რომელი მინისტრები დატოვებენ თანამდებობას არჩევნების შემდეგ?

რომელი მინისტრები დატოვებენ თანამდებობას არჩევნების შემდეგ?

საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ შესაძლოა მინისტრთა კაბინეტში ცვლილებები განხორციელდეს. "პირველი რადიოს" ინფორმაციით, ცვლილებები უშიშროების, თავდაცვისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროებს შეეხება.

არაოფიციალური ინფორმაციით, სუს-ის ხელმძღვანელს, ვახტან გომელაურს გადაგომის შესახებ განცხადება გუნდში რამდენიმე კვირის წინ აქვს გაკეთებული, თუმცა მას თანამდებობიდან წასვლაზე არჩევნების დასრულებამდე უარი უთხრეს და მისი წასვლა არჩვენების შემდეგ გადაიდო.

რაც შეეხება თვადაცვის მინისტრ იზორიას, როგორც ცნობილია მის მინისტრად მუშაობას სამინისტროში რამდენიმე სკანდალი უკავშირდება.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს შეირაღებული ძალებიდან ტყვია-წამლის უკანონოდ გაყიდვის ბრალდებით შეირაღებული ძალების 3 სამხედრო დააკავეს, თუმცა მინისტრის ლევან იზორიას ბრძანებით, ამბავი დამალეს.

თავდაცვის სამინისტროდან იარაღის გაყიდვის სკანდალამდე იზორიას სახელი კიდევ ერთ სკანდალს დაუკავშირდა - საუბარია ჩხოროწყუში პოლიციის უფროსის ოჯახიდან აფხაზური აქციზის მქონე სიგარეტის არალეგალურ გაყიდვაზე, ასევე საწვავის.

რაიონის პოლიცის უფროს ჯუმბერ იზორიაა, რომელიც თავდაცვის მინისტრის ნათესავია.

ოპოზიციის ინფორმაციით იზორიას ნათესავებს და ახლობლებს რაიონში ბიზნესის კონტროლი ბრალდება.

არსებული ინფორმაციით, იზორიას თანამდებობიდან გაშვების კიდევ ერთი მიზეზი აუდიტის დასკვნა იქნება, რომლის მიხედვითაც სამინისტროში ფინანსური დარღვევებია. არსებობს ინფორმაცია, რომ თავდაცვის მინისტრს დაძაბული ურთიერთობა აქვს პრემიერ მინისტრთან.

მესამე ცვლილება სავარაუდოდ ინფრასტრუქტურის მინისტრს შეეხება. მაია ცქიტიშვილის თანამდებობიდან გაშვების მიზეზად საბიუჯეტო და საინვესტიციო თანხების აუთვისებლობა სახელდება, რომლის გამოც ბიუჯეტმა 1,6 მლნ ლარის ჯარიმა გადაიხადა. ამასთან, სამთავრობო გუნდში მაია ცქიტიშვილს მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტებს ტემპის შეფერხებას საყვედურობენ.

მინისტრების ცვლილების პარალელურად, არ არის გამორიცხული, მირზა სუბელიანის სკანდალის გამო, თანამდებობა დატოვოს მთვარობის ადმინისტრაციის რეგიონული მართვის ხელმძღვანელმა სოზარ სუბარმა.

"პირველი რადიოს" არაოფიციალურ ინფორმაციაზე ჯერჯერობით სახელისუფლებო გუნდში კომენტარები არ კეთდება.