ბოლო დღეებში ყველგან ისმის კითხვა: გიგი უგულავას დაპატიმრება არის სამართლიანობის აღდგენის პროცესი თუ პოლიტიკური დევნა? "ნაცბანდის" მომხრეები თვლიან, რომ ადგილი აქვს პოლიტიკურ ანგარიშსწორებას, მაგრამ რა ვუყოთ იმ უამრავ დანაშაულს, რაც ამ ადამიანს და არა მხოლოდ მას უდასტურდება? რა ვუყოთ ფაქტებს, მტკიცებულებებსა და იმ ადამიანებს, რომლებიც მთელი 9 წლის განმავლობაში იტანჯებოდნენ? რა ვუყოთ, მაგალითად, აჭარის უშიშროების ყოფილ მინისტრს, გოგი კუპრეიშვილს, რომელიც, ფაქტობრივად, გიგი უგულავას პირად პატიმრად ითვლებოდა? რა ჩაიდინეს უგულავამ, ადეიშვილმა, ბოკერიამ, მერაბიშვილმა და სააკაშვილმა აჭარაში ხელისუფლებაში მოსვლისთანავე, ამაზე "ქრონიკას" ასლან აბაშიძის ყოფილი პრესმდივანი, თამაზ ბაკურიძე ესაუბრება:
- არამც და არამც, ეს არ არის პოლიტიკური დევნა. პირიქით, საზოგადოებაში ფიქრობენ, რომ სამართლიანობის აღდგენის პროცესი ძალიან დაგვიანდა. გიგი უგულავას ყოველი დამცინავი გამოსვლის დროს ხალხში ჩნდებოდა აზრი, რომ ხელისუფლება იყო სუსტი. ყველა იძახდა, ამათ რომ "აბლატავებენ", ესენი ვინ არიან, ერთმანეთს გაურიგდნენო? უგულავას დაკავებას მოჰყვა ინტელიგენციის ზოგიერთი ბოზი წევრის პროტესტი, სად იყვნენ ადრე, რატომ არ იღებდნენ ხმას იმაზე, რა უბედურებაც ქვეყანაში ხდებოდა? მადლობა თქვან "ნაციონალებმა", რომ ლინჩის წესით არ ვასამართლებთ, კარგად გაიხსენოს ხალხმა, რა კანონი მიაღებინა ბოკერიამ? არც ერთი სასამართლო პროცესი არ უნდა გაშუქებულიყო, რათა არ გამჟღავნებულიყო მაგათი სიბინძურეები. კოტე კუბლაშვილი რომ ჩამოეთრა ორი დღის წინ ბათუმში და დაიწყო ბოდვა, მაგან საერთოდ ხმა როგორ უნდა ამოიღოს? მე უახლოეს დღეებში ვგეგმავ აქციებს კოტე კუბლაშვილისა და საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის წინააღმდეგ. ისეთ მასშტაბურ აქციებს მოვუწყობთ და ისეთ დღეში ჩავყრი, საერთოდ ვეღარ ჩამოვლენ ბათუმში. როგორ შეიძლება, უსინდისო, უნამუსო კუბლაშვილმა ხმა ამოიღოს და რამეზე ილაპარაკოს, როცა სააკაშვილის დროს გამოტანილი გადაწყვეტილებების 95 პროცენტი გამამტყუნებელი იყო? რა სინდისით ლაპარაკობს ეს კაცი?! ამას ვამბობ იმათ გასაგონად, ვინც ფიქრობს, რომ სასამართლო დამოუკიდებელია, ასე არ არის, სასამართლო "ნაციონალების" ხელშია!
კოტეს რა უნდოდა ბათუმში?
