„ნაციონალების“ ცხრაწლიან საქმიანობას გადააჭარბეს, ახლა უკვე „მეოცნებეებისაც“ გვეშინია

„ნაციონალების“ ცხრაწლიან საქმიანობას გადააჭარბეს, ახლა უკვე „მეოცნებეებისაც“ გვეშინია"

„გარკვეული შფოთი „მეოცნებეებს" შორის კვლავ არსებობს, რაც იმის მანიშნებელია, რომ ყველაფერი მათი სურვილისამებრ ჯერ არ დალაგებულა. სრულიად მკაფიოა, რომ „ქართული ოცნება" ექვსი წლის განმავლობაში „ნაციონალური მოძრაობით" გვაშინდებდა," - უთხრა საპრეზიდენტო არჩევნების პირველი ტურის შედეგებსა და მოსალოდნელ მეორე ტურის შესახებ „რეზონანსს" პოლიტოლოგმა სოსო ცისკარიშვილმა.

„ქართული ოცნება" საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურისთვის ემზადება. მმართველი გუნდი საარჩევნო შტაბს ხსნის, რომელსაც ქვეყნის მასშტაბით პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე უხელმძღვანელებს. შტაბი იქმნება თბილისშიც, რომელსაც დედაქალაქის მერს კახი კალაძეს ჩააბარებენ.

სოსო ცისკარიშვილი: „ნაციონალური მოძრაობის" ცხრაწლიან საქმიანობას გადააჭარბეს; ასეთი ნეგატიური ქმედებები „ნაციონალების" საარჩევნო პროცესს არ ახასიათებდა. ჩვენ ახლა გვეშინია „მეოცნებეებისაც," რადგან მათ საკუთარი ხელწერა დიდი ხნით ჩაგვინრგეს მეხსიერებაში. თავგახეთქილი და ყურშეჭმული ამომრჩევლები „ნაციონალური მოძრაობის" წარსულს დაადევნეს. ასეთი რამ არ ხდებოდა სააკაშვილის ცხრაწლიანი პრეზიდენტობისას.

ახლა ვხედავთ, რომ თურმე ხშირად უნდა გავიმეოროთ ქართული სიბრძნის ერთ-ერთი გამონათქვამი: „შეჩვეული ჭირი გერჩივნოს, შეუჩვეველ ლხინს." ჩვენ იძულებული ვართ, შეჩვეულ ჭირსაც და შეუჩვეველ ლხინსაც შევეჩვიოთ.

„რეზონანსი": მეორე ტურის წინასაარჩევნოდ რას შეცვლის ეს შეხვედრები?

ს.ც: როდესაც ქვეყანაში საგანგებო ვითარებაა, იქ შეიძლება აღარ იყოს საკმარისი კონსტიტუცია, თუ ცვლილება და დანამატი არ იქნება, თუნდაც ერთი წლით პრეზიდენტის არჩევნები გადაიდოს.

რასაკვირველია, შესაძლოა არ მოეწონოთ ეს საკითხი, მაგრამ ისიც უნდა გავითვალისწინოთ, თუ რა დააშავა ამომრჩეველმა, როდესაც მას არჩევის საშუალება არ აქვს. არცერთი პოლიტიკური ძალა, რომელიც ამჟამად ერთმანეთს ებრძვის, ამომრჩეველბისთვის არ არის მისაღები. დარწმუნებული უნდა ვიყოთ, რომ ჩვენს მიერ არჩეული „ქართული ოცნება" არ დეგრადირდეს რუსულ ოცნებამდე, რისი საფრთხეც მკაფიოს არსებობს.

„რ": საუბარი იყო, რომ შესაძლოა მეორე ტურის წინასაარჩევნო პერიოდს ივანიშვილმა უხელმძღვანელოს. როგორ შეაფასებთ აღნიშნულს?

ს.ც: ბატონი ბიძინას თვალით თუ დავინახავთ, ეს მისთვის კარგი იქნება. როდესაც ადამიანი კმაყოფილებას გამოთქვამს, რომ თურმე მესამე სექტორი ყოფილა ლამის ფაშიზმის მამამთავარი, ძალიან დროული იყო პარლამენტის თავმჯდომარის განცხადება ამ საკითხთან დაკავშირებით.

ნუ დაივიწყებენ ჩვენი „მეოცნებენი" იმას, რომ პირველი ტური არ ყოფილა უშედეგო. პირველი ტურის შედეგით უაღრესად გახარებული იყო რუსეთის კრემლი, გამომდინარე იქიდან, რაც მოვისმინეთ საქართველოში ჩამოსული ბევრი დამკვირვებლისგან; როგორ შეაფასეს მათ პირველი ტური და მათი ფრაზა იმასთან დაკავშირებით, რომ ასეთი დემოკრატიით ნატო-სთან ურთიერთობა საეჭვოა. ეს არის ოცნება ვლადიმერ ვლადიმეროვიჩის და ამიტომაც, „მეოცნებენი" თავიდან უნდა აღსდგნენ იმისთვის, რომ დაგვამშვიდონ და დაგვიდასტურონ, რომ ეს „ქართული ოცნებაა" და არა რუსული. უნდა დავრწმუნდეთ, რომელ ოცნებას ემსახურება დღევანდელი პარლამენტი.