სამოქალაქო საზოგადოების მიმართვა საფრანგეთის პრეზიდენტს ბ-ნ ნიკოლა სარკოზის

სამოქალაქო საზოგადოების მიმართვა საფრანგეთის პრეზიდენტს ბ-ნ ნიკოლა სარკოზის

ბატონო პრეზიდენტო!

მივესალმებით თქვენს ვიზიტს საქართველოში და გამოვთქვამთ იმედს, რომ იგი გამოხატულებაა მხარდაჭერისა ქართველი ხალხის მიმართ, რომელიც წლების განმავლობაში იბრძვის ქვეყანაში დემოკრატიისა და ლიბერალური ღირებულებების დამკვიდრებისათვის და ეს ვიზიტი არ გადაიქცევა იმ პრეზიდენტისა და ხელისუფლების უპირობო მხარდაჭერად, რომელმაც დაკარგა ტერიტორიის 20%, დაამკვიდრა განუკითხაობა, სიცოცხლის ხელყოფა, წამება, ღირსების შემლახველი მოპყრობა, განსხვავებული აზრის მქონე ადამიანთა დევნა-დაპატიმრება (პოლიტპატიმრები), კორუფცია ხელისუფლების უმაღლეს ეშელონებში.

წაართვა ხალხს:

1. სიტყვის თავისუფლება;

2. სამართლიანი სასამართლოს უფლება;

3. თავისუფალი არჩევანის უფლება;

4. კერძო საკუთრების ხელშეუხებლობა;

5. თავისუფალი ბიზნესგარემო;

6. ევროატლანტიკურ სივრცეში ინტეგრაციის პერსპექტივა.

ბატონო პრეზიდენტო!

ჩვენ არ გვავიწყდება პირადად თქვენი მხარდაჭერა ჩვენი ხალხისათვის უმძიმეს პერიოდში - 2008 წლის აგვისტოში. კიდევ ერთხელ გიდასტურებთ ჩვენს გულწრფელ პატივისცემას და გამოვთქვამთ რწმენას, რომ თქვენს ხელთ არსებული რესურსებით დაეხმარებით ქართველ ხალხს დემოკრატიისათვის ბრძოლასა და ტერიტორიული მთლიანობის აღდგენაში.

P.S. მიმართვა გადაეცა საფრანგეთის პრეზიდენტს ნიკოლა სარკოზის.