რუსეთი 2008 წლის აგვისტოში დაღუპული ორი მფრინავის საქმის ხელახლა გამოძიებას ითხოვს

რუსეთი 2008 წლის აგვისტოში დაღუპული ორი მფრინავის საქმის ხელახლა გამოძიებას ითხოვს

რუსეთის თავდაცვის სამინისტრო  2008 წლის აგვისტოში საქართველოსთან ომის დროს ორი რუსი მფრინავის დაღუპვის ფაქტების ხელახალ გამოძიებას ითხოვს.

რუსეთის სამხედრო ტყვეებისა და დაკარგულების უწყებათაშორისი კომისიის განცხადებით, ეს მფრინავები ბომბდამშენ Ту-22М3 -ის მეთაური პოდპოლკოვნიკი ალექსანდრე კოვენცოვი და საკონტრაქტო სამსახურის სერჟანტი ალქსეი ლეჯიევი დღემდე უგზოუკვლოდ დაკარგულად ითვლებიან. სერჟანტ ლეჯიევის დაღუპვის გარემოებები დღემდე უცნობია.

აგვისტოში შედგება რუსეთ- საქართევლო-სამხრეთ ოსეთის შეხვედრა წითელი ჯვრის საერთაშორისო ფორმატით, სადაც რუსეთის მხარე ამ საკითხის დასმას აპირებს.