სააკაშვილი: ტელევიზიების საქმიანობაში იმ ტიპის ჩარევა, რომელიც საზოგადოებრივ მაუწყებელზე განხორციელდა  მიუღებელია

სააკაშვილი: ტელევიზიების საქმიანობაში იმ ტიპის ჩარევა, რომელიც საზოგადოებრივ მაუწყებელზე განხორციელდა მიუღებელია

ქვეყნის პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა საზოგადოებრივ მაუწყებელში შემოსავლების სამსახურის მიერ,  განხორციელებული გეგმიური შემოწმების კომენტირებისას განაცხადა, რომ საქართველოში მასმედიას მეტი თავისუფლება უნდა მიეცეს.

სააკაშვილის განცხადებით, სრულიად მიუღებელია ტელევიზიების საქმიანობაში იმ ტიპის ჩარევა, რომელიც პირდაპირ განხორციელდა საზოგადოებრივ მაუწყებელზე და ასევე ის მუქარები,  რომელიც თავისუფალი მედიის საშუალების მისამართით ისმის.

„სახელმწიფო ინსტიტუტების პატივისცემას მიეკუთვნება მედია. სრულიად მიუღებელია ტელევიზიების საქმიანობაში იმ ტიპის ჩარევა, რომელიც პირდაპირ განხორციელდა საზოგადოებრივ მაუწყებელზე და ასევე ის მუქარები, რომელიც თავისუფალი მედიის საშუალების მისამართით ისმის. ჩვენ არ უნდა დავანგრიოთ არაფერი, საკმარისად ინგრეოდა საქართველო, პირიქით უნდა ავაშენოთ უკეთესი. სახელმწიფო ინსტიტუტები ავად თუ კარგად, ვითარდებოდა და პატივი უნდა ვცეთ მას. მეტი თავისუფლება უნდა მივცეთ მასმედიას“, - განაცხადა სააკაშვილმა.