მცხეთა-შიომღვიმის მონასტრის საავტომობილო გზის მონაკვეთზე, მთის ფერდის ჩამოშლისა და ქვისცვენის გამო, მოძრაობა შეიზღუდა

მცხეთა-შიომღვიმის მონასტრის საავტომობილო გზის მონაკვეთზე, მთის ფერდის ჩამოშლისა და ქვისცვენის გამო, მოძრაობა შეიზღუდა

საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, მცხეთა-შიომღვიმის მონასტრის საავტომობილო გზის მე-6 კმ-ზე დროებით იზღუდება მოძრაობა.

"შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის მცხეთა-შიომღვიმის მონასტრის საავტომობილო გზის მე-6 კმ-ზე, მთის ფერდის ჩამოშლისა და ქვისცვენის გამო, დროებით იზღუდება ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა", - აღნიშნულია საავტომობილო გზების დეპარტამენტის განცხადებაში.