თედეევი - კოკოითის მოსისხლე მტერი, ბიბილოვი -

თედეევი - კოკოითის მოსისხლე მტერი, ბიბილოვი - "ყურმოჭრილი მონა"

სამხრეთ ოსეთის დე ფაქტი ხელისუფლებამ რუსეთის რამდენიმე მოქალაქეს, მათ შორის რუსეთის მოჭიდავეთა ნაკრების მთავარ მწვრთნელსა და გაერთიანებული ოპოზიციის ლიდერს ძამბოლატ თედეევს დე ფაქტო რესპუბლიკის ტერიტორიაზე შესვლა აუკრძალა. 

კავკასიის საკითხებში ექსპერტი მამუკა არეშიძე ამას იმით ხსნის, რომ თედეევი, მიუხედავად იმისა, რომ მას დე ფაქტო კონსტიტუცია გაპრეზიდენტების საშუალებას არ აძლევს, სამხრეთ ოსეთის "პრეზიდენტობისთვის" იღვწის. თავად კოკოითს კი, ექსპერტისვე მოსაზრებით, თედეევის რევანშისტული ზრახვების ეშინია და ამიტომაც იზღვევს თავს.

დე ფაქტო ხელისუფლების მხრიდან ამგვარ აკრძალვაზე ინფორმაციას რადიო "თავისუფლება" ცხინვალის ხელისუფლების ერთ-ერთი ოპოზიციური ინტერნეტ-გამოცემის მიხედვით ავრცელებს.

საუბრია სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრის, მურატ ჯიოევის მიერ გენპროკურორ თეიმურაზ ხუგაევისთვის მიწერილ წერილზე, სადაც მინისტრი პროკურორს ინფორმაციას აწვდის იმის შესახებ, რომ პრეზიდენტის სიტყვიერი ბრძანების მიხედვით, რუსეთის ფედერაციის საელჩოს გაეგზავნა საპროტესტო ნოტა, სადაც აღნიშნულია, რომ მომავალში შეუძლებლად მიაჩნიათ რუსეთის რამდენიმე მოქალაქის ვიზიტი სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე. 

დე ფაქტო საგარეო უწყების შავ სიაში მოხვდნენ ოპოზიციონერი ძამბოლატ თედეევი, დე ფაქტო თავდაცვის ყოფილი მინისტრი და უშიშროების თავმჯდომარე ანატოლი ბარანკევიჩი, რუსეთის ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტი მიხეილ მამიაშვილი და რუსეთის ფე-ეს-ბეს ავიაციის ყოფილი ხელმძღვანელი ნიკოლაი გავრილოვი.

"ოპოზიცია მიიჩნევს, რომ თედეევისთვის ცხინვალში ჩასვლის აკრძალვა მის პოლიტიკურ საქმიანობას უკავშირდება, რადგან ყველაზე მეტად კოკოითს სწორედ თედეევის ეშინია," - აცხადებს რადიო "თავისუფლება".

"რეზონანსის" ინფორმაციით, ცხინვალში წინასაარჩვენო კამპანიას სტარტი უკვე აღებული აქვს. რამდენიმე ოპოზიციური გაერთიანება საზოგადოებაში გამოსვლებსაც აკეთებს. როგორც დე ფაქტო პარლამენტის ერთ-ერთი დეპუტატი, ვლადიმერ გაბარაევი "რეზონანსთან" საუბრისას ამბობს, წინასაარჩევნო პერიოდის მიუხედავად, ცხინვალში სრული სიწყნარეა და არანაირ ექსცესებს ადგილი არ აქვს.

უკვე ცნობილია, რომ სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო საპრეზიდენტო არჩევნებში კანდიდატთაგან კრემლის ფავორიტი დე ფაქტო საგანგებო სიტუაციების სამსახურის უფროსი ანატოლი ბიბილოვია. თუმცა ვიდრე ეს გაცხადდებოდა, თავად ოს დე ფაქტო მმართველებში ბიბილოვის უპირატესობაზე უკვე საუბრობდნენ. გარდა ბიბილოვისა, კანდიდატებში მოიაზრებოდნენ დე ფაქტო გენპროკურორი თეიმურაზ ხუგაევი, დე ფაქტო პარლამენტის სპიკერი სტანისლავ კოჩიევი, დომენტი კულუმბეგოვი (სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო ვიცე-პრემიერი) და ცხინვალში მოქმედი პარტია "მამულის" თავმჯომარე - ვიაჩესლავ გობოზოვი. საბარი იყო სამხრეთ ოსეთში რუსეთის "ელჩზე", დიმიტრი მედოევზეც. თუმცა ამ დროისათვის ცხინვალში ამბობენ, რომ რეალური შანსები მხოლოდ ანატოლი ბიბილოვს აქვს.

რაც შეეხება ძამბოლატ თედეევს, როგორც "რეზონანსს" ცხინვალიდან აცნობეს, რუსეთის მოჭიდავეთა ნაკრების მთავარი მწვრთნელი აპრილში ცხინვალში მომხდარი ინციდენტის შემდეგაც არაერთხელ ჩასულა და არანაირი პრობლემები არ შექმნია.

