სამხრეთ კავკასიის რეგიონის თოთოეული ქვეყნის მიმართ რუსეთის პოლიტიკა Wikileaks-ის მიერ გამოქვეყნებულ ერთ-ერთ დოკუმენტში დეტალურად არის გაანალიზებული. ტელეგრამა 2010 წლის იანვარში მოსკოვში აშშ-ის საელჩოს მიერ არის შედგენილი.
დოკუმენტის მიხედვით, 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ რუსეთი სომხეთთან და აზერბაიჯანთან მიმართებაში მისთვის ტრადიციულ დიპლომატიას იყენებს. სომხეთის მიერ დასავლური ორიენტაციის აღების საშიშროების მიუხედავად, მხარს უჭერს სომხეთ-თურქეთის დაახლოვებას, რადგან კრემლს ერევანთან მტკიცე კავშირების იმედი აქვს და ფიქრობს, რომ მუდამ ასე გაგრძელდება. რაც შეეხება აზერბაიჯანს, თურქეთ-სომხეთის დაახლოვების საკითხს მოსკოვი ბაქოსთან თანამშრომლობის გაღრმავების ბერკეტად იყენებს.
ტელეგრამაში აღნიშნულია, რომ მოსკოვმა მსგავსი აქტიური კავკასიური პოლიტიკის წარმართვა რეგიონზე თურქეთის გავლენის გაზრდის პარალელურად გადაწყვიტა. ამერიკელ დიპლომატებს მიაჩნიათ, რომ თურქეთის ახალი როლის წყალობით, რუსეთი მისთვის სასურველ პოლიტიკას „გავლენის პრივილეგირებულ ზონაში“ ვეღარ ატარებდა.
სომხეთ-თურქეთის დაახლოვების საკითხთთან მიმართებაში, როგორც ტელეგრამიდან ირკვევა, მოსკოვს ცალსახა პოზიცია არ აქვს. ერთი მხრივ, ანაკარასა და ერევანს შორის ურთიერთობების ნორმალიზება აწყობას, რადგან ამან შესაძლოა ყარაბაღის კონფლიქტის მოგვარება გამოიწვიოს, ხოლო ამით სომხეთი ენერგეტიკულ კორიდორში ჩაერთვება და საქართველო ამოვარდება ენერგეტიკული პროექტებიდან.
მეორე მხრივ, რუსეთი დარწმუნებულია, რომ სომხეთი პროდასავლურ ორიენტაციას ვერ აირჩევს, რადგან ერევანი სწორედ მოსკოვზეა დამოკიდებული, თუმცა თურქეთის გავლენის კიდევ უფრო გაზრდა აშინებს.
ტელეგრამის მიხედვით, 2009 წლის თურქეთ-სომხეთის მომენტალური დაახლოვების ფონზე, აზერბაიჯანმა რეგიონში ახალი პარტნიორის ძიება დაიწყო, ხოლო რუსეთი ამ როლის შესასრულებლად მზად აღმოჩნდა. ამის სანაცვლოდ, ბაქომ რუსულ „გაზპრომთან“ მნიშვნელოვანი ხელშეკრულებები გააფორმა. გარდა ამისა, რუსეთსა და აზერბაიჯანს შორის სამხედრო სფეროში თანამშრომლობამაც უფრო აქტიური სახე მიიღო.
ამერიკელი დიპლომატების აზრით, რუსეთი ყველაზე საინტერესო პოლიტიკას თურქეთთან მიმართებაში ატარებს. როგორც ტელეგრამაშია აღნიშნული, მოსკოვი ანკარასთან ერთად ახალი ენერგეტიკული პროექტების განხორციელებას გეგმავს, რაც, კრემლის აზრით, თურქეთს რუსეთზე დამოკიდებულს გახდის და თურქეთი რეგიონში საკუთარი გავლენის განმტკიცებას აღარ შეეცდება.
„აზერბაიჯანთან, სომხეთთან და თურქეთთან მიმართებაში რუსეთის აქტიური დიპლომატია ხაზს უსვამს, რომ საქართველოში ძალის გამოყენება გამონაკლისი იყო, ხოლო რეგიონის სხვა ქვეყნებთან ურთიერთობისთვის რუსეთი ტრადიციულ დიპლომატია იყენებს. რუსეთის ღრმა ისტორიული კავშირი სომხეთთან, მისი მზარდი ეკონომიკური ურთიერთობა თურქეთთან და აზერბაიჯანის დამხმარის ფუნქცია ადასტურებს, რომ რუსეთი რეგიონში კვლავ ძლიერ ძალად რჩება“, - ვკითხულობთ ტელეგრამაში.
859
სარეკლამო ბანერი № 21
650 x 85
სარეკლამო ბანერი № 22
650 x 85