თინა ხიდაშელი საკრებულოს სხდომებისთვის შესაბამის ინფრასტრუქტურას ითხოვს

თინა ხიდაშელი საკრებულოს სხდომებისთვის შესაბამის ინფრასტრუქტურას ითხოვს

[presag.tv]

თინა ხიდაშელი: "დღეს, თბილისის საკრებულოსათვის გათვალისწინებულ სხდომათა ოთახში სხდომების გამართვა  შეუძლებელია.

50 ადამიანის და ქალაქის მერიის  წარმომადგენლების, ასევე საკრებულოს აპარატის თანამშრომელების ერთ პატარა ოთახში ყოფნა და თან პროდუქტიული მუშაობა ფიზიკურად შეუძლებელია. ასევე შეუძლებელია კანონით გათვალისწინებული საჯაროობისა და გამჭვირვალობის პრონციპების დაცვა.

შესაბამისად, რესპუბლიკელები მოვითხოვთ, თბილისში არსებულ ათობით სახელმწიფო დაწესებულებასა თუ მუნიციპალურ საკუთრებაში არსებულ შენობა-ნაგებობეში გამოინახოს შესაბამისი სივრცე. საკრებულოს სხდომები კანონის მოთხოვნების შესაბამისად უნდა გაიმართოს.

საზოგადოების მაღალი ინტერესიდან გამომდინარე ვითხოვთ საკრებულოს მორიგ, სექტემბრის სხდომაზე მოწვეული იყვნენ თბილისის მერიის შესაბამისი თანამდებობის პირები დასუფთავების გადასახადისა და საბავშვო ბაღებში შემოღებული გადასახადის  შესახებ ანგარიშის მოსასმენად.

სხდომის მიმდინარეობის დროს საჯაროობისა და კანონის შესაბამისი  საქამიანობის განხორციელება შეუძლებელია. საკრებულოს სხდომები, იქ მიმდინარე დებატები და დისკუსიები საზოგადოების ყურადღების ცენტრშია, როდესაც იგეგმება საბიუჯეტო განხილვები.

სრულიად შეუძლებლად მიგვაჩნია ამ გარემოში სხდომის ჩატარება. სხდომას ვერც ერთი ადამიანი ვერ დაესწრება, ვერ მუშაობს მედია, გაუმართავია ტექნიკური საშუალებები და შეუძლებელია სხდომის მიმდინარეობის, იქ გამოთქმული მოსაზრებებისა და მიღებული გადაწყვეტილებების ტექნიკურ/ელექტრონულ მატარებელზე გადატანა, რაც სხდომის მიმდინარეობის დოკუმენტურად ასახვას შეუძლებელს ხდის".