რიჩარდ ნორლანდი: სამოქალაქო საზოგადოების და და ცალკეული მოქალაქეების სიტყვებმა და თანაგრძნობამ დაგვანახა, რომ მგლოვიარე ოჯახები მარტო არ არიან

რიჩარდ ნორლანდი: სამოქალაქო საზოგადოების და და ცალკეული მოქალაქეების სიტყვებმა და თანაგრძნობამ დაგვანახა, რომ მგლოვიარე ოჯახები მარტო არ არიან

აშშ-ს ელჩი საქართველოში რიჩარდ ნორლანდი ქართველ ხალხს თანაგრძნობისთვის მადლობას უხდის ყველა ამერიკელის სახელით. ელჩის ეს განცხადება საელჩოს  სოციალურ ქსელ „ფეისბუქის“ ოფიციალურ გვერდზე გამოქვეყნდა.

„ყველა ამერიკელის სახელით გამოვხატავ უდიდეს მადლიერებას იმ სამძიმრისთვის, რომელიც ქართველმა ხალხმა კონექტიკუტის შტატის ქალაქ ნიუთაუნში მომხდარი საშინელი მოვლენისას დაღუპულ ადამიანებსა და მათ ოჯახებს გამოუცხადა. პატრიარქ ილია მეორის, პრეზიდენტ სააკაშვილის, პრემიერ–მინისტრ ივანიშვილის, მთავრობის წევრების, სამოქალაქო საზოგადოებისა და ცალკეული მოქალაქეების სიტყვებმა და თანაგრძნობამ დაგვანახა, რომ მგლოვიარე ოჯახები მარტო არ არიან. იმ დროს, როდესაც ამერიკელები გარდაცვლილთა ახლობლების გვერდით დგანან და ფიქრობენ, როგორ აიცილონ თავიდან მსგავსი ტრაგედიები მომავალში, სიმშვიდის მომგვრელია იმის დანახვა, რომ ამდენი ქართველი ჩვენთან ერთადაა, განსაკუთრებით ამ წინასადღესასწაულო დღეებში. სამძიმრისა და თანაგრძნობის წერილები მთელი მსოფლიოდან მოედინება. საელჩოს ყველა თანამშრომლის სახელით, დიდი მადლობა თქვენი თანაგრძნობისთვის, სამძიმრისა და მეგობრობისთვის’ - განაცხადა რიჩარდ ნორლანდმა.

ელჩის განმარტებით, ასევე აშშ-ს საფოსტო სამსახურმა გახსნა საგანგებო საფოსტო ყუთი, რომელიც დაეხმარება სენდი ჰუკის დაწყებით სკოლაში მომხდარი ტრაგედიისას დაზარალებულ ოჯახებს.