მილიარდერმა ბიძინა ივანიშვილმა, რომლის ქონებაც 5 მილიარდ ფრანკად არის შეფასებული, პოლიტიკური პარტიის შექმნით საქართველოს პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის მონოპოლიის შერყევა გადაწყვიტა.
ერთ-ერთმა ყველაზე მდიდარმა ადამიანმა საქართველოში, ბიძინა ივანიშვილმა, პარასკევს განაცხადა, რომ პოლიტიკურ პარტიას ქმნის, რითაც საქართველოს პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს გამოწვევას უგზავნის.
„პრეზიდენტ სააკაშვილის მიერ ხელისუფლების ტოტალურმა მონოპოლიზებამ და კონსტიტუციურმა ცვლილებებმა, რომელთა მიხედვითაც ნათლად ვლინდება სააკაშვილის სურვილი, ყველანაირი კონსტიტუციური ვადის ამოწურვის მიუხედავად ხელისუფლებაში დარჩეს, მიმაღებინა გადაწყვეტილება, შევქმნა პოლიტიკური პარტია და მონაწილეობა მივიღო 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებში“.
ხელოვნების ნიმუშთა კოლექციონერმა და მეცენატმა, რომლის ქონებაც ჟურნალ Forbes-ის თანახმად თითქმის 4 მილიარდი ევროა, მიზნად დაისახა „2012 წლის საპარლამენტო არჩევნებში ხმების აბსოლუტური უმრავლესობის მოპოვება“ „ყველა ჯანსაღ ოპოზიციურ ძალასთან“ გაერთიანებით.
დღევანდელ დღეს მიხეილ სააკაშვილის პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ პარლამენტში უმრავლეობას აკონტროლებს – 150 ადგილადნ 119 მანდატი მისია.
მიუტევებელი შეცდომები
ბიძინა ივანიშვილი პრეზიდენტ სააკაშვილს მთელი რიგი „მიუტევებელი შეცდომის“ ჩადენაში ადანაშაულებს, მას გადადგომისა და ქართველი „ხალხისთვის პატიების თხოვნისკენ“ მოუწოდებს.
პროდასავლელ მიხეილ სააკაშვილს, რომელიც მეორე ვადით 2008 წლის იანვარში აირჩიეს, მას შემდეგ რაც ხელისუფლებაში 2003 წლის მშვიდობიანი „ვარდების რევოლუციით“ მოვიდა, ბოლო საპრეზიდენტო ვადა 2013 წელს ეწურება. კონსტიტუციის თანახმად, მას მესამე ვადით კენჭისყრის უფლება არ აქვს.
2010 წელს, საქართველომ კონსტიტუციაში ცვლილებები შეიატანა და სახელმწიფოს მეთაურის უფლებამოსილება მთავრობის და პარლამენტის სასარგებლოდ შეზღუდა – რეფორმა, რომელშიც ოპოზიცია სააკაშვილის მხრიდან ხელისუფლების შენარჩუნების სურვილს ხედავს.
თუმცა, სააკაშვილის რეჟიმისთვის ოპოზიციას რეალური პრობლემები არასდროს შეუქმნია, მიუხედავად იმისა, რომ ის რამდენჯერმე შეეცადა მასზე ზეწოლას, მათ შორის 2008 წლის აგვისტოში რუსეთთან საქართველოს კრახის გამო.
foreignpress.ge
662
სარეკლამო ბანერი № 21
650 x 85
სარეკლამო ბანერი № 22
650 x 85