საქართველოს ახალი გზა

საქართველოს ახალი გზა

გთავაზობთ  ირაკლი ალასანიას სტატიის ქართულ თარგმანს, რომელიც ცოტა ხნის წინ გაზეთმა „Le Monde“-მ გამოაქვეყნა

თბილისი - საქართველო გზაჯვარედინზეა. საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, 20 წლიანი მღელვარე მმართველობის გათვალისწინებით, ქვეყანას დაუყოვნებლივ ესაჭიროება გრძელვადიანი სტრატეგიული გეგმა პოლიტიკური და ეკონომიკური დამოუკიდებლობის განმტკიცებისთვის. სწორად განსაზღვრული პოლიტიკის გატარების შემთხვევაში, საქართველოს ყველა შანსი აქვს გახდეს დემოკრატიული ტრანსფორმაციის  წარმატებული მაგალითი და სტაბილურობის განმსაზღვრელი მთელს კავკასიის რეგიონში. და თუ ეს ასე უნდა მოხდეს, მაშინ დასავლელ მეგობრებს - როგორც პრეზიდენტი ნიკოლა სარკოზია, რომელიც თბილისს მომავალ კვირას ეწვევა - შეუიძლია დაეხმაროს ჩვენს ქვეყანას იმით, რომ ავტორიტარულ პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის მეგობარული რჩევა მისცეს.

საქართველოს ხელისუფლებამ თვალი უნდა გაუსწოროს მტკივნეულ სინამდვილეს. ქვეყანაში არსებული სუსტი ინსტიტუტები პრაქტიკულად ვერ უზრუნველყოფენ  მთავრობის ანგარიშვალდებულებას, რამაც „დემოკრატიის შემაშფოებელ დეფიციტი“ წარმოქმნა. პრეზიდენტ სააკაშვილის მიერ 2004 წელს დაწყებული იმედის მომცემი ეკონომიკური რეფორმების რესურსი ამოიწურა  და ხელისუფლება ისეთი მძიმე ზომების მიღებაზეა გადასული, რომლებიც მხოლოდ შიშსა და იმედგაცრუების განცდას აძლიერებს. საქართველო რჩება ღარიბი ქვეყანა, რომლის მთლიანი შიდა პროდუქტი ერთ სულ მოსახლეზე უფორ დაბალია, ვიდრე სომხეთსა და უკრაინაში. სამიდან ერთი ქართველი უმუშევარია.

მმართველი ელიტის მცდელობა, შეინარჩუნოს ერთპარტიული სახელმწიფო, პრაქტიკულად უსპობს მოქალაქეებს ყველა შანსს, მიიღონ მონაწილეობა პოლიტიკურ დებატებსა და საქართველოს წინსვლისთვის ოპტიმალური გზის მოსაძებნად საჭირო იდეების გენერირებაში. ის ოპოზიციონერი პოლიტიკოსები და ჟურნალისტები, რომლებიც ხელისუფლების პოლიტიკის მართებულობას კითხვის ნიშნის ქვეშ ხმამაღლა აყენებენ, მუდმივად იმყოფებიან საფრთხის ქვეშ. „ელიტური კორუფცია“ აგრეთვე რჩება სერიოზულ პრობლემად, ვინაიდან ძალიან დაბალია გამჭვირვალობა იმ პიროვნებების საქმიანობასთან დაკავშირებით, რომლებიც აკონტროლებენ ბიზნესს და არიან მედია საშუალების მფლობელები.

როგორც საფრანგეთმა სწორად აღნიშნა 2008 წელს, საქართველოსთვის მნიშვნელოვანი იყო ყურადღების გამახვილება სერიოზული  მმართველობისა და კანონის უზენაესობის საკითხებზე, განსაკუთრებით კი სასამართლო სისტემაზე. პროკურორები, რომლებიც აღმასრულებელი ხელისუფლების ნაწილს წარმოადგენენ,  სისხლის სამართლის პროცესების  99.8% –ში წარმატებას აღწევენ. სამწუხაროდ, ეს არ არის სამართლიანობის დადგენაში მათი უნარების მაჩვენებელი, არამედ ეს ხდება  მათი დამოუკიდებლობისა და ანგარიშვალდებულების არარსებობის გამო.

საკუთრების უფლება კვლავ სუსტად არის დაცული. ისევე როგორც ყოფილი საბჭოთა კავშირის სხვა ქვეყნებში, საქართველოშიც ამ უფლების დაცვა ხშირად ხელისუფლებასთან არაფორმალურ ურთიერთობებზე უფრო არის დამოკიდებული, ვიდრე კანონზე. ასეთი რეალობა ქმნის სირთულეებს გრძელვადიანი ინვესტიციების მოზიდვისათვის, რომელიც რისკის შემცირების თვალსაზრისით გარანტირებულ საკუთრების უფლებებს მოითხოვს. იმისათვის, რომ ფრანგულმა კომპანიამ საქართველოში უფრო მეტი ბიზნესი უკეთ აწარმოოს, მნიშვნელოვნად უნდა დაიხვეწოს სამოქალაქო სასამართლო სისტემა, რომელსაც სამართლიან განაჩენის გამოტანის შესაძლებლობა უნდა ჰქონდეს.

