პუტინი: თუ ზელენსკი მზად არის, ჩამოვიდეს მოსკოვში

პუტინი: თუ ზელენსკი მზად არის, ჩამოვიდეს მოსკოვში

რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი მოსკოვში მიიწვია, თუ ის მზად არის შეხვედრისთვის“. ინფორმაციას ამის შესახებ რუსული მედია ავრცელებს.

მე ვთქვი - დიახ, ეს შესაძლებელია [ზელენსკისთან შეხვედრის გამართვა]. საბოლოოდ, თუ ზელენსკი მზად არის, ჩამოვიდეს მოსკოვში“, - განაცხადა რუსეთის პრეზიდენტმა ჩინეთში ვიზიტის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე.