თბილისის მერიის ფავორიტი მონოპოლისტი კომპანია წყალს ახალი სქემით გააძვირებს

თბილისის მერიის ფავორიტი მონოპოლისტი კომპანია წყალს ახალი სქემით გააძვირებს

[ბანკები და ფინანსები]

პარტია ~ჩვენი საქართველო-თავისუფალი დემოკრატები”, ამ დღეებში ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის ნაწილის შესაძლო გაყიდვის ინფორმაციის დაზუსტების მიზნით, წერილობით მიმართავს თბილისის მერს და საქართველოს მთავრობას. ?ავისუფალი დემოკრატების წერილის შინაარსი შემდეგი ძირითადი შეკითხვებით შემოიფარგლება: არის თუ არა ცნობილი მათთვის თბილისის წყლის უახლოესი გეგმები და კომპანიის ნაწილის ხელახლა გაყიდვა გამოიწვევს თუ არა წყლის სამომხმარებლო ტარიფის გაზრდას.

”ჩვენი საქართველო-თავისუფალი დემოკრატების წევრი, თბილისის საკრებულოს ვიცე-სპიკერი ზურაბ აბაშიძე ამბობს, რომ თბილისის წყლის გამანაწილებელი სისტემის გაყიდვა იგეგმება, ჟინვალის წყალსაცავი კი მმართველ კომპანიას, ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერს, დარჩება. აღნიშნულ ინფორმაციაზე კომენტარს თბილისის წყალში არ აკეთებენ. ზურაბ აბაშიძე კი აზუსტებს, რომ თბილისის წყლის ნაწილის დისტრიბუციის შეძენას ერთ-ერთი ქართული ბანკი გეგმავს. კერძო კომპანიების საქმიანობაში ჩარევას თავისუფალი დემოკრატები არ აპირებენ, თუმცა, არის ერთი გარემოება, რომელსაც ხაზგასმით გამოყოფენ: ისინი ფიქრობენ, რომ თბილისის წყლის გამანაწილებელი სისტემის გაყიდვა დედაქალაქელებისათვის წყლის გაძვირებას გამოიწვევს. ზურაბ აბაშიძე წყლის შესაძლო გაძვირების მიზეზებზეც ლაპარაკობს:

ახლა რეალურად რჩება მის საკუთრებაში ჟინვალჰესის წყალსაცავი, რომელიც მთავარი წყაროა მოწოდებისა თბილისის წყლისთვის. როდესაც თბილისის წყალი იღებდა ელექტროენერგიას დაბალი ტარიფით, ჟინვალჰესი იყო მისი მთავარი მომწოდებელი და პრაქტიკულად ერთი კომპანია იყო, არ უჯდებოდა ძვირი. ამის შემდეგ, გასხვისების შემთხვევაში, მოხდება ფასის აწევა ელექტროენერგიის მიწოდების თვალსაზრისით და მოქალაქეებს, თბილისის მცხოვრებლებს, რა თქმა უნდა, გაუძვირდებათ წყალი.”თბილისში წყლის ტარიფი ერთ სულ მოსახლეზე 3 ლარს და 15 თეთრს შეადგენს. დედაქალაქის მასშტაბით ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი 400 000-მდე აბონენტს ემსახურება. მის მთავარ ღირებულებებს სასმელი წყლის საიმედო, უწყვეტ რეჟიმში მიწოდება და მომხმარებლის საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი სასმელი წყლით უზრუნველყოფა შეადგენს.

ეკოლოგიური მდგრადობა და სასმელი წყლის ხარისხია ძირითადი, რაც არასამთავრობო ორგანიზაცია მწვანე ალტერნატივას აწუხებს. საქმე ისაა, რომ მწვანე ალტერნატივა თითქმის ორი წლის განმავლობაში ითხოვდა შპს რუსთავწყალკანალის, შპს მცხეთაწყალკანალის, შპს საქწყალკანალისა და შპს თბილისის წყლის 100 პროცენტიანი წილების ნასყიდობის თაობაზე საქართველოს მთავრობას, ეკონომიკური განვითარების სამინისტროს, თბილისის მთავრობასა და შპს მულტიპლექს ენერჯი ლიმიტედს შორის 2008 წლის 14 მაისს დადებული ხელშეკრულების საჯაროობას. სასამართლო დავის პარალელურად, ხელშეკრულება საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ვებგვერდზე გამოქვეყნდა. მისი შინაარსის გაცნობის შემდეგ კი ხელშეკრულების პირობების შესრულების ანგარიშები გახდა სადავო. მწვანე ალტერნატივის აღმასრულებელი დირექტორი ნინო გუჯარაიძე ამბობს, რომ საქმეს უზენაესი სასამართლო განიხილავს.

” ცოტა აბსურდული სიტუაციაა, იმიტომ რომ ვიცით პირობები რა არის და გვეუბნებიან, რომ ამის შესრულებაზე ინფორმაცია არის კომპანიის კომერციული საიდუმლოება, მათ შორის - წყლის ხარისხის ამსახველი დოკუმენტაცია, კანალიზაციის მტკვარში ჩადინების შესახებ ინფორმაცია და ასე შემდეგ. როდესაც ახლა გეუბნებიან, რომ ამ კომპანიის ვალდებულებებია საიდუმლო, უკვე შემდგომ მყიდველზე რა პირობებით გადავა? უკვე შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ესეც საიდუმლო იქნება, ამბობს ნინო გუჯარაიძე.

”ლეიბორისტულ პარტიაში კი ვარაუდობენ, რომ ჯორჯიან ვოთერ ენდ ფაუერში მორიგი მსხვილი კომერციული გარიგება საქართველოს ხელისუფლების თანამონაწილეობით იგეგმება. პარტიის ერთ-ერთი ლიდერი, პაატა ჯიბლაძე, ამბობს: მულტიპლექს ენერჯის საკუთრებაში გადასცა რამდენიმე მილიარდ დოლარად ღირებული თბილისის წყალი, სადაც, თბილისის წყლის გარდა, შევიდა მცხეთაწყალი, გარდაბანწყალი, რუსთავწყალი და ჟინვალის წყალსაცავი, ჰიდროელექტროსადგურთან ერთად. შემდეგ მულტიპლექსმა გადაყიდა ეს საწარმო, როგორც ვნახეთ, რუსულ კომპანიაზე, - რაოეესს ჩაუვარდა ხელში. თავის ბიზნესპარტნიორებთან, რუსეთთან, რაღაც საკითხებზე ალბათ ვერ მოილაპარაკეს სააკაშვილ-უგულავას ტანდემმა და, უბრალოდ, ახლა სხვა ფირმას მიჰყიდიან, ვითომ მიჰყიდიან.