„ევროკავშირი ისე მოქმედებს, რომ ქართველებს გაუჩნდათ ეჭვი – გვინდა თუ არა ასეთ კავშირში ყოფნა?“

„ევროკავშირი ისე მოქმედებს, რომ ქართველებს გაუჩნდათ ეჭვი – გვინდა თუ არა ასეთ კავშირში ყოფნა?“

საქართველოს საკითხზე ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების მორიგი შეხვედრა, რომელიც 23 ივნისს ბრიუსელში გაიმართა, კონკრეტული გადაწყვეტილების გარეშე დასრულდა, თუმცა ბლოკის მაღალჩინოსნების მხრიდან მკაცრი განცხადებები კვლავ გაისმა. ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო პოლიტიკის საკითხებში, კაია კალასმა აღნიშნა, რომ განხილვის მთავარი თემა საქართველოში მზარდი რეპრესიები იყო და ბრიუსელი მზადაა პასუხისმგებელ პირებზე დამატებითი სანქციები განიხილოს.

ცნობილია ხდება, რომ 26 ივნისს ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს შესახებ დებატები გაიმართება - PACE-ს ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, დებატები დღის მეორე სესიაზე გაიმართება, რომელიც საქართველოს დროით 17:00 საათზე დაიწყება.

დებატების სახელწოდება შემდეგია: „საქართველოში პოლიტიკური დევნის წინაშე მყოფი პირების დაუყოვნებლივ გათავისუფლების მოწოდება“.

ასევე, შესაძლოა, ბალტიისპირეთის ქვეყნებმა საქართველსოთან დაკავშირებით უვიზო მიმოსვლის შეჩერების საკითხზე ინდივიდუალური გადაწყვეტილებები მიიღონ.

„განვიხილეთ ოპოზიციონერ ლიდერებსა და მედიაზე მზარდი ზეწოლა. ევროკავშირი მზად არის, გადადგას შემდგომი ნაბიჯები და გამოიყენოს დამატებითი შემზღუდავი ზომები მათ წინააღმდეგ, ვინც პასუხისმგებელია დემოკრატიული უკუსვლისთვის“, - განაცხადა კალასმა შეხვედრის დასრულების შემდეგ.

„რადიო თავისუფლების“ მიერ გამოქვეყნებული დოკუმენტის თანახმად, ევროკავშირი გეგმავს „ქართული ოცნების“ ლიდერებთან ყველა ფორმალური პოლიტიკური ურთიერთობის შეწყვეტას, ასევე შესაძლებელია ინფრასტრუქტურული და საერთაშორისო დაფინანსებით განხორციელებული პროექტების გადახედვა. ბრიუსელში იმსჯელეს სავიზო შეზღუდვებზე და სამოქალაქო საზოგადოებისა თუ დამოუკიდებელი მედიასაშუალებებისთვის დამატებითი დახმარების პაკეტების შექმნაზეც.

„ლა-ლა-ლა... არანაირი სამართლებრივი საფუძველი უვიზო მიმოსვლის შეჩერების არ არსებობს. უვიზო მიმოსვლა გამყარებულია საერთაშორისო ხელშეკრულებით საქართველოსა და ევროკავშირს შორის, რომელსაც აქვს თავისი უფლებები და ვალდებულებები გაწერილი“, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა.

მისი თქმით, ვიზალიბერალიზაციის შეჩერების სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს, თუმცა თუკი ვინმე ამ ნაბიჯს გადადგამს, ეს იქნება უსაფუძვლო და უკანონო აქტი.

„არანაირი საფუძველი არ არის შეჩერების, თუმცა, თუკი თავნებობას ექნება ადგილი და უსაფუძვლო გადაწყვეტილებებს, ამის წინასწარ განჭვრეტა არ შეგვიძლია. ჩვენ ვნახეთ, რომ მაგალითად, დიპლომატიური და სამსახურებრივი პასპორტების მფლობელებისთვის უვიზო შეჩერებასთან დაკავშირებით იქნა მიღებული გადაწყვეტილება ისე, რომ დაირღვა 2010 წლის საერთაშორისო ხელშეკრულება საქართველოსა და ევროკავშირს შორის. დღემდე არ დაუსახელებიათ სამართლებრივი საფუძველი იმ ხელშეკრულებიდან, რომლის დარღვევის გამოც, ანუ რომელიც საფუძვლად იქნა აღებული შეჩერებისთვის.

