მეორე ტურში იძულებული ვარ ხმა მივცე ზურაბიშვილს, რადგან წინააღმდეგ შემთხვევაში ქვეყანა უფრო მძიმე მდომაროებაში ჩავარდება

მეორე ტურში იძულებული ვარ ხმა მივცე ზურაბიშვილს, რადგან წინააღმდეგ შემთხვევაში ქვეყანა უფრო მძიმე მდომაროებაში ჩავარდება

საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში იძულებული ვარ მივიდე და ხმა მივცე ქალბატონ სალომეს, რადგანაც წინააღმდეგ შემთხვევაში ქვეყანა კიდევ უფრო მძიმე მდომარეობაში ჩავარდება, – ამის შესახებ პროფესორმა ლადო პაპავამ მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

მისი თქმით, ამომრჩეველს ახლა კარგი არჩევანი არ აქვს. როგორც ლადო პაპავამ განაცხადა, პირველი ტური „ნაციონალურ მოძრაობას“ არ მოუგია, პირველი ტური „ქართულმა ოცნებამ“ წააგო.

„ახლა ძალიან რთული მდგომარეობაა. პირველი ტურის წინ გვქონდა არჩევანის შესაძლებლობა, არჩევანი ჩვენი პოლიტიკური გემოვნებიდან გამომდინარე უნდა გაგვეკეთებინა. ისეთი კანდიდატისთვისაც შეგვეძლო, მიგვეცა ხმა, რომელსაც წინასწარ ვიცოდით, რომ არანაირი შანსი არ ჰქონდა, მაგრამ ჩვენ გვესიმპათიურებოდა და მოსახლეობას ჰქონდა ამის შესაძლობლობა. ასევე მოსახლეობას ჰქონდა იმის შესაძლებლობა, სახლში დარჩენილიყო. ახლა უკვე ამის ფუფუნება, შესაძლებლობა არ გავქვს.გვაქვს ძალიან ცუდი სცენარები. საქმე იმაში გახლავთ, რომ ქალბატონი სალომეს გამარჯვების შემთხვევაში, რისი ალაბთობაც ძალიან მაღალია , კიდევ მოვისმენთ ბევრ გაუგებარ განცხადებას, რომელმაც არ არის გამორიცხული, ზიანი მიაყენოს ქართული სახელმწიფოს ინტერესებს. რაც მეტი ზიანი მიადგება ქართულ სახელმწიფოს, ეს ჩვენი მტრის, რუსეთის ინტერესეშია. რაც შეეხება გრიგოლ ვაშაძეს – აქ უფრო აშკარაა უარესი სიტუაცია გრიგოლ ვაშაძემ უკვე დააანონსა კონტრრევოლუცია, შეწყალება, რომ ციხიდან გამოუშვებს მათ, ვინც მოსახლეობის დიდი ნაწილის აზრით, ფორმალურად არის დასჯილი და რეალური სასჯელი არ მიუღია. მან დააანონსა რომ შეიწყალებს და მოქალაქეობას დაუბრუნებს მიხეილ სააკაშვილს. იმის გათვალისწინებით , რომ ბევრი „ნაცი“ არის პორტირებული „ქართულ ოცნებაში“, ეს არ არის მხოლოდ განცხადებები, ეს რეალური საფრთხეა ქვეყნისთვის. საფრთხეა, რომ ამან გამოიწვიოს არეულობა. ვის ინტერესშია არეულობა? რუსეთის ინტერესში. ამ ორი ცუდი სცენარიდან, რა თქმა უნდა, ჩემი აზრით, ისევ სჯობს, გვყავდეს გაუგებარი განცხადებების მქონე პიროვნება პრეზიდენტად, ვიდრე აშკარა არეულობის გამომწვევი პიროვნება. პირადად მე, პირველ ტურში ქალბატონი სალომესთვის ხმა არ მიმიცია. ბუნებრივია, „ნაცების“ არცერთ განშტოებას ხმას არ მივცემდი , ჩემთვის პრინციპულად მიუღებელია. მეორე ტურში იძულებული ვარ მივიდე და ხმა მივცე ქალბატონ სალომეს, რადგანაც წინააღმდეგ შემთხვევაში, ქვეყანა კიდევ უფრო მძიმე მდგომაროებაში ჩავარდება. ჩვენ არ გავქვს ახლა კარგი არჩევანი. „ნაციონალურ მოძრაობას არ მოუგია პირველი ტური, ქართულმა ოცნებამ“ წააგო პირველი ტური ,იმიტომ , რომ უიმედობა გაჩნდა მოსახლეობაში, რომ ესენი ვერაფერს შეცვლიან „- განაცხადა ლადო პაპავამ.

მისივე თქმით, „ქართულმა ოცნებამ“ საპრეზიდენტო კანდიდატი არასწორად შეარჩია.

„ქართული ოცნების“ მიერ იქნა დაშვებული არაერთი შეცდომა, რამაც მიგვიყვანა იმ შედეგამდე, რა შედეგიც არის დღეს დამდგარი ქვეყანაში. არის შეცდომები, რომელიც წლებია გროვდება და არის უახლესი შეცდომები. უახლესი შეცდომა არის საპრზიდენტო კანდიდატის არასწორად შერჩევა, რადგანაც საზოგადოებამ , ფაქტობრივად, „ქართული ოცნების“ კანდიდატი არ მიიღო. ეს ფაქტია. უფრო მეტიც ორმა „ნაციონალურმა“ კანდიდატმა უფრო მეტი ხმა აიღო , თუ ამას დავუმატებთ „გირჩის“ ხმებსაც, ისინიც ნაციონალები არიან თავის მენტალიტეტით,აშკარად აჯობეს. უფრო მნიშვნელოვანია წლების განმავლობაში დაშვებული შეცდომები, არასწროად გატარებული , თუ არგატარებული რეფორმები, მენეჯერული დამოკიდებულება ქვეყნისადმი. როდესაც ქვეყანას მთავრობა და არა მარტო მთავრობა, არამედ პოლიტიკური ელიტა, აღიქვამს როგორც ტერიტორიას, სადაც უნდა აკეთო ბიზნესი. სააკაშვილისთვის საქართველო იყო ტერიტორია, სადაც უნდა გაეკეთებინა კარიერა , მერე იპოვა უფრო დიდი ტერიტორია უკრაინაის სახით და იქ გადაწყვიტა კარიერის გაკეთება . „ქართული ოცნებისთვის“ საქართველო აღმოჩნდა ტერიტორია ბიზნესისთვის. ეს მიდგომა პრინციპულად მცდარია, ანუ ქვეყანა არ შეიძლება მენეჯერებმა მართონ. მენეჯერების საქმე არის ბიზნესში. ქვეყანა უნდა მართონ სახელმწიფო მოღვაწეებმა, პოლიტიკოსებმა“- განაცხადა ლადო პაპავამ.

შეგახსენებთ, საპრეზიდენტო არჩვენების წინასწარი შედეგებით, “ქართული ოცნების“ მიერ მხარდაჭერილმა პრეზიდენტობის კანდიდატმა, სალომე ზურაბიშვილმა ამომრჩეველთა ხმების 38,64% , ხოლო “ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატმა, გრიგოლ ვაშაძემ – 37,74 % მიიღო.

თამუნა შეყილაძე