სირიის წინააღმდეგ სანქციას ოფიციალური თბილისიც შეუერთდა

სირიის წინააღმდეგ სანქციას ოფიციალური თბილისიც შეუერთდა

ევროკავშირის სანქციას სირიის წინააღმდეგ დღეს საქართველოც შეუერთდა. ამის შესახებ განცხადებას დღეს ევროკავშირის ოფიციალური საიტი ავრცელებს.

ევროკავშირის 27 ქვეყნის წარმომადგენელმა 23 ივლისს ხელი მოაწერა სირიისთვის იარაღის მიწოდების შესახებ ემბარგოს. შეთანხმების შედეგად, ევროკავშირი შეამოწმებს ყველა თვითმფრინავსა და გემს, რომელიც საეჭვოდ მოეჩვენება.

მე-17 პუნქტის თანახმად,სირიის ფიზიკურ და იურიდიული პირების  საკმაოდ დიდ ნაწილს შეეზღუდა უფლება ევროკავშირის ტერიტორიაზე შესვლის, ხოლო ევროპულ ბანკებში მათი ანგარიშები გაიყინა. „შავ სიაში“ 52 კომპანია და 115 გვარი მოხვდა.

სანქციას დღეს საქართველოს გარდა ხორვატია, მაკედონია, მონტენეგრო, ისლანდია, სერბია, ალაბანეთი, ლიხტენშტეინი, ნორვეგია და მოლდოვაც შეუერთდნენ.

ევროკავშირის კომისარმა კეტრინ ეშტონმა მადლობა გადაუხადა საქართველოს და დანარჩენი ქვეყნის წარმომადგენლებს.