„აქციებიც იქნება და ქუჩის პროტესტიც“

„აქციებიც იქნება და ქუჩის პროტესტიც“

[მარიამ ზანდუკელი]

„შუქი გამორთეთ, ნაგავს წერს“, - ეს სლოგანი სოციალურ ქსელებში მას შემდეგ გაჩნდა, რაც მერიის შეთავაზებით თბილისის საკრებულომ დაადგინა, რომ დასუფთავების გადასახადი ელექტოენერგიის ხარჯისთვის მიება. საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ ზურაბ აბაშიძემ თბილისელების დიდი ნაწილისთვის მიუღებლად გაზრდილი  გადასახადი ორიგინალურად - მეეზოვის ფორმაში გამოწყობილმა გააპროტესტა. ქართველ საზოგადოებას „თავისუფალი დემოკრატების“ ქუჩის პროტესტი აქამდე  ნაკლებად უნახავს, თუმც როგორც ზურაბ აბაშიძესთან საუბრისას გავარკვიეთ, ალასანიას გუნდის საბრძოლო არსენალში ეს ხერხი თანდათან უფრო აქტიურად დამკვიდრდება:   

- საკრებულომ უსამართლო გადაწყვეტილება მიიღო, როდესაც დასუფთავების გადასახადი ელექტროენერგიის  გადასახადს მიაბა. ზაფხულის პერიოდში თბილისელებს 2-3-ჯერ გაზრდილი გადასახადი მიუვიდათ, მაგრამ მოქალაქეებს ჯერ კიდევ სრულად არ უგვრძნიათ ამ უსამართლო გადაწყვეტილების სიმწვავე, რადგან თბილისის მოსახლეობის დიდი ნაწილი აგარაკებზე იყო გასული.

მალე დაზამთრდება, ელექტოენერგიის მოხმარება გაიზრდება და ეს კაბალური გადასახადი მეტად გააუარესებს თბილისელების მდგომარეობას. გამოდის დასუთავების სამსახურის ხელმღვანელი ვინმე შიოლაშვილი და ამბობს: „ზამთარში მოქალაქეები მეტ ელექტროენერგიას არ მოიხმარენო“. ზამთრში მალე ღამდება და ელექტროქურა რომც არ ჩართოს ადამიანმა, მაინც მეტ ელექტოენერგიას მოიხმარს. ეს ჩანს, არ ესმით „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებს.

როდესაც საკრებულოს სარევიზიო კომისიას მოსთხოვეთშეემოწმებინა დასუთავების გაზრდილი გადასახადის განკარგვა, ალბათ გარკვეული ვარაუდიც გქონდათ - სად მიდის ეს ფული?

- როდესაც დასუფთავების გადასახადის გაზრდა მოითხოვა, უგულავას ერთი მიზანი ჰქონდა, - რაც შეიძლება მეტი თანხა ამოიღოს მოქალაქეებიდან და ეს ფული საკუთარი  და „ნაციონალური მოძრაობის“ საარჩევნო კამპანიას მოახმაროს. თბილისის მოსახლეობა არ არის მეწველი ძროხა და არ შეიძლება მათგან  განუსაზღვრელი რაოდენობის ფულის ამოღება. ხელისუფლების წარმომადგენლები ამბობენ - სოციალურად დაუცველებისთვის  დასუთავების გადასახადზე შეღავათებიაო. რეალურად კი, 10 კილოვატ ელექტოენერგიას  თბილისელების ძალზე მცირე რაოდენობა მოიხმარს. ეს უგუნური და გაუთვლელი გადაწყვეტილება თბილისის მოსახლეობის უმეტესობის  ინეტრესს აზიანებს.

აქციის დროს მეეზოვის ფორმაში გამოწყობა ზოგმა პიარხერხად და პოპულისტობად ჩაგითვალათ.