- რა ვიცი, ალბათ, პაპუაშვილს ჩაეხუტა, ბოლო დღეები უდგათ. ეს უნამუსო გამოდის და იძახის, რომელმა მოსამართლემაც უგულავას პატიმრობა შეუფარდა, მაგასთან 2012-1213 წლებში ხელისუფლებას პრეტენზიები ჰქონდაო. რა გამოდის, ახლა რომ პატიმრობა შეუფარდა, მოისყიდეს თუ დააშინეს? ყველა უბედურებაზე, რაც საქართველოში ხდებოდა, ერთ-ერთი პასუხისმგებელი არის კუბლაშვილი. ამ ადამიანმა აუცილებლად უნდა აგოს პასუხი. ეს სასამართლო არის დასაშლელი და ხელახლა ასაწყობი! გადავიდეთ ისევ ვირთხა უგულავაზე, დღეს წმინდანივით რომ იქცევა. გავიხსენოთ 2004 წელი, აჭარის ცნობილი მოვლენები. ახლა მე დავდებ ფაქტებს, რაც პროკურატურისთვის იქნება ძალიან მნიშვნელოვანი, ამაზე აუცილებლად უნდა აღიძრას სისხლის სამართლის საქმე. როდესაც აჭარაში ამათ ე.წ. რევოლუცია მოაწყვეს და აჭარელი ხალხი "გაათავისუფლეს", გიგი უგულავა იყო ერთ-ერთი პირველი, ვინც აჭარის უშიშროების სამინისტროში შევიდა და რაც კი ღირებული იყო, ტრაილერებით გაზიდა. სამინისტრო გაძარცვა, უახლესი ტექნიკა გაიტანა. მაშინ სამი ტრაილერი გავიდა უშიშროების შენობიდან. თუ ვინმემ არ იცის, მე ვიცი კარგად, უშიშროების მინისტრი, სოსო გოგიტიძე ყოველთვის იყო დაინტერესებული ახალი ტექნიკით და რაც კი გამოდიოდა, ყველაფერს ყიდულობდა. ამას წაიკითხავენ უშიშროების ყოფილი თუ ახლანდელი თანამშრომლები და დამემოწმებიან, რომ თბილისში არ ჰქონდათ ისეთი მაგარი ტექნიკა, როგორიც ბათუმში. ახლად შეძენილი კომპიუტერები, მოსასმენი აპარატურა, ყველაფერი უგულავამ წაიღო.
თამაზ, ეს ძალიან მძიმე ბრალდებებია, არსებობს მტკიცებულებები?
- არსებობენ ცოცხალი მოწმეები. უგულავა იმდენად მკრეხელი აღმოჩნდა, რომ მან აჭარიდან გაიტანა საეკლესიო ხატები, რომლებიც უშიშროების სამინისტროს ბალანსზე იყო და უშიშროება იცავდა. უგულავა სამი დღე იჯდა აჭარის უშიშროების მინისტრის მოადგილის, გოგი კუპრეიშვილის კაბინეტში. მან კუპრეიშვილი დააკავა 5 რიცხვში და გააფორმა, თითქოს დააკავა 8 რიცხვში. მას სამი დღე ადამიანი ჰყავდა უკანონო პატიმრობაში. მე თქვენი გაზეთის საშუალებით მთავარ პროკურატურას ვაძლევ შესაძლებლობას, რომ დაიწყოს გამოძიება. მე ვარ ერთ-ერთი მოწმე, როგორ გაიყვანეს გიგი უგულავამ და გივი თარგამაძემ ჩოლოქზე გოგი კუპრეიშვილი "სპეცნაზის" თანხლებით. იცი, რა შეუკერეს ოფიციალურად? პირველი - თავდასხმა ვახტანგ კომახიძეზე, მეორე - ტერორიზმი. ვერც ერთი ბრალდება ვერ წაუყენეს, ვერ დაუმტკიცეს და ბოლოს მაინც ციხეში ჩასვეს, შეტენეს თენგიზ ასანიძის საქმე. ამ ადამიანთან კუპრეიშვილს საერთო არასოდეს ჰქონია, ასანიძე აბაშიძემ დაიჭირა და ციხიდან არ უშვებდა. მე მივმართავ პროკურატურას: გამოძიება უნდა დაინტერესდეს, რა ქონება იყო აღრიცხული აჭარის უშიშროების სამინისტროში, საქმე გვაქვს ათეულობით მილიონი დოლარის დატაცებასთან. ფაქტობრივად, უგულავამ გაძარცვა ერთ-ერთი სერიოზული სახელმწიფო დაწესებულება. ეს ერთი. ახლა მეორე - იჯდა რა უგულავა კუპრეიშვილის კაბინეტში, იქ იბარებდა ასლან აბაშიძის ყოფილ ხელქვეითებს და აჭარაში მოღვაწე ბიზნესმენებს, მას ვაჭრობა ჰქონდა გამართული მათთან. მე მინდა, ამ ადამიანებს მივმართო: თუ არ გინდათ, უახლოეს ხანში გამოვაქვეყნო თქვენი გვარ-სახელები ანბანის მიხედვით, მაშინ ამოიღეთ ხმა. სააკაშვილის ბანდის წინააღმდეგ ბრძოლა ყველას ვალია!
