"ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“ მაჟორიტარი დეპუტატის კანდიდატად მთაწმინდის რაიონში ალპინისტი გია თორთლაძე დაასახელა.
„ნაციონალური მოძრაობის“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები ოთხშაბათს პარტიის ლიდერმა, დედაქალაქის საკრებულოს თავმჯდომარემ მიხეილ სააკაშვილმა წარადგინა.
ოთხშაბათს გამართულ პრეს-კონფერენციაზე მიხეილ სააკაშვილმა კმაყოფილება გამოთქვა იმის გამო, რომ ალპინისტმა გია თორთლაძემ, საარჩევნო ბლოკ „ბურჯანაძე-დემოკრატებს“ უარი განუცხადა თანამშრომლობაზე და მათ ორგანიზაციაში გაერთიანდა.
თორთლაძის თქმით, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ ერთადერთი რეალური ოპოზიციური ძალაა საქართველოში. რამდენიმე ხნის წინ „ნაცმოძრაობის“ ლიდერმა მიხეილ სააკაშვილმა მთაწმინდის რაიონის მაჟორიტარ დეპუტატობის კანდიდატად ამ პარტიის წევრი ლადო ჭიპაშვილი დაასახელა, თუმცა გადაწყვეტილება გაურკვეველი მიზეზების გამო შეცვალა.