კანონიერ ქურდ ჟორა ლანჩხუთსკის კიევიდან დეპორტაცია გაუკეთეს

კანონიერ ქურდ ჟორა ლანჩხუთსკის კიევიდან დეპორტაცია გაუკეთეს

ცნობილ ქართველ ქურდს გიორგი ჟღენტს, იგივე ჟორა ლანჩხუთსკის კიევიდან დეპორტირება გაუკეთეს და სამი წლით ქვეყანაში ჩასვლა აუკრძალეს.

ჟღენტი დაახლოებით ერთი წლის განმავლობაში უკრაინის ტერიტორიაზე ცხოვრობდა. მართალია, მან განაცხადა, რომ იგი სამკურნალოდ იყო კიევში ჩასული, მაგრამ უკრაინის უშიშროების სამსახურს სხვა ინფორმაცია ჰქონდა-ლანჩხუთსკი „ჯიბის ქურდებისგან“ ახალი დანაშაულებრივი ჯგუფის ჩამოყალიბებას აპირებდა.

„პრაიმ კრაიმ“-ის ინფორმაციით, მას ოფიციალურად საემიგრაციო რეჟიმის დარღვევა წარუდგინეს ბრალად. სააგენტოს ინფორმაციით, ლანჩხუთსკის ორი წლის წინ დეპორტირება მოსკოვიდანაც გაუკეთეს. მაშინ მან განაცხადა, რომ  ქურდულ ტრადიციებზე უარი თქვა, თუმცა კიევში დაჭერისას მან ისევ განაცხადა, რომ „კანონიერი ქურდია“.