- რეალურად მე და ჩემი პარტიის წევრებმა ამით სოლიდარობა გამოვხატეთ იმ ადამიანებისადმი, ვინც დასუფთავების სამსახურში მუშაობენ, ხელში ცოცხი უჭირავთ და დილიდან ღამემდე დედაქალაქს ალაგებენ. ამ ადამიანების ხელფასი მხოლოდ 300 ლარია, როდესაც დღეში 14-15 საათს მუშაობენ. დაცინვაა, როდესაც ისინი დღეში 10-11 ლარს იღებენ, ხოლო იმ ადამიანებს, რომლებიც კაბინეტებში სხედან და მათ დავალებებზე უშვებენ, რამდენიმე ათას ლარიან ხელფასი აქვთ.  უსამართლობაა როდესაც ადამიანები თავინთი შრომის შეუფერებელ ანაზღაურებას იღებენ. მოსახლეობიდან ამხელა დასუფთავების გადასახდს რომ იღებენ, ამ სამსახურის თანამშრომლებს მაინც მოუმატონ ხელფასები, რომლებიც ნამდვილად იმსახურებენ მაღალ ანაზღაურებას.  

თქვენ უსამართლობა ახსენეთ და ხელისუფლების თქმით, სწორედ სოციალური სამართლიანობისა და სოციალური თანასწორობისთვის მიება ელექტროენერგიის გადასახადი დასუთავებისას

- ასეთი განცხადებებით ცდილობენ მოსახლეობა მოატყუონ, შეცდომაში შეიყვანონ. რანაირი სოციალური თანასწორობაა, როდესაც დენზე აბამ დასუფთავების გადასახადს? ადამიანს, რომელიც როგორღაც ახერხებს დენის გადასახადი გადაიხადიოს და ვეღარ იხდის დასუფთავების გადასახადს, დენს უთიშავენ. ეს არის სოციალური თანასწორობა და სამართლიანობა? სინამდვილეში ამას ადამიანების უკიდურესად მძიმე პირობებში ჩაყენება ჰქვია. ხალხის მიმართ ასეთი დამოკიდებულბა ძალიან მძიმე შედეგებს მოიტანს. იმიტომაც გამოვდივართ და ვაპროტესტებთ, რომ  ხალხშია ძალიან დიდი უკმაყოფილება ამ უსამართლობის გამო. ჩვენ ხალხის პოზიციას გამოვხატავთ.

სამართლიანი და სწორი გადაწყვეტილება ის იქნებოდა, რომ  დასუფთავების ხარჯი  მერიას აეღო საკუთარ თავზე, მაგრამ არ უნდათ ამის გაკეთება. ქვეყანაში სოციალური ფონი რომ ნორმალური იყოს, კიდევ დასაშვებია ასეთი მაღალი გადასახადი, მაგრამ როდესაც მოსახლეობის დიდი ნაწილი დაუსაქმებელია, დიდ ნაწილს კი დაბალი შემოსავლი აქვს,  გაზრდილი გადასახები წელში წყვეტს.

თავისუფალი დემოკრატები ქუჩის აქციები მომხრენი აქამდე არ იყავით, თუმც ამას წინათ ირაკლი ალასანიამ განაცხადა, პარლამენტში საარჩევნო კანონმდებლობის   განხილვის პარალელურად ქუჩის აქციებს არ გამოვრიცხავო. პოლიტიკური ბრძოლის ფორმები შეცვალეთ?

- არასწორი სტერეოტიპი ჩამოყალიბდა თითქოს „თავისუფალი დემოკრატები“ ქუჩის აქციების წინააღმედეგები ვართ. მე მონაწილე ვიყავი იმ აქციებისა, რომელიც სააკაშვილის გადადგომოს მოთხოვნით იმართებოდა. არასწორი შეხედულებაა თითოს ალასანიას გუნდი ქუჩის აქცებს არ ვეხრობით. ჩვენ შედეგზე ორიენტირებული ძალა ვართ. ქვეყანის განვითარება გვაინტერესებს და არა აქციებზე გამოსვლით პოლიტიკური პოპულარობის მოპოვება.

