ბრძოლა საქართველოს მაჰმადიანებისათვის

ბრძოლა საქართველოს მაჰმადიანებისათვის

 

 

მაისის თვეში შექმნილი საქართველოს მუსლიმანთა სულიერი სამმართველოსა და ბაქოში საბჭოთა პერიოდიდან არსებულ კავკასიის მუსლიმანთა საბჭოს შორის დაპირისპირება უფრო და უფრო ძლიერდება.

კავკასიის საკითხებში ექსპერტი მამუკა არეშიძე აცხადებს, რომ საქართველოს ხელისუფლებამ გადადგა ეს ნაბიჯი და დაიწყო სამმართველოს შექმნა, მაგრამ როგორც ყველაფერი, სამწუხაროდ ესეც არაპროფესიონალების ხელით გაკეთდა და ახლა საქართველოში არსებულ მუსლიმანურ თემებს შორის დიდი განხეთქილებაა, რაც შეიძლება საზოგადოების დაპირისპირებაშიც კი გადავიდეს.

მამუკა არეშიძე: „ეს ძალიან მნიშვნელოვანი თემაა. ჯერ ერთი, სამმართველოს ხელმძღვანელობაში ბევრი საერო პირია. ეს შეიძლება ასეც იყოს, მაგრამ ეს უნდა მომხდარიყო მორწმუნეთა სურვილის მიხედვით. როგორც მე ვხედავ, მორწმუნეთა სურვილი გათვალისწინებული არ ყოფილა, ისე დაინიშნა ეს ადამიანები, რომელთა დიდი უმრავლესობა მორწმუნეთა შორის დიდი ავტორიტეტით არ სარგებლობს.

«ამ მექანიკურმა ქმედებამ გამოიწვია განხეთქილება, ვთქვათ, აჭარულ მუსლიმანურ თემში. აჭარაში ერთმანეთს დაუპირისპირდნენ ყოფილი მუფტი და ახლანდელი მუფტი. როგორც იტყვიან, აირია მონასტერი.

„აზერბიჯანის თემშიც დიდი უმრავლესობა წინააღმდეგია. ბოლობოლო ისიც ვერ გაარკვიეს, ეს ორგანო შიიტურია თუ სუნიტური, იმიტომ, რომ შესაბამის პროპაგანდა და მუშაობა ნორმალურად არ წარმოებს. დარწმუნებით არ ვიცი, მაგრამ როგორც მითხრეს, აზერბაიჯანულ სოფლებში მოსახლეობას აიძულებენ დაექვემდებარონ ამ ახალ სამმართველოს. დღეს ეს ყველაფერი ეკლესიასთან არსებული აურზაურით არის გადაფარული და საზოგადოებამ არ იცის რა ხდება მუსლიმანურ თემში. არადა, იქ არანაკლებ სახიფათო ამბები ხდება.»

ამ თემაზე უკმაყოფილება არ ცხრება არც ბაქოში. აზერბაიჯანული საინფორმაციო სააგენტოების ცნობით, კავკასიელ მუსლიმანთა სამმართველოში ამბობენ, რომ ამ ორგანიზაციის ცენტრი ჯერ კიდევ საბჭოთა დროიდან ბაქოში მდებარეობს. ასეთი ორგანიზაციის შექმნით კი კავკასიელ მუსლიმანთა სამმართველო ქართველ მუსლიმებზე კონტროლს კარგავს.

გარდა ამისა, ასეთი სტრუქტურის შექმნა ისლამური თემების საქმიანობისა და მეჩეთების კონტროლს უკავშირდება, რაც აქამდემათ (ბაქოს) ეხებოდა და საქართველოში კავკასიელ მუსლიმანთა სამმართველოს მსგავსი ორგანიზაციის შექმნას უარყოფითად აფასებენ- მით უმეტეს, ქართველ მუსლიმანთა სამმართველოს ხელმძღვანელობაში არც ერთი აზერბაიჯანელი არ არის, ისინი მეორეხარისხოვან თანამდებობებზე არიან და ეს ყველაფერი განხთქილებას წარმოშობს.

