პენტაგონმა ამერიკის ნაპირებთან რუსული წყალქვეშა ნავი შეამჩნია

პენტაგონმა ამერიკის ნაპირებთან რუსული წყალქვეშა ნავი შეამჩნია

ამერიკის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ამერიკის აღმოსავლეთ სანაპიროსთან 275 მილის დაშორებით, რუსული წყალქვეშა გემი შეამჩნიეს. ეს ინფორმაცია სამინისტროს ერთი თვის წინ გააჩნდა, თუმცა მხოლოდ დღეს გაახმაურეს.

ამერიკულმა გემებმა „ბარაკუდა2“-ის ტიპის ნავის აღმოჩენის შემდეგ, მისი თვალთვალი დაიწყეს, რუსულმა ნავმა მიმართულება შეიცვალა და გეზი ევროპისკენ აიღო.

პენტაგონის განცხადებით, მათ არ აქვთ ზუსტი ინფორმაცია, რა მიზეზით მიუახლოვდა რუსული წყალქვეშა გემი ამერიკის ნაპირებს.