ფარული გარიგება?! - ივანიშვილის ქარაგმებისა და

ფარული გარიგება?! - ივანიშვილის ქარაგმებისა და "იბერიის" დახურვის შემდეგ "ომეგას" მუშაობის ნება დართეს

მას შემდეგ, რაც პარასკევს ჟურნალისტებთან შეხვედრისას ბიძინა ივანიშვილმა "ომეგა ჯგუფისთვის" საბიუჯეტო დავალიანების გადავადების შესახებ ისაუბრა, გარემოება შეიცვალა და დღეს „ომეგამ" წარმოება გაანახლა. ამ გადაწყვეტილებას წინ უძღოდა ომეგა ჯგუფის დამფუძნენლის, ზაზა ოქუაშვილის მიერ დაანონსებული საგანგებო ბრიფინგი, რომლის ტექნიკური მიზეზებით ჯერ 2-ჯერ გადაიდო, შემდეგ კი საერთოდ გაუქმდა. ტელეკომპანია „იბერიას" ბედი ჯერ კვლავ გაურკვეველია.

„ჩანაწერებში ყველამ ერთად მოვისმინეთ, რომ „იბერიას" სანაცვლოდ „ქართული ოცნება" პრობლემების მოგვარებას „ომეგა ჯგუფს" ჰპირდებოდა. თუ „იბერიამ" ხელისუფლებისადმი ზედმეტი ლოიალობით, სარედაქციო თავისუფლება არ შეიცვალა, ეჭვები უნდა გავაქარწყლოთ, მაგრამ თუ ასე არ მოხდა, ეჭვი გაძლიერდება," - ამის შესახებ „იბერიას" ჟურნალისტმა „რეზონანსს" განუცხადა.

ბიძინა ივანიშვილმა პარასკევს ტელეჟურნალისტთან ინტერვიუში ოქუაშვილს ქარაგმულად შესთავაზა "ომეგას" ამუშავება, რაც უცნაური დამთხვევით მეორე დღესვე გამართლდა, რაც აშკარად ფარული გარიგების ეჭვს აჩენს.

გამზარდიას განცხადებით, „ომეგა ჯგუფის" პრობლემის მოგვარება მარტივად შეიძლებოდა, მაგრამ ხელისუფლებამ არ ისურვა მისი მოგვარება.

მისი თქმით, თუკი ტელეკომპანიის სარედაქციო პოლიტიკა მომავალში შეიცვლება, ეჭვი იმისა, რომ „იბერიას" დახურვა წინასწარ იყო შეთანხმებული, სრულიად ჭეშმარიტი აღმოჩნდება.

„ეს პრობლემა საკმაოდ მარტივი პრობლემა იყო ხელისუფლებისათვის, რომელმაც ეს პრობლემა არ მოაგვარა. ორ თემაზე იყო საუბარი; ფაბრიკისთვის აქციზები მიეცათ და რესტრუქტურიზაცია განეხორციელებინათ. თემა სრულიად დამძიმდა ხელისუფლების კანონიდან და ვალდებულებებიდა გასვლის გამო.

„თუკი ყველაფერი აღდგდება და ჩვეულ რეჟიმში „იბერია" დაიბრუნებს თავის თავსა და სარედაქციო თავისუფლებასა, ასევე პრობლემა არ შეექმება, მაშინ შეგვიძლია ვიფიქროთ, რომ ხელისუფლებამ კეთილგონიერებას მოუხმო და თავისი ვალდებულება შეასრულა. თუ ასე არ მოხდა, ეჭვი იმისა, რომ ტელევიზია შეეწირა ბიზნესის მოგვარების საკითხს, იქნება სრულიად ლეგალური," - განაცხადა არჩილ გამზარდიამ.

„ომეგა ჯგუფის" გენერალური მენეჯერის ლევან აღდგომელაშვილის განცხადებით, ტელეკომპანია „იბერიას" მუშაობა აღდგენა „უბრალოდ დროის ამბავია."

„ტელეკომპანია დაიხურა იმის გამო, რომ პარალიზებული იყო „ომეგა ჯგუფი" სხვა კომპანია. ფინანსური რესურსები უკვე აღარ არსებობდა, მაგრამ ტელეკომპანიის მუშაობის აღდგენა დღის წესრიგში დგას, უბრალოდ ეს დროის ამბავია. კომპანია იმედია დაიბრუნებს თავის ბაზრის წილს, შემოსავლების რაოდენობაც უკვე გაიზრდება და მერე მოხდება „იბერიის" აღდგენა. ტელეკომპანია განაახლებს მაუწყებლობას, უბრალოდ დროის ამბავია ეს პროცესი", - პირველ არხთან საუბრისას განაცხადა ლევან აღდგომალეშვილმა.

„ომეგა ჯგუფმა" საბიუჯეტო დავალიანების გადახდა დაიწყო და თანბაქოს კომპანია ოჯთ-მ ორი მილიონი ლარი გადაიხადა, - ამის შესახებ კი „ომეგა ჯგუფის" გენერალურმა მენეჯერმა ლევან აღდგომელაშვილმა პირველ არხს განუცხადა.

„რეზონანსის" შეკითხვაზე აღდგება თუ არა ტელეკომპანია „იბერიას" მუშაობა, არჩილ გამზარდიამ განაცხადა, რომ აღნიშნულთან დაკავშირებით ინფორმაცია არ აქვს და „ომეგა ჯგუფის" წარმოების განახლების შესახებაც მედიასაშუალებით შეიტყო.

„მე „იბერიას" ისეთივე თანამშრომელი ვარ, როგორც სხვა დანარჩენი, ამიტომ ადმინისტრაციული გადაწყვეტილებები ჩემი პრევოგატივა არ არის. „ომეგას" თემა თავად მედია საშუალებებით გავიგე. შესაბამისად, დეტალებზე ინფორმირებული არ ვარ და არც „იბერიას" მუშაობის აღდგენაზე.

„ტელეკომპანიის დირექტორი სოციალურ ქსელში შემეხმიანა და როგორც „ომეგა ჯგუფის" ლოჯისტიკის დირექტორიც აცხადებს, იგეგმება მუშაობის განახლება. საჯაროდ გამოხატული აზრებით გელაპარაკებით. სხვა არაფერი ვიცი, სიტუაციას ვადევნებ თვალყურს," - განაცხადა არჩილ გამზარდიამ.