[გაზეთი „ქართული სიტყვა“]
ბოლო დროს ე.წ. ელიტურ კორუფციაზე საუბრისას ყველაზე ხშირად შარანგიებს ახსენებენ, თუმცა ჟურნალისტებსა თუ პოლიტიკოსთა უმეტესობას წარმოდგენა არ აქვს, ვისზე ლაპარაკობენ, რადგან ძმები შარანგიები არც ვიდეოკამერების წინ ჩნდებიან და არც ფოტოსურათების გადაღებით იკლავენ თავს...
ამ „ვირტუალური“ ძმების კაპიტალდაბანდებები, რომგორც ამბობენ, შთამბეჭდავია: „საქართველოს რკინიგზა“, „ლიბერთიბანკი“, „საქართველოს ბანკი“, „კავკასუს ონლაინი“, „თბილისის წყალი“, ყოფილი „დეზერტირების ბაზრის“ მიმდებარე ტერიტორია, „სოკარი“, „სახალხო აფთიაქი“, „თბილისი ცენტრალი“, რიყის ტერიტორია, „ბილაინი“, „საქართველოს ლატარიის კომპანია“, „ნუგეში“, „ჯი-ემ-სი“-ს რესტორნების ქსელი, რესტორანი „ქალაქური“, რესტორანი „მატრიოშკა“, რესტორნების ქსელი „შემოიხედე გენაცვალე“, იაპონური რესტორანი, რესტორანი „ძველი სახლი“, „სითი პარკი“, „თბილისის ტაქსი“, სამარშრუტო ტაქსები, ბათუმის „ინტურისტი“.
ქართული
ოპოზიციის
მტკიცებით,
ძმები რამდენიმე ელიტურ რესტორანს მოსკოვშიც ფლობენ. ამიტომაცაა,
რომ ოფისი არ აქვთ და თუ მათი ნახვა, ან უბრალოდ, მნიშვნელოვანი ინფორმაციის გადაცემა
გინდათ, უსტარი რომელიმე ზემოჩამოთვლილ რესტორანში უნდა გაუგზავნოთ.
ასეთ აურაცხელ ქონებას, ცხადია, მოვლა-პატრონობა სჭირდება. ამიტომ მიხელ სააკაშვილმა
მეგობარი ძმების ქონების თვალთვალი, თურმე, სახელმწიფო დაცვას მიანდო.
როგორც კულუარებში ამბობენ, პრეზიდენტისა და შარანგიების მეგობრობა სააკაშვილის კიევში
ცხოვრების დროს დაიწყო. სააკაშვილის უახლოესი მეგობარი და თანაჯგუფელი, ვისთანაც ცხოვრობდა,
ვინმე გია ყარამანაშვილი ყოფილა, რომლის დაც, ნატა ყარამანაშვილი რევაზ შარანგიას მეუღლეა.
შარანგიები რომ პრეზიდენტთან დაახლოებულნი იყვნენ, ამის შესახებ პირველად რამდენიმე წლის წინ თავდაცვის ექსმინისტრმა ირაკლი ოქრუაშვილმა განაცხადა. როგორც მაშინ ოქრუაშვილმა ბრძანა, „საქართველოს რკინიგზა“ სააკაშვილის „კარის ბიზნესმენ“ რეზო შარანგიას გადაეცა. საქართველოში მოღვაწეობს შარანგიების კიდევ ერთი ძმა, შოთა, რომელიც აჭარის სამართალდამცველ ორგანოებში მუშაობს, ლევანი კი, თურმე, რუსეთში ცხოვრობს და იქ საკმაოდ მსხვილ ბიზნესს ფლობს. შარანგიები მამის, ლორენცოს კომუნისტური წარსულისა და მოსკოვის ქართული კრიმინალური კლანის წყალობით, აფხაზეთიდან წამოსვლის შემდეგ, მალევე დადგნენ ფეხზე და ე.წ ლტოლვილებმა მილიონებით თამაში დაიწყეს. მოსკოვში ლორენცო შარანგიას სახელზე რეგისტრირებული კომპანიის საქმიანობაში მითითებულია: საცალო ვაჭრობა, საშუამავლო მომსახურება, რეკლამა.
ქართველი „ლეიბორისტების“ ცნობით, შარანგიებს ახლობლობა აკავშირებთ რუსეთის ქართველ „ავტორიტეტებთან“, საქართველოში კი, - „ნაციონალების“ ბევრ სახესთან. ასევე, ახლო ურთიერთობაში არიან პრეზიდენტის ბიძა თემურ ალასანიასთანაც.
როგორც
ამბობენ, სწორედ თემურ ალასანიას ინიციატივით გადაწყდა „საქართველოს რკინიგზის“ რუსეთისთვის მიყიდვა. რეზო შარანგიას ხმაურიანი, მაგრამ უცნობი ბიზნეს-ისტორიაც სწორედ „საქართველოს
რკინიგზის“ გაყიდვით იწყება: მილიარდნახევრიანი კაპიტალის მქონე რკინიგზის სავარაუდო მყიდველად რამდენიმე წელია, რეზო შარანგია სახელდება, თუმცა, როგორც კულუარებში ამბობენ, რკინიგზის გადაზიდვები მას ფაქტობრივ სარგებლობაში უკვე გადაცემული აქვს, რაც, თავის მხრივ, კომპანია „სოკარსაც“
უკავშირდება,
რომლისთვისაც
გადაზიდვებს
სასიცოცხლო
მნიშვნელობა
აქვს.
