„ვაშაძე რომ ყოფილიყო „ოცნების“ კანდიდატი, „ნაციონალები“ მოთხრიდნენ ვაშაძეს პრორუსული წარსულის გამო“

„ვაშაძე რომ ყოფილიყო „ოცნების“ კანდიდატი, „ნაციონალები“ მოთხრიდნენ ვაშაძეს პრორუსული წარსულის გამო“

„როდესაც ადამიანს დანაშაული აქვს ჩადენილი და ამ დანაშაულზე პასუხს მოსთხოვ, ეს სულაც არ არის დევნა. სწორედ ეს არ გააკეთა „ქართულმა ოცნებამ“ და დამნაშავეები კიდევ აქეთ გვმოძღვრავენ“, - აცხადებს For.ge-სთან საუბარში ისტორიკოსი გიორგი ოთხმეზური და ქართული პოლიტიკური ცხოვრების სამომავლო პერსპექტივაზე საუბრობს.

ემიგრანტები განსხვავებულად ხედავენ საქართველოს ყოფას. თუმცა არც ის არის გამოსარიცხი, რომ ისინი გაცილებით უკეთ აკვირდებიან საქართველოს შორიდან, ვიდრე აქ დარჩენილი ადამიანები. რა სირთულე შეიძლება შეხვდეს სალომე ზურაბიშვილს პრეზიდენტობისას, გამომდინარე იქიდან, რომ ის მაინც ევროპულ ლიდერობასაა შეჩვეული?

- საკმაო ხანია, საქართველოშია ქალბატონი სალომე. თანაც, პრეზიდენტის ძირითადი ფუნქცია იქნება სწორედ უცხოელებთან ურთიერთობა და საქართველოში არსებული საკითხების უცხოელებამდე მიტანა. უცხოელებთან ურთიერთობა მას არ შეეშლება. თქვენ წარმოიდგინეთ, გრიგოლ ვაშაძე რომ ყოფილიყო „ქართული ოცნების“ კანდიდატი, ხოლო სალომე ზურაბიშვილი „ნაცმოძრაობის“ კანდიდატი, რა აგიტაცია-პროპაგანდა დაიწყებოდა? „ნაციონალები“ მოთხრიდნენ და მიწაში ჩადებდნენ გრიგოლ ვაშაძეს მთელი თავისი წარსულით, ჯიშითა და ჯილაგით მისი პრორუსულობიდან გამომდინარე. როგორ შეიძლება, საფრანგეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს თანამშრომელს, ათეული წლების განმავლობაში საკმაოდ მაღალ და საპასუხისმგებლო თანამდებობებზე მყოფ ქალბატონს კრემლის აგენტობა დააბრალო? ხოლო, ის, ვინც საბჭოთა კავშირის საგარეო საქმეთა სამინისტროში იყო და ბირთვული შეიარაღების კომისიაში მუშაობდა, ჭეშმარიტ პატრიოტად წარმოსახო, რომელსაც, თურმე, არავითარი შემხებლობა საბჭოთა კავშირის კგბ-სთან არ აქვს.

რით ახსნით იმას, რომ საქართველოდან ოდესღაც წასულ ემიგრანტების შთამომავალ სალომე ზურაბიშვილს უცხოეთში ახლადჩასულმა თანამედროვე ემიგრანტებმა მხარი ნაკლებად დაუჭირეს? ფიქრობთ, რომ ვიღაცმუშაობსემიგრანტებზე, რომ მათ საქართველოს რეალობა ცუდად დაინახონ? ემიგრანტების 6135 ხმა ერგო ვაშაძეს, ხოლო 3415 ხმა-ზურაბიშვილს.

- როდესაც საქართველოში არ ხარ და შენს მხრებზე არ გადადის უშუალო პრობლემები, რაც ქვეყანაშია, ცხადია, შენზე მოქმედებს აგიტაცია-პროპაგანდა, რომ თურმე საქართველოში რაღაც აშენდა, გზები დაიგო, იუსტიციის სახლი აშენდა. გადასარევი რამეა იუსტიციის სახლის აშენება, მაგრამ ამისთვის ტენისის კორტები და უზარმაზარი პარკი უნდა გაენადგურებინათ?

სხვათა შორის, სააკაშვილმა აღიარა, თუკი ზურაბ ადეიშვილი ბიზნესს ავიწროებდა, საკუთარი თავისთვის კი არ სთხოვდა თანხას, არამედ სიღნაღის, ბათუმის ასაშენებლად.

