აჭარაში ტრადიციულად, მემილიონე ტურისტს დააჯილდოვებენ

აჭარაში ტრადიციულად, მემილიონე ტურისტს დააჯილდოვებენ

აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის სტატისტიკური მონაცემებით, 2012 წლის იანვრიდან 11 აგვისტომდე აჭარა 1.016.165 ტურისტმა მოინახულა.  მათგან, 489 804 უცხოელი ტურისტია, ხოლო 526 361 შიდა ტურისტი - საქართველოს სხვადასხვა რეგიონებიდან.  სტატისტიკის მიხედვით, აჭარას, ძირითადად, აზერბაიჯანის, თურქეთის, ირანის, ისრაელის, სომხეთის, უკრაინის, პოლონეთის, ბელარუსისა და რუსეთის მოქალაქეები სტუმრობენ.

 სეზონთან დაკავშირებით, 2012 წელს ივნისიდან 11 აგვისტოს ჩათვლით, აჭარას სულ 776 423 ადამიანი ეწვია. როგორც აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერმა სოფო გუჯაბიძემ "ინტერპრესნიუსთან" საუბრისას აღნიშნა, ტურიზმის დეპარტამენტი ბათუმის აეროპორტში ხვალ სიმბოლურად, მემილიონე ტურისტს დააჯილდოებს."აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი ხვალ სიმბოლურად მემილიონე ტურისტს დააჯილდოებს. პროცენტული მაჩვენებელის მიხედვით, პოლონელი ტურისტების რიცხვი, შარშანდელ იმავე პერიოდთან შედარებით, 14 % გაზრდილია, ამიტომ გადავწყვიტეთ, პოლონელი ტურისტი დავაჯილდოოთ"მემილიონე ტურისტს სჩუქრად გადაეცემა მომავალ წელს ბათუმის 5 ვარსკვლავიან სასტუმროში ერთი კვირით დასვენება, ბათუმის ტურისტული სააგენტოს მიერ შეთავაზებული სრული სასაჩუქრე პაკეტი, რომელიც გულისხმობს მთიანი აჭარის, ბოტანიკური ბაღის და მტირალას მთის მონახულებას“,  -აღნიშნა სოფო გუჯაბიძემ.