რეალიზმი აფხაზეთთან მიმართებაში

რეალიზმი აფხაზეთთან მიმართებაში

[the New York times]

ვიქტორ ეროფეევის დასკვნა იმის შესახებ, თითქოს მხოლოდ „აფხაზეთის თანდათანობითმა სვლამ ევროპისკენ შეიძლება გაამრტივოს მომავალში მისი საქართველოსთან დაახლოება“, პოლიტიკურ რეალობას არ ემთხვევა.

აფხაზეთის ეკონომიკა ძლიერად არის დამოკიდებული რუსეთზე, რომელიც მის დამოუკიდებლობას 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ხანმოკლე ომის შემდეგ უზრუნველყოფს. მიუხედავად მსოფლიო თანამეგობრობის სურვილისა, აფხაზეთის მთავრობაც და მოსახლეობაც საქართველოსთან გაერთიანებაზე ნებისმიერ მინიშნებას უარყოფს.

აფხაზეთის მდგომარეობა შავი ზღვის აღმოსავლეთ სანაპიროზე იმაზე მიუთითებს, რომ ევროკავშირში გაწევრიანების ნებისმიერი მცდელობა (თუკი ბატონი ეროფეევის სურვილი ეს არის) მოსკოვის წუხილს გამოიწვევს და ნაკლებად სავარაუდოა, რომ ევროკავშირი დაინტერესებული იქნება იმით, რომ მომავალშიც აიტანოს საქართველო და მისი მეზობელი ავტონომიური რესპუბლიკები.

კავკასიის ქვეყნებსა და ტერიტორებზე გაცილებით უკეთესი ცხოვრება იქნებოდა, თუკი ისინი ერთმანეთთან, ასევე რუსეთთან და სხვა ქვეყნებთან, პოლიტიკურ და ეკონომიკურ თანამშრომლობას დაიწყებენ და არ დაელოდებიან საკუთარი პრობლემების მოგვარებას დიდი ქვეყნების მხრიდან.