საქართველოში სომხეთის სრულუფლებიანი ელჩი ოვანეს მანუკიანი ქუთაისში ჩავიდა, პარლამენტის ახლადარჩეული შენობა დაათვალიერა და პარლამენტის ახალ შემადგენლობასაც გაეცნო.
ოვანეს მანუკიანმა საუბარი გამართა პარლამენტის ახალ თავმჯდომარესთან დავით უსუფაშვილთან. მხარეებმა დადებითად შეაფასეს სომხეთ-საქართველოს ორმხრივი ურთიერთობა სხვადასხვა სფეროებში და შემდგომი ურთიერთობების გაღრმავებაზეც შეთანხმდნენ.
მხარეებმა ასევე ისაუბრეს იმ საკითხებთან დაკავშირებით, რაც სომხურ დიასპორას აწუხებს საქართველოში.
ოვანეს მანუკიანმა ერევნის ნაციონალური პარლამენტის თავმჯდომარის ოვიკ აბრამიანის მოკითხვა და ოფიციალური მიწვევა გადასცა პარლამენტის თავმჯდომარეს.