საქართველოს დასავლელი პარტნიორების მხრიდან მნიშვნელოვანი მხარდაჭერა იქნება, თუკი ისინი მოუწოდებენ ხელისუფლებას კანონის უზენაესობის უზრუნველყოფისკენ  და თუ გაჩნდება მოთხოვნა ამ სფეროში დახმარების გაწევაზე, იგი აუცილებლად კანონის უზენაესობის უზრუნველყოფის საკითხში პროგრესის შესაბამისად უნდა გაიცეს. 

2006 წელს მომხადრი 28 წლის ბანკირის სანდრო გირგვლიანის გახმაურებული მკვლელობა რამდენიმე მაღალჩინოსანთან საჯაროდ შეკამათების შემდეგ, საქართველოში არსებული დაუსჯელობის სინდრომის საუკეთესო ნიმუშია. ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ თავის დამადანაშაულებელი  გადაწყვეტილება ამა წლის აპრილში გამოაქვეყნა. იგი  ეხებოდა საქართველოს მთავრობის ზოგიერთი წევრის, მათ შორის საქართველოს პრეზიდენტის მიერ, დამნაშავეებისათვის სასჯელის აცილების მცდელობას. მკვლელობისათვის დაპატიმრებული შინაგან საქმეთა სამინისტროს ოთხი ოფიციალური პირი შეწყალებული და პირობით გაათავისუფული ოყო 2008 წელს. ევროპის სასამათლოს მიერ ეს გადაწყვეტილება განსაზღვრული იყო, როგორც „გაუმათლებლად კეთილშობილური“.

ძალაუფლების ბოროტად გამოყენება კვლავაც  გაგრძელდება მედიის თავისუფლების შეზღუდვის/არარსებობის პირობებში. ხელისუფლება აკონტროლებს ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებს ოპოზიციური პარტიებისთვის სამ ძირითად სატელევიზიო არხზე გაშუქების შეზღუდვით. ქვეყნისთვის აუცილებელია, რომ არსებული პოლიტიკური რყევები და აზრთა სხვადასხვაობა სრულფასოვნად იყოს წარმოჩენილი ეროვნულ მედიაში. იგივე ეხება საარჩევნო კოდექსსაც. იმისათვის, რომ კოდექსი უფრო სამართლიანი გახდეს, იგი მოითხოვს საფუძვლიან რეფორმას. განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცეს საარჩევნო ოლქების ფორმირებას,  ასევე დამოუკიდებელი კანდიდატის მონაწილეობისა და კამპანიის დაფინასების წესებს.

საქართველოსთვის ევროკავშირთან დაახლოება ძალიან სასარგებლოა. ჩვენი ქვეყანა დიდ მნიშვნელობას ანიჭებს  საფრანგეთის როლს სამხრეთ კავკასიის ქვეყნების ევროკავშირთან  ასოცირების ხელშეკრულებათა გაფორმების ხელშეწყობაში. აღმოსავლეთ ევროპაში მიღწეული შედეგები აჩვენებს, რომ ევროკავშირის სტანდარტების თანმიმდევრული დანერგვა წარმოადგენს ძალიან ეფექტურ გზას აუცილებელი ინსტიტუციონალური რეფორმების განსხორციელებისთვის.

გრძელვადიანი განვითარების თვალსაზრისით, საქართველოს რუსეთთან ურთიერთობებში ახლებური მიდგომა ესაჭიროება. ეს არ არის რუსეთის მეზობლად მდებარე  ერთადერთი პატარა ქვეყანა.  მაგალითად, ფინეთი დღეს არის რუსეთის ერთერთი მთავარი სავაჭრო პარტნიორი. 1939-40 წლების ზამთრის ომის მიუხედავად, მან მოახერხე რუსეთთან ურთიერთობების ნორმალიზება. ამის მიღწევას შეიძლება დასჭირდეს მრავალი წელი და დიდი ძალისხმევა. ჩვენ ასევე უნდა გავაცნობიეროთ, რომ საქართველომ თავად უნდა დაამყაროს ახალი კავშირები. ამავე დროს, საქართველოს აუცილებლად დასჭირდება მისი მეგობრების, მათ შორის საფრანგეთის, რჩევა და მხარდაჭერა.

ქართველები აღიარებენ, რომ 2008 წელს ევროკავშირის სახელით პრეზიდენტ სარკოზის ჩარევა რუსეთთან არსებული იმ კრიზისის შეჩერებაში, რამაც ხუთ დღიანი ომი გამოიწვია, იყო ძალიან მნიშვნელოვანი.  მისი ძლიერი ხელმძღვანელობის გარეშე შედეგი შეიძლება გაცილებით უარესი ყოფილიყო ორივე მხარისთვის.

საბჭოთა კავშირის დაშლის 20 წლისთავის მოახლოებასთან ერთად ყველას უნდა ახსოვდეს, რომ საქართველო არის ახალგაზრდა ქვეყანა, რომელიც ჯერ კიდევ ფეხზე დადგომის პროცესშია.  ბოლო ორი ათწლეულის განმავლობაში მან ბევრი რამ ისწავლა და ახლა განვითარების ახალ ეტაპზე უნდა გადავიდეს. სწორი გეზის არჩევა არის ჩვენი შემდეგი გამოწვევა, ხოლო არჩევანის განხორციელება მოითხოვს ქართული საზოგადოების სრულ და თავისუფალ მონაწილეობას შიშის არარსებობის პირობებში.