თეა წულუკიანი: გვარამიას და სხვათა საქმე, ისეთი საქმე არაა,  რომელსაც შეიძლება მტკიცებულებების დარგში უჭირდეს

თეა წულუკიანი: გვარამიას და სხვათა საქმე, ისეთი საქმე არაა, რომელსაც შეიძლება მტკიცებულებების დარგში უჭირდეს

იუსტიციის მინისტრის, თეა წულუკიანის განცხადებით, ყოფილი მაღალჩინოსნები ფინანსურ პოლიციაში იკითხებიან და აღნიშნა, რომ საქმეზე დეტალურად ვერ ისაუბრებს.

წულუკიანის განცხადებით, მთავარი არის ის, თუ რა გამომდინარეობს საქმის მასალებიდან  და ასევე მტკიცებულებებიც.

„ერთადერთი რამ ვიცი ნამდვილად, რომ ნიკა გვარამიას შემთხვევაში იქნება ეს,  თუ სხვა რომელიმე პირის შემთხვევაში, მთავარი არის, თუ რა გამომდინარეობს საქმის მასალებიდან და მტკიცებულებებიც.

ეს არაა ის საქმე, რომელსაც შეიძლება რაიმე კუთხით მტკიცებულებების დარგში უჭირდეს“, - განაცხადა წულუკიანმა.

ცნობისთვის, ამ დრომდე დაკითხვაზე  რუსთავის 2 ის ამჟამინდელი გენერალური დირექტორი, ნიკა გვარამია, რომელიც წარსულში განათლებისა და იუსტიციის მინისტრი იყო, ასევე  ფინანსთა და ენერგეტიკის ყოფილი მინისტრი, ალექსანდრე ხეთაგური და ეკონომიკის მინისტრის ყოფილი მოადგილე, კახა დამენია და ამჟამად, თელასის მოქმედი დირექტორი, დევი კანდელაკი იმყოფებიან.

ჯერ-ჯერობით, არ ხმაურდება თემა, რომლის მიმართაც ყოფილ მაღალჩინოსნებისადმი გამოძიებას კითხვები აქვს.