სააკაშვილს

სააკაშვილს "საქართველოს განმათავისუფლებელი შტაბი" აქვს შექმნილი

პრეზიდენტობიდან პატიმრობამდე მიხეილ სააკაშვილს ცხელი ზაფხული აშორებს, თუკი სააკაშვილი პროკურატურაში დაკითხვაზე ნებით არ გამოცხადდება, მას ძალით ჩამოათრევენ. 21-ე საუკუნის "სიკვდილის ანგელოზს" პროკურატურა დამსახურებულ "საჩუქარს" უმზადებს. ხელისუფლებამ არაორდინარული ნაბიჯი გადადგა, პანიკიორი სააკაშვილისა და მისი თანამზრახველების საქმეებს, ახლა უკვე მსოფლიოში ცნობილი სისხლის სამართლის პრაქტიკოსი სპეციალისტების ჯგუფის დახმარებით გამოიძიებენ. მათი ვერდიქტის შემდეგ, დასავლეთს არ დარჩება კითხვები და დამნაშავე რეჟიმის არქიტექტორების დაკავება ვეღარ გახდება პოლიტიკური სპეკულაციების საგანი. პრემიერი ამკვიდრებს სტანდარტს, როცა ქვეყანაში უზენაესია კანონი და არა სტატუსი, რომელსაც დამნაშავე ელემენტები პოლიტიკურ თავშესაფრად იყენებენ.

ჩვენ გვახსოვს, სააკაშვილის ხელისუფლების ტელეშოუდ ქცეული დაპატიმრებები, როცა "კორუფციასთან ბრძოლის" ეგიდით იჭერდნენ შევარდნაძის მთავრობის ყოფილ მინისტრებს, როცა ექსცენტრიკული სააკაშვილი თეთრ სახლში რეკავდა და აპლოდისმენტებს ითხოვდა. ხელისუფლებამ ამ გზით სიარულზე უარი თქვა, რამაც სამართლიანობის აღდგენის პროცესის დაგვიანება გამოიწვია, თუმცა "ალია" კონფიდენციალურ წყაროზე დაყრდნობით წერდა, რომ იქნებოდა "ცხელი ზაფხული", არჩევნების შემდეგ, დაიწყებოდა დიდი დაჭერები. ფაქტობრივად, დაანონსებული გეგმა, სცენარის მიხედვით მიდის, მიხეილ სააკაშვილს აუცილებლად მოუწევს მინიმუმ პროკურატურაში დაკითხვაზე გამოცხადება. როცა ქვეყანაში მსოფლიოში აღიარებული პროკურორები და გამომძიებლები ჩამოდიან, ეს ნიშნავს, რომ რეჟიმის გასამართლება იწყება. თუკი მათ ბეგრაუნდებს გადავხედავთ, ადვილი მისახვედრი ხდება, რა არის მათი მისია და რა საქმეებში გაუწევენ ისინი ქართველ სამართალდამცავებს კონსულტაციებს.

მაშ ასე, ვინ არიან მოწვეული სპეციალისტების ჯგუფის წარმომადგენლები და რატომ ჩავარდნენ პანიკაში "ნაციონალები": 1. სერ ჯეფრი ნაისი 1998-2006 წლებში იყო იუგოსლავიის საერთაშორისო სისხლის სამართლის ტრიბუნალის მთავარი პროკურორის მოადგილე, ის პირადად უძღვებოდა სერბეთის ყოფილი პრეზიდენტის სლობოდან მილოშევიჩის საქმეს (შემდეგი შენ იქნები მიშა!). 2. მოშე ლადორი - იყო ისრაელის სახელმწიფო პროკურორი 2013 წლის ბოლომდე. თანამდებობაზე ყოფნისას ის ზედამხედველობდა არაერთი პოლიტიკოსის წინააღმდეგ აღძრულ და გამოძიებულ საქმეებს, რომელთა შორისაც იყო ყოფილი პრემიერ-მინისტრის ეჰუდ ოლმერტის საქმეც (მერაბიშვილო, ახალაიებო, ადეიშვილო, უგულავა, ბოკერია, თარგამაძე, ბარამიძე, თქვენი საქმეები კიდევ ერთხელ გადაიხედება). 3. პოლ კაფი - ამერიკის შეერთებული შტატების იუსტიციის დეპარტამენტის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის განყოფილების ყოფილი დირექტორი. საჯარო სამსახურიდან წასვლის შემდეგ, ის გაეროს მისიით იმყოფებოდა კოსოვოში. პოლ კაფი აქტიურად მონაწილეობდა კოსოვოს იუსტიციის სისტემის რეფორმაში, ასევე ზედამხედველობდა გაეროს მიერ კოსოვოში წარმოებულ ყველა საქმეს, მათ შორის, ომის დანაშაულთა გამოძიებას (აგვისტოს ომი, საქმე რომელიც სააკაშვილის და "ნაციონალების" თავზე დამოკლეს მახვილივით კიდია... სხვათა შორის, ცხონებული ეროსი კიწმარიშვილის მემუარებიდან ამონარიდი მახსენდება, "როცა სააკაშვილი 2006 წელს ჯორჯ ბუშთან ჩავიდა, სააკაშვილის გარემოცვამ ხმები დაყარა, ბუშთან არის შეთანხმებული ომის დაწყებაო, რეალურად ეს იყო ბლეფი და სააკაშვილის ავანტიურა, რამაც ქვეყანა კატასტროფამდე მიიყვანა" (ამ ავანტიურით სააკაშვილმა ტერიტორიების 20% დაგვაკარგვინა).

