მანანა კობახიძე: ივანიშვილი 2008 წლის აგვისტოშიც თავის ქვეყანაზე ზრუნავდა და  2012 წლის აგვისტოშიც თავის ქვეყანაშია და ხალხზე ზრუნავს

მანანა კობახიძე: ივანიშვილი 2008 წლის აგვისტოშიც თავის ქვეყანაზე ზრუნავდა და 2012 წლის აგვისტოშიც თავის ქვეყანაშია და ხალხზე ზრუნავს

პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარის მანანა კობახიძის განცხადებით,  კოალიცია „ქართული ოცნების“ ლიდერი ბიძინა ივანიშვილი  2008 წლის აგვისტოშიც თავის ქვეყანაზე ზრუნავდა და 2012 წლის აგვისტოშიც თავის ქვეყანაშია და ხალხზე ზრუნავს. ამის შესახებ, განცხადება „ქართული ოცნება“ დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარემ  მანანა კობახიძემ  for.ge - ის პრესკლუბში  სტუმრობისას შეკითხვის პასუხად განაცხადა, თუ სად იყო ბიძინა ივანიშვილი რუსეთ-საქართველოს“ ომის მეოთხე წლისთავზე და რატომ არ შეამკო გვირგვინით დაღუპულთა მემორიალი.

კობახიძის განცხადებით, ომში დაღუპული ადამიანებისადმი პატივის მიგება ყვავილების შემკობით  არ განისაზღვრება და აღნიშნავს, რომ  მათ ახსოვთ ეს ადამიანები და ხელისუფლებაში მოსვლა იმიტომ სურთ, რომ ქვეყანაში მსგავსი რამ აღარ მოხდეს.

„ვერ დაგიკონკრეტებთ იმას, თუ სად იყო ბიძინა ივანიშვილი 8 აგვისტოს, თუმცა კოალიციის ლიდერმა ოფიციალური განცხადებაც გააკეთა და ამ მხრივ, კოალიციის წარმომადგენლებიც აქტიურობდნენ.  2008 წლის 8 აგვისტოს შეხსენება ხელისუფლებისგან  ნამდვილად არ გვჭირდება.  თუ ადევნებდით თვალყურს სიაც კი,  გამოქვეყნდა, რომელშიც ჩამოწერილი იყო პიროვნებების შესახებ, რომლებმაც 7 - 8 აგვისტოს საქართველოს ტერიტორია დატოვეს და წითელ ხიდზე ერთმანეთს ასწრებდნენ. ბიძინა ივანიშვილი 2008 წლის აგვისტოში   სწორედ,  იქ იყო, სადაც უნდა ყოფილიყო  და თავის ქვეყანაზე ზრუნავდა  და   2012 წლის აგვისტოშიც თავის ქვეყანაშია და ხალხზე ზრუნავს“, - განაცხადა კობახიძემ.

კობახიძე „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში მოსვლაში დარწმუნებულია და აცხადებს, რომ  „ქართული ოცნება“ სწორედ,  იმიტომ მოდის ხელისუფლებაში, რომ ქვეყანაში მსგავსი რამ  არასოდეს მოხდეს და ის ტერიტორიული მთლიანობა აღსდგეს, რომელიც სამწუხაროდ, 2008 წლის შემდეგ, მეტად შევიწროვდა“, - განაცხდა კობახიძემ.