ირმა ინაშვილმა ყრილობაზე „წინააღმდეგობის მოძრაობის

ირმა ინაშვილმა ყრილობაზე „წინააღმდეგობის მოძრაობის" ორწლიანი მუშაობის შედეგები შეაჯამა

ჟურნალისტმა ირმა ინაშვილმა სასტუმრო "ქორთიარდ მარიოტში" გამართულ ყრილობაზე „წინააღმდეგობის მოძრაობის" ორწლიანი მუშაობის შედეგები შეაჯამა.

როგორც მან სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, „წინააღმდეგობის მოძრაობამ" თავისი ფუნქცია უკვე შეასრულა და ის პოლიტიკურ გაერთიანებად ჩამოყალიბდა.

დღეს სასტუმრო „ქორთიარდ მარიოტში" „საქართველოს პატრიოტთა ალიანსის" დამფუძნებელი ყრილობაც გაიმართა. ხმათა უმრავლესობით პარტიის თავმჯდომარედ დავით თარხან-მოურავი აირჩიეს, გენერალური მდივანი სოსო მანჯავიძე იქნება, ხოლო სარევიზიო კომისიას მამუკა გობეჩია უხელმძღვანელებს. პოლიტიკურ საბჭოში ადა მარშანია, მანუჩარ მაჩაიძე, გიორგი ლომია და სხვა პირები შევლენ.

სოსო მანჯავიძის თქმით, „საქართველოს პატრიოტთა ალიანსის" მიზანია, საქართველოში განხორციელდეს დემოკრატიული პოლიტიკური ცვლილებები და დაემსგავსოს დემოკრატიულ და განვითარებულ ქვეყანას.

ახალი პოლიტიკური გაერთიანების ყრილობამდე ფილმი აჩვენეს, სადაც ასახული იყო „წინააღმდეგობის მოძრაობის" ორწლიანი