ახლა ვნახოთ, ამ გვარების გაგონებაზე, ისტერიკაში ჩავარდნილი "ნაცმოძრაობის" რეაქცია: თავდაცვის ყოფილი მინისტრი ბაჩო ახალაია გისოსებიდან იმუქრება და თავი კვლავ კანიბალი მინისტრი ჰგონია: "გასაგებია ივანიშვილის მცდელობა, შეასრულოს პუტინის დავალება და პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს სისხლის სამართლებრივი დევნით შეუზღუდოს საქართველოში ჩამოსვლის საშუალება. სწორედ ამიტომ საქვეყნოდ მინდა, ვუთხრა ივანიშვილს ძალიან მარტივად და გასაგებად, ვაძლევ გარანტიას თუ ასეთ ავანტიურას გაბედავს, მწარედ ინანებს, ის ასეთი ქცევით საკუთარ თავს გამოუტანს განაჩენს" (?!). ახალაია, ახლა, ვიცინოთ თუ ვიტიროთ, მწარედ ინანე შენი დანაშაული და ღმერთს პატიება სთხოვე, ივანიშვილს კი შენისთანები ბევრჯერ მოუნელებია. იმას გაექანე, ვინც შენი კალიბრისაა, გვერდით გაიხედეთ ბაჩო, გიგი, ვანო და კიდევ შემოგისახლებენ ნაკაცარებს, გააკეთეთ გრძელი ჯაჭვი და ერთად იხტუნავეთ!

საერთოდ, ანეკდოტია კრიმინალში ეჭვმიტანილი, ადვოკატის მანტიას ამოფარებული გოგა ონიანი. არ გაინტერესებთ, რას ამბობს ონიანი? "სამი პროკურორი კი არა რუსეთის ესკადრილია, რომ ჩამოიყვანოთ, საქართველოს პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს მაინც არ დაგაჭერინებთ". ჯაჭვებით დააბით და გულზე ლოდი ჩამოჰკიდეთ, ეგ თქვენი მიხეილი პოლიტიკურმა ქარმა არ მოგტაცოთ და თქვენც არ გაგიყოლოთ. გამაღიზიანებელია, როცა შენიღბული აგენტები, ბნელ ოთახში შავ კატას ეძებენ პუტინის თვალებით, მაშინ, როცა 2004 წელს პუტინზე ამოსდიოდა მზე და მთვარე სააკაშვილს და როცა პირველად მას თვალებში ჩახედა, მიხეილ მიხვდა, რომ მსოფლიოში ყველაზე ჰუმანურ ადამიანთან ჰქონდა საქმე, ეს მიშას სიტყვებია და ხომ არ დაგავიწყდათ, რუსეთის რეზიდენტებო? დღეს, როცა გოგა ონიანი აცხადებს, რომ  სააკაშვილის დაჭერა პუტინის ინტერესებს ემსახურება, პუტინი შეძლებს თუ არა თავისი ოცნების ასრულებას. ონიანს შევახსენებ, რომ სააკაშვილის გასამართლება, ესაა ქართველი ხალხის მოთხოვნა. რამდენჯერაც პუტინს ახსენებთ, იმდენჯერ შეგახსენებთ, რომ თქვენმა პოლიტიკურმა ძალამ ყველაფერი მისცა პუტინს, რისი მიცემაც შესაძლებელი იყო და პუტინს თქვენნაირი კომფორტული ხელისუფლება საქართველოში არ ჰყოლია. სააკაშვილის გენიტალიებით დაკიდების რეალური სურვილი პუტინს რომ ჰქონდეს, აქამდე მიშა დიდი ხნის დატირებული გეყოლებოდათ. "ნაცმოძრაობა" და გოგა ონიანი გვიანონსებს, რომ პოლიტიკური დევნის გზით ხელისუფლება მიიღებს ჯოჯოხეთს და მათ ამ განაჩენს გამოუტანს ქართველი ხალხი! ძალიან სასაცილოა, როცა ამას გოგა ონიანი წერს. ქართველი ხალხი გამოვიდა 9-წლიანი ჯოჯოხეთიდან და გამოგიტანათ განაჩენი, პოლიტიკური დევნა ეს თქვენი ხელობაა, ამ სტატუსიდან ძალიან შორს დგახართ, რადგან თქვენ ხართ სისხლის სამართლის დამნაშავეები, ვინც ამ ქვეყანაში გვამების სუნი დააყენა! აი, თქვენ კი ნამდვილად გელოდებათ ჯოჯოხეთი და არა მხოლოდ პოლიტიკური ჯოჯოხეთი, არამედ პირდაპირი მნიშვნელობით ჯოჯოხეთი!