აღნიშნული ინციდენტი კი ცხინვალის ცენტრში გაზაფხულზე მოხდა. როგორც მაშინ სამხრეთ ოსეთის წარმომადგენლობა ირწმუნებოდა, იმ ესკორტიდან, რომელშიც ძამბოლატ თედეევი, რუსეთის ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტი მიხეილ მამიაშვილი და სამხრეთ ოსეთის ყოფილი დე ფაქტო თავდაცვის მინისტრი ანატოლი ბარანკევიჩი ისხდნენ, მილიციელების მისამართით უცენზურო ჟესტი გაკეთდა. ისინი ცხინვალის ცენტრალურ მოედანზე, შენობის წინ იდგნენ. ამის შემდეგ კი ავტომანქანის ფანჯრიდან მათ სროლა ატეხეს. სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო გენპროკურატურამ მაშინ ისიც განაცხადა, რომ რუსეთის თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ძამბოლატ თედეევმა ცხინვალის სპეცდანიშნულების თანამშრომლები, რომლებიც იმ მომენტში სამსახურებრივ მოვალეობას ასრულებდნენ, საჯაროდ შეურაცხყო, კოკოითს კი ოსურ ენაზე ხმამაღლა დედა აგინა...

სამხრეთ ოსეთის ამჟამინდელი დე ფაქტო მმართველი გუნდი თედეევის გაპრეზიდენტებას სკეპტიკურად უყურებს, რადგან დე ფაქტო კონსტიტუციის მიხედვით, საპრეზიდენტო არჩევნებში მხოლოდ იმას აქვს კანდიდატად მონაწილეობის უფლება, ვისაც ბოლო 10 წლის განმავლობაში სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე უცხოვრია. სწორედ ამის მიხედვით, თედეევს არ აქვს უფლება, არჩევნებში მონაწილეობა მიიღოს და, აქედან გამომდინარე, ყველა საპრეზიდენტო კანდიდატს მისი კონკურენტობის, ერთი შეხედვით, არ უნდა ეშინოდეს.

თუკი დე ფაქტო კონსტიტუცია არ აძლევს თედეევს არჩევნებში მონაწილეობის საშუალებას, რატომ ეშინია მისი დე ფაქტო პრეზიდენტს - ედუარდ კოკოითს, მით უმეტეს, რომ მასაც იმავე კონსტიტუციის მიხედვით, აღარ აქვს უფლება, მესამე ვადაზე წავიდეს?

მამუკა არეშიძე, ექსპერტი კავკასიის საკითხებში: "კოკოითს ეშინია თედეევს იმიტომ, რომ მისი მოსისხლე მტერია. თავისი ძმის საფლავზე დაიფიცა, რომ აუცილებლად კოკოითის სისხლს აიღებს. ძამბოლატი ის პიროვნებაა, რომელიც ამას აუცილებლად გააკეთებს. მას მხოლოდ და მხოლოდ ამაში აჩერებს კრემლი იმის გამო, რომ კოკოითი, როგორც პრეზიდეტი, რეგიონში საჭირო იყო. ძამბოლატს, რომელსაც კოკოითმა ძმა მოუკლა (ყოველ შემთხვევაში, მკვლელობა მისი შეკვეთით მოხდა), აუცილებლად სამაგიეროს გადაუხდის. ამიტომაც ევაჭრება კოკოითი რუსეთის ხელისუფლებას, რადგან ეშინია დაკარგოს, როგორც ქონება, ასევე საკუთარი თავი. ამიტომაც სჭირდება დამატებითი გარანტიები."

ექსპერტი ამბობს, რომ კრემლის რჩეული ანატოლი ბიბილოვი კოკოითისთვის არანაირ საფრთხეს არ წარმოადგენს.

"პირიქით, ბიბილოვი არის მისი ყურმოჭრილი პიროვნება. სხვათა შორის, ანატოლი ბიბილოვი ადრე მსახურობდა სამშვიდობო ჯარებში. იქაც მისი ფუნქცია ის იყო, რომ ამბავი მიეტანა კოკოითისთვის. ბიბილოვი არის კლასიკური შემსრულებელი და სხვისი ნების დამყოლი. "სხვა" ამ შემთხვევაში არის კოკოითი, ან შოიგუ (რუსეთის ფედერაცის საგანგებო სიტუაციების მინისტრი-რედ.). მას საკუთარი "მე" არასოდეს ჰქონია," - აცხადებს არეშიძე.

თუმცა ცხინვალში ბიბილოვი, "რეზონანსის" ინფორმაციით, არც თუ ურიგო რეპუტაციით სარგებლობს. "კარგი კაცი, რომელიც ხალხისთვის მუდმივად კარგს აკეთებს და, მით უმეტეს, არაფერს აშავებს," - ასეთია ბიბილოვის მომხრეთაგან მისი ზოგადი დახასიათება.

მამუკა არეშიძე მიიჩნევს, რომ დე ფაქტო კონსტიტუცია სწორედ თედეევის წინააღმდეგ მოქმედებს, თუმცა თუ მოსკოვმა მოინდომა თედეევის გაპრეზიდენტება, კონსტიტუცია შეიცვლება კიდეც.

"თედეევმა განაცხადა ასეთი რამე, რომ რამდენადაც ის რუსეთის მოქალაქეა, მას ამ კანონმა არჩევნებში მონაწილეობისთვის ხელი არ უნდა შეუშალოს. კრემლზეა დამოკიდებული, ვინ იქნება სამხრეთ ოსეთში ნომერი 1-ელი საპრეზიდენტო კანდიდატი - ანატოლი ბიბილოვი თუ ძამბოლატ თედეევი. თედეევს უნდა პრეზოდენტობა და თუ მიიღო მონაწილეობა, აუცილებლად გაიმარჯვებს, რადგან მას ბევრი მხარდამჭერი