიანი მოღვაწეობის პერიოდში შეიქმნა შტუდიო ლინე და კვლევითი ცენტრი გალდერმა.
1987 წელს ლილიანმა დააარსა თავისი საქველმოქმედო ფონდი, რომელიც თავდაპირველად ნიჭიერ ხელოვან ახალგაზრდებს აჯილდოვებდა. მოგვიანებით ბეტანკურმა სპექტრი გააფართოვა და სხვა, კერძოდ კი მეცნიერების სფეროში დასაქმებულთა დახმარებაც გადაწყვიტა.
1988 წელს L'Oრეალ-ს სათავეში ლინდსი ოუენ-ჯონსი ჩაუდგა, რომელიც პოსტს დღემდე ინარჩუნებს. მისი ხელმძღვანელობით კომპანიამ პოზიციები კიდევ უფრო განიმტკიცა და აღმოსავლეთევროპულ, აზიურ და აფრიკულ ბაზრებზე გავიდა. რაც მთავარია, ამ პერიოდში გამოჩნდა ისეთი ცნობილი მარკები, როგორებიცაა: ჟადე, მებელლინე, ომბრელლე, მატრიხ და ა.შ. დიდი მნიშვნელობა მიენიჭა ახალგაზრდული ბაზრის ათვისებას, რასაც ადრე ნაკლები ყურადღება ექცეოდა. ამან კომპანიას დიდძალი მოგება მოუტანა.
ძალზე მნიშვნელოვანი აღმოჩნდა 2002 წელს L'Oრეალ-ის ჩინეთში ექსპანსია. ამან კომპანიის მოგება 61 პროცენტით გაზარდა და ეს მაშინ, როცა ამ ქვეყანაში კოსმეტიკური ბაზარი მთლიანად 14 პროცენტით გაფართოვდა.
ამ დროისათვის L'Oრეალ-ს საკუთარი წარმომადგენლობები აქვს მსოფლიოს 130-ზე მეტ ქვეყანაში. გარდა ამისა, კომპანია დიდ მნიშვნელობას ანიჭებს გამოკვლევებს, რაზეც არის სწორედ დაფუძნებული მისი კონკურენტუნარიანობა. სხვადასხვა ქვეყანაში არსებულ კომპანიის 42 ქარხანაში და 13 კვლევით ცენტრში 98 ეროვნების 52 ათასამდე ადამიანი მუშაობს.
ბოლო დრომდე L'Oრეალ-ის მფლობელი მსოფლიოს ერთ-ერთი უმდიდრესი ქალი, 23,5 მილიარდის მფლობელი ლილიან ბეტანკური გახლდათ. მაგრამ 2008 წელს მისმა შვილმა ფრანსუაზამ სასამრთლოს მიმართა და დედის უუნაროდ ცნობა და კომპანიის მისთვის გადაცემა მოითხოვა. პროცესი სამ წელზე მეტ ხანს გაგრძელდა და აი, სასამართლომ სამედიცინო დასკვნაზე დაყრდნობით, რომლის მიხედვითაც 88 წლის ლილიანს ალჰეიმერის დაავადება სჭირს, ფრანსუაზას მოთხოვნა დააკმაყოფილა. ცხადია, ეს გადაწყვეტილება გასაჩივრდება, მაგრამ ჯერ არავინ იცის, როგორ გავლენას მოახდენს დედა-შვილის დაპირისპირება L'Oრეალ-ის მომავალზე.
1226
სარეკლამო ბანერი № 21
650 x 85
სარეკლამო ბანერი № 22
650 x 85