2002 წლის მონაცემების თანახმად მართლმადიდებელი რელიგიის შემდეგ ქვეყანაში ყველაზე დიდი რელიგიური ჯგუფი მუსლიმანურია და ის მოსახლეობის 9,9%-ს შადგენს. მუსლიმანთა უმეტესობა, დაახლოებით 300-400 ათასი ადამიანი, ეთნიკური წარმომავლობით აზერბაიჯნელია, თუმცა მათ გარდა მცირე რაოდენობით, მაგრამ მაჰმადიანური რელიგიის მიმდევრები არიან ასევე მთიანი აჭარის მხოვრებლები და ე.წ. თურქი-მესხებიც.

კავკასიის მუსლიმანთა სამმართველოს, რომელიც 1937 წელს შეიქმნა და ნახევრად ოფიციალურად აზებაიჯანის ხელისუფლებასთან არის დაკავშირებული, თავისი ოფისი თბილისშიც გააჩნია, რომლის ამოცანას საქართველოში მცხოვრები მუსლიმანების ინტერესების წარმოდგენას შეადგენდა. თუმცა მაისის შუა რიცხვებში საქართველოში შეიქმნა ახალი სტრუქტურა, მუსლიმანთა სამართველო საქართველოში, რომელმაც მულსიმათნა დაცვის ფუნქცია საკუთარ თავზე აიღო და ამის შემდეგ დაიწყო დაპირისპირებაც.

ამ ორგანიზაციში არჩეული იქნა სამი პიროვნება: შიიტური ისლამის წაომომანგენელი შეიხი ვაგიპ აკაპილოვი, სუნიტური ისლამის წამომადგენელი მუფტი ჯემალ პაქსაძე და თბილისის მეჩეთის იმამი იასნ ალიევი.

როგორც კავკასიის მულსიმანთა ხელმძღვანელი ალა-შუქურფაშაზადე საქართველოს მუსლიმანთა სამართველო შექმნაზე ევრაზია.ნეტ-თან ინტერვიუში აცხადებს, რომ «ეს მხოლოდ პოლიტიკური ნაბიჯია და სხვა არაფერი».

ის ამბობს, რომ 5 ივნისს საქართველოს პარლამენტის მიერ მიღებული საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტის თანახმად, 5 რელიგიურ დეფინიციაზე იურიდიული სტატუსის მინიჭების შემდეგ საქართველოს ხელისუფლება ამ ახალ ორგანიზაციას მისცემს იურიდიულ სტატუსს, რადგანაც ეს ახალი სტრუქტურა - საქართველოს მუსლიმანთა სამმართველო „საქართველოს ხელისუფლების ორგანიზაციას წარმოადგენს’ და უკმაყოფილოდ აღნიშნავს - «რატომ უნდა იყვნენ მუსლიმანები ასეთი კონტროლის ქვეშ?!“

ალა-შუქურ ფაშაზადე უკმაყოფილებას გამოთქვამს საქართველოს ხელისუფლების მხრიდან ეთნიკური აზერბაიჯანლების მიმართ ასეთ დამოკიდებულებაზეც და აცხადებს, რომ ალტერნატიული მუსლიმანთა სამმართველოს შექმნამ შეიძლება მომავალში ძალიან ცუდი შედეგები მოიტანოს და ამაზე მთელი პასუხისმგებობა საქართველოს ხელისუფლებას ეკისრება.

მამუკა არეშიძის თქმით, ალა-შუქურ ფაშაზადე საქართველოში მცხოვრებ აზერბაიჯანლებში სულიერ ლიდერად ითვლება. გარდა ამისა, მას დიდი გავლენა აქვს აზერბაიჯანის ხელისუფლებაში და ამ პიროვნებამ საქართველოს მუსლიმანთა სამმართველოს ‘სომხური პროექტი’ უწოდა. ეს ძალიან ცუდია.