სამწუხაროდ, წესებზე დაფუძნებული საერთაშორისო წესრიგი, ვხედავთ ჩვენ, რომ, ფაქტობრივად, აღარ არსებობს. ვხედავთ, რომ მათ, ვისაც აქვს საკმარისი ძალა, ცდილობენ, რომ იმოქმედონ ძალის წესებით და არა კანონის წესებით. ამ შემთხვევაში ჩვენ ვხედავთ, სამწუხაროდ, ევროკავშირის ზოგიერთი პოსტსაბჭოთა ქვეყნის მცდელობას, რომ თავისი საბჭოთა წარსულიდან გამომდინარე კვლავ რაღაც ძალის მეთოდებით იმოქმედონ სხვა ქვეყნის და ხალხების მიმართ“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

ანალიტიკოსი პეტრე მამრაძე for.ge-თან საუბარში აცხადებს, რომ ევროკავშირის და ბრიუსელის მხრიდან მიმდინარე განცხადებები საქართველოს ხელისუფლების მიმართ შანტაჟის იარაღად გამოიყენება. მისი თქმით, ეს არის მცდელობა, ქართულ საზოგადოებაში გაღრმავდეს ხელისუფლებისადმი უკმაყოფილება, თუმცა ამ სტრატეგიამ საპირისპირო შედეგი მოიტანა – საზოგადოების ნაწილის განწყობა ევროკავშირის მიმართ უარყოფითისკენ იცვლება.

„უკვე წლებია ევროკავშირი საქართველოს სურვილს – გახდეს ევროპული ოჯახის წევრი – ბერკეტად იყენებს. ხელისუფლებას წლების განმავლობაში უყენებდნენ პირობებს: ჯერ ეს გააკეთეთ, მერე ის, მერე სხვა... პირდაპირ ერეოდნენ საშინაო საქმეებში. არაერთხელ დასახელდა იმ ელჩების ვინაობაც, რომლებიც მიტინგებზე მონაწილეობდნენ და გავლენას ახდენდნენ საკადრო გადაწყვეტილებებზე – ვინ სად უნდა დანიშნულიყო. მიუხედავად ამისა, საქართველოს ევროინტეგრაციის საკითხი არც მაშინ იდგა დღის წესრიგში და არც ახლა დგას. ეს კვლავაც რჩება შანტაჟის ბერკეტად, რომელიც რეალურ გავლენას ვეღარ ახდენს ქვეყნის შიდა პოლიტიკაზე“, – აცხადებს მამრაძე.

მისი თქმით, ახლა საზოგადოებას აშინებენ სავიზო რეჟიმის გაუქმებით: „იმუქრებიან წაგართმევთ ვიზალიბერალიზაციას და ასე შემდეგ... თუმცა კარგად იციან, რა უკმაყოფილება შეიძლება გამოიწვიოს ამ ნაბიჯმა თავად ევროკავშირის მიმართ. გარდა ამისა, უნგრეთი, სლოვაკეთი და სხვა ქვეყნები ასეთ ინიციატივას დაბლოკავენ. სწორედ ამიტომ უჭირთ რეალური ნაბიჯების გადადგმა და მხოლოდ შანტაჟის ენით აგრძელებენ საუბარს“, - ამბობს ანალიტიკოსი.

მამრაძე შეეხო ბალტიისპირეთის ქვეყნების შესაძლო ინდივიდუალურ გადაწყვეტილებებსაც და აღნიშნა, რომ მათგან მკვეთრი ნაბიჯები მოსალოდნელია, რაც მისი შეფასებით, აღარავის უკვირს.

„წლების განმავლობაში მიხეილ სააკაშვილი იყო მათი „სასარგებლო იდიოტი“, რომელიც აკეთებდა იმას, რასაც თავად ვერ ბედავდნენ – რუსეთთან ღია დაპირისპირებას. ამიტომაც არ გვიკვირს მათი აგრესიული რიტორიკა დღევანდელი ხელისუფლების მიმართ, რომელსაც ვეღარ იყენებენ. ბალტიის ქვეყნების მხრიდან ზიზღსა და აგრესიას კონკრეტული მიზეზი აქვს – მათთვის მიუღებელია ის რეალობა, რომ საქართველო აღარ იქნება რუსეთთან მებრძოლი მარშის წინა ხაზზე და აღარ შეასრულებს მათ ნაცვლად „სასარგებლო იდიოტის“ როლს“.

მისივე თქმით, 2008 წელს, როცა რუსეთმა საქართველოს ომი გამოუცხადა, სწორედ ეს ქვეყნები დუმილით შეხვდნენ მომხდარს.

