სამხრეთ კორეის საპრეზიდენტო არჩევნებში ქალი ლიდერობს

სამხრეთ კორეის საპრეზიდენტო არჩევნებში ქალი ლიდერობს

სამხრეთ კორეაში საპრეზიდენტო არჩევნები დასრულდა. ეგზიტპოლების მონაცემების მიხედვით, სამხრეთ კორეის მმართველი პარტიის პრეზიდენტობის კანდიდატი პაკ კინ ხე ლიდერობს. მას მოსაახლეობის 50,1%–ი უჭერს მხარს.

მის მოწინააღმდეგეს დემოკრატიული პარტიის ლიდერს მუნ ჩჟე ინ-ს 49%-ი აქვს.

მართალია,ეს მხოლოდ ეგზიტპოლების შედეგია, თუმცა ექსპერტები დარწმუნებულები არიან რომ სამხრეთ კორეის პრეზიდენტი,  პირველად ქვეყნის ისტორიაში ქალი გახდება.

 პაკ კინ ხემ პირობა დადო, რომ ის ქვეყანას დედობრივი მზრუნევლობით“მოუვლის“და ქვეყნის ეკონომიკისაც კრიზისიდან ფრთხილად გამოიყვანს.

დემოკრატების ლიდერი მუნ ჩჟე ინი კი წინასაარჩევნოდ პირობას დებდა, რომ აუცილებლად შეამცირებდა სხვაობას მდიდრებსადა ღარიბებს შორის და წვრილ და საშუალო ბიზნესის განვითარებას  ხელს შეუწყობდა.

პაკ კინ ხე სამხრეთ კორეის ექს-პრეზიდენტის პაკ ჩონ ხის ქალშვილია. პაკ ჩონ ხი ყველაზე დიდი ხნის განმავლობაში მართავდა ქვეყანას, ცნობილია ეკონომიკური რეფორმებით და პოლიტიკური რეპრესიებით.