ცესკოში საპარლამენტო არჩევნებზე დაკვირვებისთვის ამ დროისთვის  მხოლოდ NDI და IRI-ია რეგისტრირებული

ცესკოში საპარლამენტო არჩევნებზე დაკვირვებისთვის ამ დროისთვის მხოლოდ NDI და IRI-ია რეგისტრირებული

ცენტრალური საარჩევნო კომისიის ცნობით, 1-ელი ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებზე დაკვირვებისთვის ამ დროისთვის ორი საერთაშორისო ორგანიზაცია საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) და საერთაშორისო საქმეთა ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტია (NDI)  რეგისტრირებული.

ამასთან, საპარლამენტო არჩევნებს 12 ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციაც დააკვირდება. 

მათ შორის: ფონდი ,,საერთაშორისო ქალთა პოლიტიკური რესურს ცენტრი"; ,,საქართველოს პროფესიული განათლებისა და კვალიფიციური კადრების მომზადების მუშაკთა და სტუდენტთა პროფესიული კავშირი"; ,,ამომრჩეველთა ლიგა; "სიმართლისა და სამართლის, ჩაგრულთა და პატიმართა უფლებების დაცვისა და სოციალური უზრუნველყოფის საერთაშორისო ორგანიზაცია"; ,,საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია"; ,,საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო"; ,,კონფლიქტების ანალიზისა და მართვის ევრაზიის ინსტიტუტი"; ,,საქართველოს დემოკრატიული პრინციპებისა და ადამიანის უფლებათა დაცვის კავშირი; სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება; ,,ეკონომიკურ დანაშაულთან, კორუფციასთან და კონტრაბანდასთან ბრძოლის კავშირი" და მოძრაობა ,,გადაარჩინე სიცოცხლე".