ამ საკითხში მეორე, ანუ
პოლიტიკური
დეტალებიც
არსებობს:
აგვისტოს
შემდეგ, რამდენიმე მნიშვნელოვანი მოვლენა თითქმის ერთდროულად მოხდა. კერძოდ, რუსეთის სააქციო საზოგადოება „Р“-მ სომხეთის
რკინიგზა მართვის
უფლებით აიღო. სწორედ ამ დროს დაფუძნდა „სამხრეთ კავკასიის რკინიგზა“.
ამასთან, ზემოხსენებულმა რუსულმა კომპანიამ, 2 მილიარდიანი კრედიტის სანაცვლოდ, მართვაში აფხაზეთის რკინიგზაც აიღო, რომლის ერთ-ერთი მიზანი რკინიგზის ბათუმის პორტამდე მიყვანაა, რაც ანალიტიკოსების თქმით, ყველაზე მეტად სააკაშვილის თითქმის ბიზნეს-პარტნიორ რევაზ შარანგიას აწყობს.
შარანგია,
თურმე, არც ფულის აფხაზეთის საკურორტო ზონაში ჩადებას ერიდება. აქვე, ერთმანეთს უკავშირებენ აფხაზურ მობილურ კომპანია „ამობაილს“
და „ბილაინს“, რომლის ერთ-ერთი მმართველი და მეწილე სწორედ შარანგიაა. ისე, „ბილაინის“
გამო, როგორც
„ნაციონალური“
ხელისუფლების
ერთ-ერთი ყოფილი წევრი ამბობს, ზედა რგოლში დაპირისპირება მომხდარა. საზოგადოებას, ალბათ, ახსოვს
კახა ბენდუქიძესა და დიმიტრი ქიტოშვილს შორის წარმოშობილი უთანხმოება დღევანდელი „ბილაინის“
სიხშირის
აღდგენასთან
დაკავშირებით.
რევაზ შარანგიამ ქიტოშვილისგან აღნიშნული სიხშირე, თურმე, 9 მილიონად მოიპოვა. აფხაზეთში „ამობაილის“
ზედამხედველად
აწ გარდაცვლილი ბაღაფშის შვილი სახელდება. „ბილაინის“
წარმომადგენლობითი
კომპანია „მობიტელის“
51%-ი
რუსულმა კომპანია „ვიმპელკომმა“ 12 მილიონ დოლარად შეიძინა, რაც შარანგიას ბიზნესის რუსული ინტერესის კიდევ ერთი შტრიხია.
ამის გამო
აღშფოთებას
ვერ მალავს „საქართველოს
ლეიბორისტული
პარტია“ და რუსეთის სათათბიროს სპიკერ ბორის გრიზლოვს ძმებ რეზო და მერაბ შარანგიებისთვის რუსეთის მოქალაქეების ჩამორთმევა სთხოვს. „ლეიბორისტების“
განმარტებით,
რუსეთის ფედერაციის მოქალაქეები და წარმატებული ბიზნესის მფლობელები, ძმები - რეზო და მერაბ შარანგიები საქართველოს პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის „სასახლის
მოლარეები“ არიან და,
ფინანსური
თუ კრიმინალური გავლენით, სააკაშვილის დიქტატორული, მოძალადე რეჟიმის გაძლიერებას ცდილობენ.
„ძმებმა რუსული კაპიტალით საქართველოში მოქმედი ყველა მსხვილი ბიზნეს-ობიექტი ხელში ჩაიგდეს. უფრო მეტიც, ამასწინათ თბილისის სატრანსპორტო ქსელის მონოპოლიზაცია მოახდინეს და მოსახლეობისთვის უმძიმესი ტარიფი დააწესეს“,
- ამბობენ „ლეიბორისტები“
და ირწმუნებიან, ძმებ შარანგიებს რუსეთის მოქალაქეობა ფალსიფისირებით და თაღლითობით აქვთ მიღებული.
„ჩვენი მთავარი ბუნებრივი სიმდიდრე, ჰიდრორესურსები რუსული სახელმწიფო კომპანიების კუთვნილებაა. ჩვენი ქვეყნის ოქროს, მარგანეცისა და სხვა საბადოები რუსულ სახელმწიფო კომპანიებს ეკუთვნის. ქართული ბიზნესის უდიდეს ნაწილს სწორედ რუსეთის ხელისუფლებასთან დაახლოებული და, ამავე დროს, პრეზიდენტის მეგობრები და მის მიერვე უზომოდ გაყოყოჩებული, რუსეთში გამდიდრებული ქართველი ბიზნესმენები ძმები შარანგიები ფლობენ. ფაქტია, რომ პუტინისა და რუსეთის ლანძღვა-გინების დროშით, საქართველოში ანტიქართულმა ძალამ ფესვები გაიდგა“,
- ამბობენ „ლეიბორისტები“.