უკრაინის ხელისუფლება, პრაგმატული და წინდახედულ რომ იყოს, წესით, თქვენ უნდა გემიჯნებოდეთ, გამაოგნებელია მათი მენტალური კრახი, როცა პრეზიდენტი გქვია, მინიმუმ მეგობარი ქვეყნის ლიდერს უნდა დაეკითხო, რას მოუტანს დანაშაულში ეჭვმიტანილი ექსპრეზიდენტის უკრაინაში ყოფნა და ხომ არ გაართულებს ეს ჩვენს საუკუნოვან მეგობრობას.

საითაც მიაქანებს სააკაშვილი პროცესებს, ამას ჩვენც ვხედავთ, მაგრამ რას მოიტანს სააკაშვილის ექსცენტრიკულობა საქართველოსთვის, ახლა ესაა ჩვენთვის მნიშვნელოვანი, სააკაშვილს კიევში "საქართველოს განმათავისუფლებელი შტაბი" აქვს შექმნილი. შტაბში შედიან სააკაშვილის გუნდის წევრები - გიორგი ბარამიძე, გიორგი ვაშაძე, დავით საყვარელიძე, გიგა ბოკერია, გივი თარგამაძე თენგიზ გუნავა და ისინი სააკაშვილის ინსტრუქტაჟით ხელმძღვანელობენ. ყოფილი მინისტრებისა და გუბერნატორების გარდა, კიევში ჩაიყვანეს "ზონდერჯგუფები" და იქ გადიან წვრთნებს. არის ინფორმაცია, რომ კიევში შეიკრიბნენ დეპარტამენტების ყოფილი ხელმძღვანელები, პოლიციის სამმართველოს ყოფილი უფროსები,  ქართული არმიის ოფიცრები. რა ჯოჯოხეთს გვპირდება "ნაცმოძრაობა", უკვე ნათელი ხდება, რისთვის ემზადება სააკაშვილი შემოდგომისთვის, თუმცა მიხეილ, ვერ ეღირსები საქართველოში ახალ რევოლუციური ტალღის აგორებას, შენი დრო ამ ქვეყანაში სამუდამოდ დასრულდა!