„მაშინ მათი მხრიდან რეალური კრიტიკა არ მოგვისმენია. მათ არც რუსეთზე ჰქონიათ ისეთი რიტორიკა, როგორსაც სააკაშვილი იყენებდა. დღეს საქართველო აღარ არის მორჩილი, მარიონეტული ქვეყანა, რომელსაც იყენებდნენ საკუთარი მიზნებისთვის. ხოლო ევროკავშირის პოლიტიკამ იმდენად გაამძაფრა უკმაყოფილება, რომ საქართველოს მოქალაქეები უკვე სერიოზულად ფიქრობენ – სურთ თუ არა ისეთი ფორმით ევროკავშირში გაწევრიანება, როგორსაც ახლა გვთავაზობენ.

სამწუხაროდ, ამ კავშირის ფასი ქართველებისთვის შესაძლოა ომი, სისხლი და უბედურება იყოს, ისევე, როგორც უკრაინაში ხდება. არ ველოდები ვიზალიბერალიზაციის გაუქმებას, თუმცა შესაძლოა, დაწესდეს გარკვეული სანქციები, მაგალითად, უვიზო მიმოსვლის შეზღუდვა ზოგიერთი მაღალი თანამდებობის პირისთვის“, – ამბობს პეტრე მამრაძე.

 

მარბიელი დღეს რომ ნატოა, ცოტა ხნის წი იყვნენ სენტო და სეატო... იყო ანტანტა... დღეს რაა ევროკავშირი? 1. კორუფციის ბუდე 2. ფარისევლობის სავანე 3.მას არა აქვს ჩვენიმ თავდაცვის ტრაკი 4.აქ ყველაფერი შემოაქვს და იქით მხოლოდ ნიორი და თაფლი მიაქვს, ისიც შეზღუდულად 5. ესმარება ასოებს და ცოცხმედიას, როგორც მათ დასაყრდენს;არცერთი საწარმო ან ჰესი მას აქ არ დაუფინანსებია; სესხს ბევრი მათზე იაფად იძლევა 6. ჩვენ ვიცით, რომ ბევრი ჩვენს საწინააღმდეგო რეზოლუცია მათთვის ნაცების დაქირავებულ ამერიკელ ლობისტებს მიუწოდებიათ
ჰოდა, ახლა ვინც ხსნას ევროკავშირში ხედავთ, ფსიქიქტრის დასკვნა წარმოადგინე; ვინც ყოყმანობთ, შეაფასეთ, დაფიქრდით
ევროკავშირი ჩვენთვის მხოლოდ ფურუნკულია!
ჩვენ გვიყვარს ევროპა, მაგრამ როგორც თავის დროზე ის უყვარდათ ინკვიზიციის, მონათვაჭრობისა და სახელმწიფო მეკობრეობის გარეშე, ასე გვინდა ჩვენც ევროპა მახინჯი ევროკავშირის გარეშე
6 საათის უკან
trampi გახსოოვთ პუტინზე რომ ამბობდნენ დიდი ფულის საშუალებით ანტი დასავლურ კამპანიას ეწევა საქართველოშიო??
ხოოდაა ამათ შემხედვარე პუტინი გიჟიაა ფულები დახარჯოოოს??---- ეს დაქნეულები ისედაც გადასარევად აკთებენ პუტინის საქმეს. ესენი რომ ანტიდასავლურ კამპანაიას ეწევიან, იმას ათი პუტინიც კი ვერ მოახერხებდა

ან კიდევ ის გახსოოვთ??---- ამერიკელებისგან დარიგებული ნაცები ოპტომ რომ იმეორებდნენ----- ,,რუსეთს ჩამოვხსენით ნიღაბი,,--ო
რა ჰქონდა რუსეთს ჩამოსახსნელი?/...200 წელია ისედაც გადასარევად ვიცოდით რუსი რა დედა მიქინზულიცააა
ნიღაბი რუსებს კი არა მაგ კეთილებ მოტყნულ ამერიკელებს ჩამოსძვრათ, ამერიკელებს..............რუსების შემხედვარეს, მთელი ახალგაზრდობა მათზე რომ მზე და მთვარე ამომდიოდა(უფრო სწორად საქართველოს 80 %--ს)
საქართველოში მათი შემოსვლით მეგონა არიქა მზე განათდა მეთქი
მზე კი არ განათდა, არამედ მიშას ხელით მაგათ^ საქართველოს დედა მოუყტყნეს, დედა
მოკლედ ბევრი რომ არ გავაგრძელო(მათი ლანძღვით არ დავიღლები).............
..ქუნემ კოლუმბიიიიი, ქუუუუუუუუუუუუუუუნეეეეეეეეეეეეეეემ !!!!!!!!!!!!!!!!!
3 საათის უკან