ჯოშუა კუცერა “Eurasianet.org”
დაგეგმილი სამხედრო წრთვნების დროს, რუსეთის ფედერაციის და ცენტრალური აზიის ქვეყნების შეიარაღებული ძალები შეიმუშავებენ პრევენციულ ქმედებებს იმისთვის, რომ ავღანეთის ტერიტორიიდან ამერიკული ჯარის გასვლის შემდეგ ახლო საზღვარგარეთში „არაბული გაზაფხული“ და ცენტრალურ აზიაში ისლამისტი რადიკალების მხრიდან სიტუაციის დესტაბილიზაცია აღკვეთონ. 19-27 სექტემბერს, რუსეთის, ყაზახეთის, ყირგიზეთის და ტაჯიკეთის სამხედრო კონტიგენტი (12 ათასი ადამიანი) მონაწილეობას მიიღებს კონტრტერორისტულ წრთვნებში რუსეთის და ყაზახეთის ტერიტორიაზე. რუსეთის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის ნიკოლოზ მაკაროვის თქმით, „სცენარების დამუშავების პროცესში გათვალისწინებული იქნება, როგორც მოვლენების ნეგატიური განვითარების შესაძლებლობა, ლიბიის და სირიის მაგალითზე, ასევე არასტაბილურობის ექსპორტი ავღანეთიდან მას შემდეგ, რაც ამ ქვეყენას 2014 წელს ნატოს ჯარი დატოვებს“, – წერს გაზეთი „ვედომოსტი“.
სტატიაში მაკაროვი ამბობს, რომ თანამედროვე ომებში ჯარის ამოცანების 80% „პოსტკონფლიქტური სიტუაციის დარეგულირება“, ამიტომ „ცენტრი – 2011“-ის წრთვნების ამოცანა იქნება მებრძოლთა მცირე ჯგუფების წინააღმდეგ კონტრპარტიზანული ბრძოლის მეთოდების დამუშავება. გენერალური შტაბის უფროსის თქმით, წრთვნებში მონაწილეობას მიიღებს მთელი კასპიის ზღვის ფლოტილია, ნათქვამია პუბლიკაციაში, რაც გაფიქრებინებს, რომ ამ სწავლებას აჯანყებულებთან ბრძოლის გარდა, დამატებითი ამოცანებიც აქვს.
როჯერ მაკდერმოტის აზრით, რომელიც „ჯეიმსთაუნის“ ფონდის Eurasia Daily Monitor-ისთვის წერს, წრთვნების სცენარით გათვალისწინებულია ასევე იმ ქმედებების შემუშავება, რომელიც რუსეთის სამხრეთ საზღვრებზე მტრის ავიაციის თავდასხმისა და დასახლებული პუნქტის წინააღმდეგ ქიმიური იარაღის გამოყენების მოგერიებისკენაა მიმართული. მაკდერმოტი ფიქრობს, რომ წრთვნების პროგრამაში ავიაციის და სამხედრო-საზღვაო ძალების ჩართვით რუსეთი მისი სამხედრო ძალის დემონსტრირებას ცდილობს:
„აუცილებელია იმის ხაზგასმა, რომ წრთვნების ამ ელემენტს არანაირი კავშირი არ აქვს ცენტრალური აზიის ტერიტორიაზე თალიბების პოტენციურ გააქტიურებასთან დაკავშირებულ შიშებთან…
სპეციალისტებს, რომლებიც სამხედრო წრთვნებს გეგმავენ, ესმით, რომ გარკვეულ სტრატეგიულ გარემოებებში სამხედრო მოქმედებების წარმართვას ყურადღება უნდა დაუთმონ. „ცენტრი 2011“-ის წრთვნების კონტრტერორისტულ შემადგენელში გასაკვირი არაფერია, მაგრამ რაც შეეხება იმ როლს, რომელიც მასში კასპიის ფლოტილიას და განსაკუთრებით რუსეთის ავიაციას ეთმობა, მიუთითებს იმ მოდელებზე, რომელიც თალიბებთან დაკავშირებული არ არის. მასობრივი განადგურების იარაღის ნებისმიერი მოხსენიება ამ წრთვნების კონტექსტში, შესაძლოა აბსურდია, მაგრამ აჩენს კითხვას CSTO-ზე (კოლექტიური უსაფრთხოებაზე შეთანხმების ორგანიზაცია) რუსული ბირთვული ქოლგის შესახებ. მეტიც, ეს ეწინააღმდეგება დასავლელი სტრატეგების და ექსპერტების ვარაუდს იმის თაობაზე, რომ რუსეთი და ცენტრალური აზიის ქვეყნები მთავარ აქცენტს თალიბებთან დაკავშირებულ სცენარებზე აკეთებენ. სინამდვილეში „ცენტრი – 2011“-ის წრთვნები თავისუფლად შეიძლება აღმოჩნდეს CSTO -ის წევრი ქვეყნების ტერიტორიაზე უცხოური ჩარევის პრევენცია.“
ვერ ვხვდები, CSTO-ს წევრი ქვეყნების ტერიტორიაზე რუსეთს კონკრეტულად რომელი უცხოური სამხედრო ჩარევა წარმოუდგენია. შესაძლოა, ეს ძველი სკოლის მებრძოლთა ტრადიციული აზროვნების ნარჩენებია. მე მსგავსი ინფორმაცია არსად შემხვედრია, თუმცა ნიკოლოზ მაკაროვის პრესკონფერენციის ერთ-ერთმა მონაწილემ, კერძოდ კი რუსლან პუხოვმა, შესანიშნავი სამხედრო გამოცემიდან Moscow Defense Brief, მიამბო, რომ მაკაროვმა კონკრეტულად განაცხდა, რომ ადრე სამხედრო წრთვნების ჩატარებას აბრკოლებდა ძველი აზროვნება (ანუ სამხედრო მოქმედებების წარმართვა ჩვეულებრივი შეიარაღებით ნაცვლად კონტრტერორისტული საქმიანობის განხორციელებისა), ეს სწავლება კი პირველად ეფუძნება თანამედროვე სცენარებს. როგორც ჩანს, მაკაროვი აჩქარდა, და წრთვნების პროგრამაში სამხედრო საზღვაო და ავიაციის ძალების ჩართვაში დამნაშავე ბიუროკრატიული ჩამორჩენილობაა. ასეა თუ ისე, პირადად მე მოუთმენლად ველი კასპიის ფლოტილიის წრთვნებს, მით უფრო იმ ფონზე, რომ კასპიის ზღვაზე სიტუაცია გააქტიურებულია და მოვლენების განვითარების შესახებ აუცილებლად შეგატყობინებთ.
foreignpress.ge
875
სარეკლამო ბანერი № 21
650 x 85
სარეკლამო ბანერი № 22
650 x 85