როცა საუბარია "ნაციონალური მოძრაობიდან" ახალი ლიდერების გამოჩეკაზე, როცა გიორგი ვაშაძე მოიაზრება "ნაცმოძრაობის" იანუსად, ვაშაძე ვერ აჩვენებს კეთილ სახეს, რადგან მისი ორმაგი სახე მხოლოდ ბოროტების მსახურია. ცინიზმია, როცა უკრაინა იუსტიციის სახლების რეფორმებში მრჩევლად ეძახის კაცს, რომელმაც არჩევნები გააყალბა და მას ბრალად ედება ყალბი პასპორტების დაბეჭდვა. ცინიზმია, როცა დღესაც ჩვენ ვარჩენთ "ნაციონალურ" მოძრაობას და ხელფასებს ვუხდით საკუთარი დილიხორის გასწორებაში, ჩვენ ვაფინანსებთ მათ აღვირახსნილ გრიალს და ეშმაკთან მეგობრობას. სამარცხვინოა, როცა საუბრობენ გაცემულ პრემიებზე ისინი, ვინც ხალხის ფულს "კაზინოებში" თამაშში ხარჯავს. ვაშაძე, ან გაჭირვებული ნათესავი არ გყავს, ან მეგობარი, ან სინდისი არ გაქვს, რომ დაეხმარო? არ თქვა ახლა კაზინოების რეფორმებით ვარ დაკავებულიო, აი, ესაა თქვენი ნამდვილი სახე, ნიღბებს ამოფარებული წურბელები ხართ, ესეც შენი ფოტო ვაშაძე და როცა კაზინოში შესვლასა და ეშმაკთან თამაშს გადაწყვეტ, გახსოვდეს,  ხალხთან თამაში, კაზინოში თამაში არ არის, შენც კარგი "იგროკი" ყოფილხარ!

"ნაციონალური მოძრაობის" წევრი ირმა ნადირაშვილი დაინტერესდა, რამდენად ეთიკურად მიიჩნევს ფინანსთა მინისტრი გარღვეული ბიუჯეტის ფონზე დიდი ოდენობის პრემიების გაცემას. ხადურმა ნადირაშვილს ჰკითხა, - თქვენი ოჯახის წევრი რომ 10-ათასიან პრემიას იღებდა საჯარო სამსახურში, ეს უზნეობა არ იყო? მე კი მინდა ირმას ვკითხო, რამდენად ეთიკურად მიიჩნევს, როცა ხალხი აფინანსებს მისი თანაპარტიელისა და "ნაცმოძრაობის" სახის გიორგი ვაშაძის  კაზინოში თამაშს? ირმა ნადირაშვილი ჯერ თავის მეგობრების უზნეობაში რომ გარკვეულიყო და მერე "ეპროფესორა", კარგი იქნებოდა. ირმა, რატომ არ ინტერესდები ვაშაძის ბრალდებებით? პროკურატურას ვაშაძესთანაც მალე ექნება კითხვები და მოემზადე, ამის მიზეზი ყალბი პასპორტების დაბეჭდვა იქნება. "ქრონიკა" წერდა, რომ აჭარის კუდ-ის ყოფილმა უფროსმა თემურ პატარიძემ ის "ჩაუშვა", პატარიძეს ბრალი ედება 2008 და 2012 წლების არჩევნების წინ, ყალბი პირადობის მოწმობების დამზადებასა და გამოყენებაში, აჭარის პოლიციამ სპეციალური სამალავებიდან რამდენიმე ათასი ყალბი პირადობის მოწმობა ამოიღო, რომელთაც სპეცსამსახურების თანამშრომლები, პოლიციელები, სკოლების პედაგოგები და "ნაცმოძრაობის" აქტივისტები იყენებდნენ არჩევნებზე. ყალბი პირადობის მოწმობები მთელი საქართველოს მასშტაბით მზადდებოდა, ამ საქმეს სათავეში იუსტიციის ყოფილი მინისტრი, ზურაბ ადეიშვილი ედგა, მისი მოადგილე და სამოქალაქო რეესტრის თავმჯდომარე კი გიორგი ვაშაძე იყო. თემურ პატარიძემ გამოძიებასთან ითანამშრომლა და ყველა ის მაღალი თანამდებობის პირი დაასახელა, ვინც არჩევნების გაყალბების პროცესში მონაწილეობდა, მათ შორის, გიორგი ვაშაძე. "ქრონიკის" ინფორმაციით, პატარიძემ გამოძიებას გადასცა ფარული აუდიო და ვიდეოჩანაწერები, საიდანაც დასტურდება, რომ გიორგი ვაშაძე თათბირებზე ინსტრუქტაჟს იძლეოდა პირადობის მოწმობების გაყალბებასთან და მათ გამოყენებასთან დაკავშირებით. ირმა ნადირაშვილო, აბა ახლა გამოიცანი პროკურატურაში დასაკითხებიდან ვისი ჯერი დგება და ვის უზნეობას გაიგებს ხალხი?