ელენა ბედველი “Bloomberg”
საქართველომ ვერ მიაღწია რუსეთთან შეთანხმებას, ამ უკანასკნელის მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში გაწევრიანებასთან დაკავშირებული მოლაპარაკებების მორიგ რაუნდში, რომელიც ჟენევაში გაიმართა, განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრმა გრიგოლ ვაშაძემ.
მოლაპარაკებები „უშედეგოდ“ დასრულდა, მაგრამ გაგრძელდება, განაცხადა ვაშაძემ სამშაბათს ჟურნალისტებთან თბილისში. რუსეთმა არ გაიზიარა „კონკრეტული მოთხოვნები და კომპრომისები“, რომელიც მას საქართველომ შესთავაზა, თქვა ვაშაძემ და მოლაპარაკებების სხვა დეტალებზე საუბარი არ ისურვა.
შვეიცარია შუამავლის როლს ასრულებდა რუსეთ-საქართველოს ამ მოლაპარაკებებში. ამ ორ ქვეყანას შორის 2008 წელს ხუთდღიანი ომი გაჩაღდა. რუსეთი, რომელიც მსო-ს მიღმა დარჩენილი უმსხვილესი ეკონომიკაა, ამ ორგანიზაციაში გაწევრიანებას 1993 წლიდან ცდილობს, რითაც გაუსწრო ჩინეთის რეკორდს, რომელიც მსო-ს წევრობას 15 წელი ელოდებოდა. იმ დროს, როდესაც აშშ და ევროკავშირი რუსეთის კანდიდატურას მხარს უჭერენ, მოსკოვის სამხრეთელმა მეზობელმა საქართველომ მისი მიღება დაბლოკა.
მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში რუსეთის გაწევრიანებასთან დაკავშირებულ მოლაპარაკებებში რუსეთის დელეგაციის ხელმძღვანელმა მაქსიმ მედვედკოვმა გუშინდელ მოლაპარაკებებზე კომენტარი გაკეთება არ ისურვა და ამის მიზეზად სამ ქვეყანას შორის კონფიდენციალურობაზე არსებული შეთანხმება დაასახელა. მხოლოდ შვეიცარიის საგარეო საქმეთა სამინისტრო, როგორც შეხვედრის ორგანიზატორთა წარმომადგენელი გააკეთებს კომენტარს მოლაპარაკებების შედეგებზე, განაცაცხადა მედვედკოვმა სატელეფონო ინტერვიუში.
მსო-ს წევრი საქართველო, რომელსაც შეუძლია რუსეთის ორგანიზაციაში შესვლის დაბლოკვა, აპროტესტებს იმ საკონტროლო-გამშვებ პუნქტებს, რომლებიც გამოყოფილ აფხაზეთსა და სამხრეთ-ოსეთშია განთავსებული. თბილისი ამტკიცებს, რომ მისი პოზიცია რუსეთის მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში გაწევრიანებაზე არ უკავშირდება იმ ხუთწლიან ემბარგოს, რომელიც მოსკოვმა ამ შავი ზღვის სანაპირო ქვეყნის წინააღმდეგ შემოიღო.
foreignpress.ge
703
სარეკლამო ბანერი № 21
650 x 85
სარეკლამო ბანერი № 22
650 x 85