ოსური მედიის ინფორმაციით, ხვალ სოფელ ერგნეთში ინციდენტების პრევენციის მექანიზმების ფარგლებში მორიგი შეხვედრა გაიმართება. ოსური მხარის კომისია,რომელსაც სამხრეთ ოსეთის დეფაქტო პრეზიდენტის მრჩეველი პოსტკონფლიქტური რეგულირების საკითხებში მურატ ჯიოევი უხელმძღვანელებს, უგზოუკვლოდ დაკარგულთა და ქართულ ციხეებში ოსი პატიმრების მდგომარეობის შესახებ, საკითხებს დააყენებს.
ჯიოევის განცხადებით, შეხვედრისას ოსური მხარე აუცილებლად დაუბრუნდება სოფელ ზარდიანთკარში ქართული პოლიციის ბლოკპოსტის აშენების საკითხს, რომელიც ოსური მხარის განმარტებით, არაკანონიერია.
„ჩვენ ასევე შევეხებით სოფელ ზნაურში ორი დღის წინ მომხდარ ინციდენტს, როდესაც ადგილობრივი მკვიდრი 2008 წლის მოვლენების შემდეგ დატოვებულ კასეტურ ბომბზე აფეთქდა“,–აცხადებს პრეზიდენტის მრჩეველი.
ინციდენტების პრევენციის მექანიზმების ფარგლებში შეხვედრებს ქართული და ოსური მხარეების გარდა, ეუთოს, ევროკავშირისა და რუსეთის წარმომადგენლებიც ესწრებიან.