დროა, ეგ სია მომაწოდო, მე არ მაქვს იმედი, რომ ვინმე ალაპარაკდება.
- მე ყველას არ ვგულისხმობ, მაგრამ ზოგიერთი მართლა უტრაკოა. ცოტა ხანს დაველოდოთ, მაინც გამოვიჩინოთ დიდსულოვნება. თუ არ ალაპარაკდებიან, მაშინ მარტო სიას კი არ მოგაწვდი, იმასაც ვიტყვი, სააკაშვილის ბანდას ვინ რამდენს უხდიდა. როცა კუპრეიშვილი დაიჭირა უგულავამ, თან დაემუქრა, შენ ყველაფერს წაგართმევო. წაართვეს აბაშაში მამაპაპისეული სახლი და საერთოდ, რაც კი გააჩნდა, თან ციხის კედლები ახეხინეს. მე აღარაფერს ვამბობ იმ ცნობილ "ჰამერებზე", ერთით უგულავას ცოლიც კი დადიოდა. რა თქმა უნდა, ამ საქმეში ყაჩაღი უგულავა მარტო არ იყო, ის ასრულებდა სააკაშვილის, ადეიშვილის, ოქრუაშვილის, მერაბიშვილისა და ბოკერიას დავალებებს. ამ ადამიანებმა გაძარცვეს არა მხოლოდ უშიშროების სამინისტრო, არამედ ასლან აბაშიძის რეზიდენციაც, წაიღეს რამდენიმე მილიონის ანტიკვარული ნივთები, ვითომ სადღაც აღმოაჩინეს. ლევან ვარშალომიძემ ერთხელ გამოფენაც კი მოაწყო და განაცხადა, ეს ყველაფერი ხალხს დაუბრუნდებაო. ახლა პირდაპირ ვსვამ კითხვას: სად წავიდა აჭარის ე.წ. რევოლუციის შემდეგ ასლან აბაშიძის რეზიდენციის ბალანსზე არსებული უძრავ-მოძრავი ქონება? სად წავიდა ავტონომიური რესპუბლიკის ძალოვანი უწყებების ხელმძღვანელების პირადი ქონება? მე ვადებ ხელს ამ ადამიანებს, ამათ გაძარცვეს აჭარა, ამათ გააკეთეს ის, რაც ვერ გააკეთა თავის დროზე "მხედრიონმა". სად წავიდა 14 საფრენი აპარატი, რომელიც თავიდან უგულავას სათამაშოები ეგონა? ეს იყო მზვერავი აპარატები, უშიშროება იყენებდა. როცა უგულავას აუხსნეს, ეს სათამაშოები არ არისო, წაიღო და აჩუქა მამამისს, თურმე ფიზიკოსი ყოფილა. ეტყობა, შლის და აწყობს. დღეს რომ იძახიან, უგულავამ 40 მილიონი მიითვისაო, ეს არის ბლეფი, მაგას ასჯერ 40 მილიონი აქვს წაღებული და გაფლანგული. თუ ამათ ფული უკან არ მოატანინეს და არ დაისაჯნენ, ქვეყანა ვერ დაისვენებს, სააკაშვილიც ჩამოსათრევია უკრაინიდან. თუ ეს ხელისუფლება ამას არ გააკეთებს, მაშინ მომავალ საპარლამენტო არჩევნებს წააგებს.