გვარამია, ხეთაგური, დამენია კანდელაკი ცრუ საწარმოსათვის 1 000 000 აშშ დოლარის გადარიცხვის ფაქტზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში იკითხებიან

გვარამია, ხეთაგური, დამენია კანდელაკი ცრუ საწარმოსათვის 1 000 000 აშშ დოლარის გადარიცხვის ფაქტზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში იკითხებიან

"რუსთავი 2“-ის გენერალური დირექტორი და ყოფილი იუსტიციისა და განათლების მინისტრი ნიკა გვარამია,  ფინანსთა ყოფილი მინისტრი, ალექსანდრე ხეთაგური, ეკონომიკის მინისტრის ყოფილი მოადგილე, კახა დამენია და კომპანია „თელასის“ გენერალური დირექტორი, დევი კანდელაკი ცრუ საწარმოსათვის 1 000 000 აშშ დოლარის გადარიცხვის ფაქტზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში იკითხებიან.

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ცნობით, „არასამეწარმეო მიზნით 2012 წლის  ივლისში შექმნილ ცრუ საწარმოსათვის ენერგოკომპანიების მიერ თითქოსდა საკონსულტაციო  მომსახურებისათვის 1 000 000 აშშ დოლარის გადარიცხვის ფაქტზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში,  მოწმის სახით იკითხებიან  ენერგეტიკის  და ფინანსთა ყოფილი მინისტრი ალექსანდრე ხეთაგური, იუსტიციისა და განათლების ყოფილი მინისტრი ნიკა გვარამია, შპს „გუტიძე, დამენია,  ჩანტლაძე სოლუშენი“- ს დამფუძნებელი კახა დამენია და „თელასის“ გენერალური დირექტორი დევი კანდელაკი“,- ნათქვამია საგამოძიებო სამსახურის განცხადებაში.

ცნობისთვის, მათი დაკითხვა ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში 4 საათზე მეტია, მიმდინარეობს.