[GEWORLD. ჯაბა ჟვანია]
გინდ დაიჯერეთ, გინდ - არა, მაგრამ ამ რამდენიმე ხნის წინათ სამშენებლო მოედნად ქცეულ ბათუმს, «ვარდოსანთა» პატრონაჟით კიდევ ერთი «ღირსშესანიშნაობა», საიტი Gaybatumi.com შეემატა, სადაც მთელი საქართველოს «ნაღებ-ელიტური ცისფერობა» ლამის ოცდაოთხსაათიან რეჟიმში გამწარებული ემესიჯება ერთმანეთს და დაბეჯითებით არწმუნებს საზოგადოებას, რომ ცისფერობა თურმე ის წარმოუდგენელი ბედნიერებაა, რომელიც ცხოვრებაში ერთხელ მაინც ყველა მამაკაცმა უსათუოდ უნდა გამოსცადოს.
რაც ყველაზე მთავარი და საყურადღებოა, საიტი მეტწილად ინგლისურადაა შედგენილი, ეს კი იმას ნიშნავს, რომ იგი, პირველ რიგში, გათვლილია არა ქართველ მომხმარებელზე და ზოგადად, ქართულ საზოგადოებაზე (რაც ჩვენი მენტალობიდან გამომდინარე, ალბათ, ჯერ კიდევ ლოგიკურია), არამედ უცხოელ ტურისტზე, რომელიც ახლა შეიძლება ბარგშეკრული ზის და წამოსვლას იმიტომ არ ჩქარობს, რომ ფიქრობს, ვაითუ ამ პაპუასების ქვეყანაში გეებს პირდაპირ კუპრის ქვაბში ხარშავენ ან სულაც ანუსში გავარვარებულ შანთებს ურჭობენო...
...არ ვიცი, იქნებ ჩვენთვისვე სჯობდეს, მართლა ასე იყოს (იმედია, ლიბერალები ამას მაპატიებენ), მაგრამ, სამწუხაროდ თუ საბედნიეროდ (ეს უკვე თვითონ განსაჯეთ), «ვარდოსანთა» გამალებული გეიპროპაგანდის წყალობით, დღესდღეობით ჩვენ მიმართ მსგავსი წარმოდგენა საქართველოში ჩამოსვლისთანავე ეცვლებათ. ამას მოწმობს იგივე საიტ Gaybatumi.com -ზე ერთ-ერთი უცხოელი ტურისტის მიერ ამასწინათ დადებული კომენტარიც, რომელიც იმ აღვირახსნილობის მნახველი, ბათუმში რომ ტრიალებს, გაოცებით აღნიშნავს: არ მეგონა, საქართველოში ასეთი თამამი და კომპლექსებისგან სრულიად თავისუფალი ხალხი თუ ცხოვრობდაო. ახლა წარმოიდგინეთ, რამხელა უბედურებასთან გვაქვს საქმე, თვით ევროპელ და მითუმეტეს ამერიკელ ტურისტსაც რომ ვაკვირვებთ სოდომ-გომორიზმში მიღწეული რეკორდული შედეგებით...
მოკლედ, არ მინდა თავი შეგაწყინოთ, მაგრამ, როგორც ჩანს, ჩვენი საქმე მართლაც ისე მიდის, რომ მალე ჰოლანდიაში სექსუალურ უმცირესობათა წარმომადგენლები თავს დაჩაგრულად იგრძნობენ, შესაბამისად, იქიდან აიყრებიან და თავიანთი «თავების» ხელახლა საპოვნელად, ვშიშობ, საქართველოში, კერძოდ კი, ბათუმში გადმობარგდებიან; შედეგად მივიღებთ იმას, რომ ბათუმი კიდევ უფრო გეილაღებს და გეიფურჩქნება, ჩვენ კი, ვინც ამ პროცესებს ფეხს სათანადოდ ვერ ავუწყობთ, ან შუბლზე წითელი ჯვრებით მოგვნიშნავენ, რაც იმის მაუწყებელი იქნება, რომ «გეისაშიშნი» ვართ, ან სულაც სპეციალურ გეტოებში ჩაგვასახლებენ (მით უფრო, რომ «ნაცებს» უკვე აქვთ ამის გამოცდილება) და შესასვლელთან გაკეთდება წარწერა: ფრთხილად, შიგნით ჭეშმარიტი ქართველია...
ასე თუ ისე, გეილაღებს და გეიფურჩქნება თუ არა ბათუმი, ჩვენი ადგილი იქ ნამდვილად აღარ იქნება, ვინაიდან, როგორც ჩანს, რეალურად ეს ქალაქი თურქი ინვესტორების, სომეხი ტურისტებისა და პედარასტების სალივლივედ «ღორძინდება», რაც ჯამში იმას ნიშნავს, რომ, თუ გინდა, ბათუმში ჩაგესვლებოდეს და თანაც იქ თავს ისე გრძნობდე, როგორც - სამშობლოში, ან თურქი უნდა იყო, ან - სომეხი; ხოლო თუ არც ერთი ხარ და არც - მეორე, მინიმუმ უიმედო სიყვარულით გულდამწვარი პედერასტის მოსმენა და ნუგეში მაინც უნდა შეგეძლოს...
თუ თვითონაც პედერასტი ხარ ან მომავალში მაინც გაპედერასტდები, მთლად გადასარევი, თუ არა და, შავი ზღვის «სიამაყეს» თქვენთვის კარი მუდამ დახურული აქვს...
არ ვიცი, შეიძლება ამის თქმის უფლება არც მქონდეს, მაგრამ, როცა ქვეყანაში ცისფერები თუ ვარდისფერები კალიებივით მრავლდებიან, ხალხი კი, იმის ნაცვლად, რომ დუღდეს და ბობოქრობდეს, მამა აბრამის ბატკანივით გარინდულა, არ შემიძლია იმ ადამიანებს არ მივმართო, რომელთაგან ზოგი დღეს მხსნელის მანტიაში იმალება და ზოგიც - პატრიოტის ანაფორაში: თქვე დალოცვილებო, ჯიპებიც გეყოლებათ, ღიპებიც გამოგეზრდებათ, ჭიპებიც გამოგიჩნდებათ და მუცელამოყორილებს, პრობლემა რას ქვია, საერთოდ დაგავიწყდებათ, მაგრამ ახლა თუ იყუჩებთ და იმ ოქრო-ვერცხლის სანაცვლოდ, მიშა რომ ჯიბეში უხვად გიყრით, პირში წყალს ჩაიგუბებთ, სულ მალე შაგრენის ტყავივით შემოგველევა საქართველო. მერე ითვალეთ, რამდენიც გინდათ, ანაფორის კალთებში თვალ-მარგალიტი, თუმცა რა საჭიროა, რამდენიც უნდა დაითვალო, ოცდაათი ვერცხლი ხომ მაინც ოცდაათი ვერცხლია?..
და ბოლოს, დუმილით ქართული საზოგადოება ვერაფერს მოიგებს, «ნაცები» კი ხეირობენ და კიდევ იხეირებენ ჩვენი ბრმაყრუობით; მაგრამ ჩვენ რა ხეირი? როგორც ჩანს, სანამ მთელი საზოგადოება არ გეიჩალიჩებს, მანამ დუმილი კვლავაც ოქრო იქნება...