- ახლა სააკაშვილი რატომღაც ადეიშვილს აბრალებს, თითქოს ადეიშვილმა გააკეთა ეს ყველაფერი და თვითონ არ იცოდა. სააკაშვილის გარეშე ვინმე რამეს გაბედავდა? ყველა ნაბიჯი ხომ მასთან იყო შეთანხმებული? თანაც, რა მნიშვნელობა აქვს, რომ თურმე ზურაბ ადეიშვილი ფულს ჯიბეში არ იდებდა? უცხოეთიდან ძალიან რთულად ჩანს, თუ რა პროცესები მიმდინარეობს საქართველოში, მაგრამ უცხოეთშიც ინფორმაციის სწორად გატანა შეიძლება. ასე მგონია, ამას ქალბატონი სალომე მოახერხებს. სამწუხაროდ, პირველ ტურში „ქართული ოცნების“ მხრიდან აგიტაცია ნაკლები იყო და პირველი ტური ისე ჩატარდა, რომ „ქართულ ოცნებას“ პრაქტიკულად მასში მონაწილეობა არ მიუღია, ამიტომაც ვერ გაიმარჯვა სალომე ზურაბიშვილმა პირველ ტურში და საჭირო გახდა მეორე ტური.

სულ რაღაც ორ წელიწადში იქნება საპარლამენტო არჩევნები და იმედი მაქვს, შეიქმნება რეალური მესამე ძალა, საზოგადოებისგანაც წამოვა იმპულსი და პარტიებიდანაც გამოჩნდებიან ადამიანები, რომლებიც რეალურ ოპონირებას გაუწევენ ხელისუფლებას და არა ეს ნაძირალა „ნაცბანდა“.

რეალურ ოპონირებაზე როცა საუბრობენ, „პატრიოტთა ალიანსზეაკეთებენ აქცენტს. მათი რადიკალური განცხადებები ბევრისთვის მისაღებია. გაართმევს თავსპატრიოტთა ალიანსიამ ხვედრს?

- აქ მარტო „პატრიოტთა ალიანსი“ არ არის. მართალია, „პატრიოტთა ალიანსის“ ინიცირებით შედგა ასიათასიანი მიტინგი, მაგრამ ეს არ ყოფილა მხოლოდ „პატრიოტთა ალიანსის“ მხარდამჭერთა მიტინგი. იქ გამოსული იყო ხალხი, ვისაც გაცნობიერებული ჰქონდა, რომ არ შეიძლებოდა მოძალადე ხელისუფლების დაბრუნება. ჩვენ არ გვაქვს ისეთი სასტარტო მდგომარეობა, რომ ერთ, ორ, ან გინდაც ათ წელიწადში უცბად ისეთი ქვეყანა გახდეს საქართველო, რომ ყველა კმაყოფილი იყოს, მაგრამ, თუკი „ქართული ოცნება“ ამ ორი წლის განმავლობაში სწორად წარმართავს პოლიტიკას და მოსახლეობაც დაინახავს, რომ „ქართული ოცნება“ და ხელისუფლება კანონის უზენაესობას ახორციელებს, სამართლიანობას ამკვიდრებს ამ ქვეყანაში, მაშინ ორი წლის შემდეგ ჩატარებულ საპარლამენტო არჩევნებშიც ისინი შეინარჩუნებენ თავიანთ პოზიციას. ხოლო, თუ „ქართული ოცნების“ შევიწროება დაიწყება, ეს მოხდება სწორედ „პატრიოტთა ალიანსის“ და იმ საზოგადოებრივი ძალების მხრიდან, რომელთა კონსოლიდაციაც უკვე მიმდინარეობს.

სამართლიანობის აღდგენას ხელისუფლებაში მოსვლის დღიდან წარუმატებლად შეუდგაქართული ოცნება“. ამ გზაზე მეორედაც ხომ არ დაგვაბრკოლებს დასავლეთი?

- სამწუხაროდ, „ნაცმოძრაობას“ ჰყავს თავისი სატელიტები, ევროპარლამენტშიც ჰყავთ ასეთი ძალები, მაგრამ ისიც ფაქტია, რომ კოაბიტაცია დანაშაული იყო. როდესაც ადამიანს დანაშაული აქვს ჩადენილი და ამ დანაშაულზე პასუხს მოსთხოვ, ეს სულაც არ არის დევნა. სწორედ ეს არ გააკეთა „ქართულმა ოცნებამ“ და ხალხმაც დაინახა, რომ დამნაშავეები კიდეც გვმოძღვრავენ. ყველაფერს თავი დავანებოთ, გიგა ბოკერია, რომელსაც მოლაშვილმა ხელი დაადო, რომ მის წამებაში იღებდა მონაწილეობას, რომლის შესახებაც ელენე თევდორაძემ თქვა, რომ ციხის ბუნტისას დახვრეტის ბრძანება ბოკერია-ახალაიამ გასცეს და ისინი ხელმძღვანელობდნენ ხალხის ჩახოცვას, დღეს ზის პარლამენტში და იქიდან ჭკუას გვასწავლის. ის კი არა, ხორავას ქუჩის საქმეზე მოსამართლის როლშიც გამოდის. თავის დროზე უნდა დამდგარიყო ამ ხალხის პასუხისმგებლობის საკითხი, რათა ისინი პოლიტიკაში საერთოდ ვერ მობრუნებულიყვნენ.