წიკლაური  “ქართულ ოცნებას” “ქართული პარტიის” სამართალმემკვიდრედ მიიჩნევს

წიკლაური “ქართულ ოცნებას” “ქართული პარტიის” სამართალმემკვიდრედ მიიჩნევს

საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთი ლიდერი ნუგზარ წიკლაური კოალიცია “ქართულ ოცნებას” “ქართული პარტიის” სამართალმემკვიდრედ მიიჩნევს. აღნიშნული შეფასება წიკლაურმა BBC–ის სტატიაზე საუბრისას გააკეთა. ამ სტატიაში ჟურნალისტი ვარაუდობს, რომ ქართული ოპოზიცია არჩევნების შედეგებს ალბათ არ მიიღებს, რაც არეულობამდე მივა.

“როდესაც პოლიტიკური პარტია დამოუკიდებელი კვლევითი ორგანიზაციების დასკვნებს არ აღიარებს და მასშტაბური სადამკვირვებლო მონიტორინგის მისიების ყოფნის პირობებშიც კი არჩევნების შედეგების აღიარებაზე უარს ამბობს, ეს, რა თქმა უნდა, გარკვეული საფრთხის წინაპირობებს ქმნის. არეულობისკენ მოწოდება არავისთვის კარგი არ იქნება, არც ზოგადად პოლიტიკური პროცესისთვის და არც ქვეყნის სტაბილურობისთვის. ამ თვალთაზრისით, ვფიქრობ, რომ “ქართული ოცნება” “ქართული პარტიისა” და იმ ადამიანების სამართალმემკვიდრეა, ვინც ამბობდა, რომ თბილისი მკვდარ ქალაქად უნდა გადაიქცესო, ვისაც უნდოდა გზების, მაგისტრალების გადაკეტვა და ქვეყნის ფუნქციონირებისთვის ხელისშეშლა ხელისუფლებისთვის უკიდურესად მძიმე პირობების შექმნისთვის”, - აღნიშა წიკლაურმა.

 შეგახსენებთ, რომ BBC საქართველოში წინასაარჩევნოდ შექმნილ ვითარებას განიხილავს და სტატიას აქვეყნებს სათაურით: “ბრძოლა ქვეყნის გულისთვის”.