მამუკა არეშიძე: „საქართველოში რამდენიმე მუსლიმანური თემიც ხოვრობს: აზერბაიჯანლები, რომლებიც თავის მხრივ დაყოფილნი არიან სუნიტებად და შიიტებად; აჭარაში მცხოვრები ქართველი მუსლიმანები, ცოტა გურიაში და სხვა ადგილას; ქისტები, რომლებიც პანკისში ცხოვრობენ; ავარელები, რომლებიც ყვარლის რაიონში ცხოვრობენ და კიდევ სხვა წვრილი თემი.

„ცენტრალური მეჩეთი ყოველთვის თბილისში იყო განლაგებული. ეს მეჩეთი შიიტიურია, მაგრამ იქ სუნიტებიც ლოცულობენ. საბოლოო ჯამში, საქართველოში მცხოვრები მუსლიმანები, ძირითადად აზერბაიჯნლები, ბაქოში მყოფ ალა-შუქურ ფაშაზადეს ექვემდებარებოდნენ, რომელიც კავკასიის მუსლიმანთა ლიდერია. მისი ლიდერობა ნომინალურად ვრცელდება ჩრდილოეთ-კავკასიაზე, ასევე საქართველოში მცხოვრებ ჩეჩნებზე, ქისტებზე და სხვებზე.

„ფაშაზადე არის შიიტური თემის ხელმძღვანელი და სუნიტები მას არ ექვემდებარებიან, მაგრამ საქართველოში სულიერ ლიდერად ნომინალურად ითვლება და ეს იყო საქართველოს კეთილგანწყობის დემონსტრირება.

«ვიდრე ეს სამმართველო შეიქმნებოდა, ვამბობდი, რომ საჭიროა საქართველოში ყოფილიყო გარკვეული ორგანო, რომელიც საქართველოში მცხოვრებ მუსლიმანებს გააერთიანებდა და ბუნებრივია, ეს ორგანო ნებაყოფლობითი უნდა ყოფილიყო. ეს იქნებოდა გარკვეულწილად საპატივცემულო დამოკიდებულება ალა-შუქურთან, ქართულ-აზერბაიჯანულ ურთიერთობათა კონტექსტში.

«გარდა ამისა, ვამბობდი, კარგი იქნებოდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში თუ შეიქმნებოდა ისლამური ფაკულტეტი დასაქართველოში მცხოვრებ მუსლიმანებს სხვა ქვეყნებში წასვლა არ მოუწევათ, საიდანაც ხშირ შემთხვევაში ტვინგადაბრუნებულები ბრუნდებიან, მაგრამ ყველაფერი არაკვალიფიციარად და დილეტანტურად გაკეთდა».

არეშიძის თქმით, საბოლოო ჯამში, თემებს შორის დაძაბულობაბოლოს საზოგადოებრივ დაძაბულობში გადმოვა. გარდა ამისა,აზერბაიჯანიც ღიზიანდება და თუკი მათ სტრატეგიულ პარტნიორებად მივიჩნევთ, ეს პროექტი ცოტა მოქნილად უნდა გაკეთებულიყო.

«ამ ორგანოს შექმნის წინააღმდეგი არ ვარ, მაგრამ არსებობსულემების (ყურანის მცოდნე სწავლული ადამიანები) პრინციპი, სასულიერო ლიდერების პრინციპი და მოლების პრინციპი. ამ ხალხის მეშვეობით ნებყოფლობით უნდა გაკეთებულიყო სამმართველო, რომელიც საქართველოში მცხოვრებ მთელ მუსლიმანებს გააკონტროლებდა და არა ის, რაც მივიღეთ - ანუ, ძალტანებით შექმნილი ორგანიზაცია, რომელმაც წარმოქმნა განხეთქილება და დაპირისპირება მუსლიმანურ თემებში», - დასძენს არეშიძე.