აშშ-ში შექმნეს დრონი, რომელსაც შეუძლია, ამოიცნოს ადამიანის გამომეტყველება, გააანალიზოს, რამდენად დაღლილია ის და მოუტანოს ყავა. კომპანია IBM-მ ინოვაციური ტექნოლოგია უკვე დააპატენტა. დრონები ოფისის თანამშრომლებისთვისაა შექმნილი. მისი გამოძახება ადამიანს ხელის დაქნევითაც შეუძლია, იმისთვის რომ ყავა არ დაიღვაროს,დრონი ჭიქას წყალგამძლე პაკეტშიც ათავსებს.
ტექნოლოგიის მუშაობის ყველა დეტალი ჯერ არაა ცნობილი. დამპატენტებელ კომპანიას ჯერ არ გაუვრცელებია ინფორმაცია, აპირებს თუ არა ახლო მომავალში საკუთარი ტექნოლოგიის გამოყენებას მოგების მისაღებად.