მადონამ მოსკოვში Pussy Riot-ის თავისუფლებას დაუჭირა მხარი (VIDEO)

მადონამ მოსკოვში Pussy Riot-ის თავისუფლებას დაუჭირა მხარი (VIDEO)

მოსკოვში გამართულ კონცერტზე პოპ- დედოფალმა მადონამ სკანდალური ჯგუფის Pussy Riot-ის მხარდამჭერი განცხადება სცენაზე წაიკითხა და რუსეთის ხელისუფლებას გოგონების გათავისუფლება მოსთხოვა.

„მე ძალიან ბედნიერი და მადლობელი ვარ, რომ ამერიკიდან ვარ, სადაც ჩვენ თავისუფლად გამოვხატავთ ჩვენს შეხედულებებსაც და ჩვენს აზრსაც, მაშინაც კი როდესაც გარშემომყოფები და მთავრობა სხვა აზრზე არიან. სწორედ ეს არის დემოკრატია.

მინდა რამდენიმე სიტყვა ვთქვა. ამ გოგონებმა მაშამ, კატიამ და ნადიამ თავისი აქციისთვის უკვე აგეს პასუხი, მათ ხუთი თვე საპყრობილეში გაატარეს. მე მათ გათავისუფლებას ვითხოვ. მეთანხმებით? „,-მიმართა დარბაზს მადონამ.

მრავალათასიანმა დარბაზმა კუმირს ხმამაღალი შეძახილებით დაუდასტურა თანხმობა.