ჩვენ ვეწინააღმდეგებით არასწორ, მიზანმიუმართავ აქციებს, რომელიც შედეგზე არ არის ორიენტირებული. ჩვენთვის ყოვეთვის მისაღები იქნება ქუჩაში გამოსვლა, პროტესტისა და სოლიდარობის გამოხატვა ყველა მოქალაქისათვის, რადგან  ეს აბსოლუტურად ცივილური ფორმაა. მნიშვნელოვანია აქციის მიზანი - რატომ გამოვდივართ ქუჩაში და რას ვითხოვთ. ჩვენთვის, მნიშვნელოვანია ის, რაც ხალხს აწუხებს. ყოველთვის შევხდებით მოსახლეობას თბილისშიც და რეგიონებშიც, როგორც ამას ირაკლი ალასანია აკეთებს. ხალხის გულისტკივილს ვისმენთ, ვიგებთ რაც აწუხებთ და ვიბრძვით მათი პრობლემების მოგვარებისთვის. გვინდა ხალხი დავარწმუნოთ, რომ უახლოეს მომავალში შეგვიძლია მათი პრობლემების მოგვარება.

როგორ მოაგვარებთ?

- პრობლემები, რომელსაც ვაპროტესტებთ, ყველა მოქალაქეს აწუხებს, ამიტომ რაც მეტი ადამიანი გამოვა ამის გასაპროტესტებლად, უფრო ადვილად გადაწყდება ეს პრობლემა. ჩვენი ამოცანაა ადამიანები გამოვაფხიზლოთ. ჩვენ მზად ვართ მოსახლობის პრობლემების მოსაგვარელად მათთან ერთად ვიბრძოლოთ.

თქვენი აქტიურობა წინასარჩევნოდ პოლიტიკური ქულების მოპოვებას ჰგავს.

- ჩემთვისაც უთქვამთ სოციალური თემების პოლიტიზირებას განგებ ახდენთო. არ ვიცი ამ ხელისუფლების პირობებში ეს რატომ უკვირთ. ამ ქვეყანაში ხომ ხელისუფლების გამოა ყველაფერი პოლიტიზირებული. პოლიტიკური თემაა, როდესაც გადასახადს ზრდი და ადამიანებს ცხოვრებას უძვირებ - აბა რა? სირაქლემას პოზიციაში ვერ ჩავდგებით და თავზე ნაცარს ვერ წავიყრით. წინასაარჩევო კამპანია ის არის, რასაც ტელევიზიით ვუყურებთ - როდესაც  ხელისუფლება მოახლეობას პიარაქციებით ატყუებს და ილუზიებში აცხოვრებს. სააკაშვილი და უგულავა აიძულებენ  მოსახლეობას ილუზიების ტყვეობაში იყვნენ და ხელისუფლების მიერ დახატული ირეალობა დაიჯერონ. ამის საპირისპიროდ ჩვენ ხალხს რეალობის დანახვაში ვეხმარებით. ხელისუფლებისაგან განსხვავებით ჩვენ მართლა გვინდა საქმე გავაკეთოთ.  

რა არის სწორი ქმედება, პრობლემების გამო ფრუსტრაციაში ჩავვარდეთ და ვივიშვიშოთ თუ მათ მოგვარებაზე ვიფიქროთ?  სამომავლოდ კიდევ მეტი ენთუზიაზმით შევუტევთ არსებულ პრობლემებს და ხელისუფლება იძულებული გახდება ანგარიში გაუწიოს ხალხს. ამ ქვეყანაში აუცილებლად უნდა მოხდეს ცვლილებები. აქციებიც იქნება, პროტესტიც და არჩევნებიც, რათა ქვეყანა სწორი მიართულებით წავიდეს და ამ ხელისუფლებისაგან განთავისუფლდეს. ამისთვის ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ.