"ეს ალბათ ჩემი ბოლო ალბომია" — შერიმ მომავალ ალბომზე ისაუბრა

შერიმ განაცხადა, რომ შემდეგი სტუდიური ალბომი სავარაუდოდ მის კარიერაში ბოლო იქნება. ლეგენდარულმა მომღერალმა 2023 წელს საშობაო ალბომი, სახელწოდებით: შობა, გამოუშვა. ეს მისი ორიგინალი სიმღერების პირველი ალბომი იყო 10 წლიანი პაუზის შემდეგ. იქამდე, 2018 წელს, მომღერალმა ABBA-ს სიმღერების ქავერით აწყობილი ალბომი გამოუშვა.

ბოლო საუბრისას მომღერალმა მომავალ სრულმეტრაჟიან ალბომზე რამდენიმე დეტალი გაგვიზიარა. "ეს, ალბათ, ჩემი ბოლო ალბომია" — განმარტა მან და დასძინა, რომ ის პროექტით ნამდვილად აღფრთოვანებულია.

"ალბომში შესანიშნავი სიმღერებია შესული და მე აღფრთოვანებული ვარ ამ პროექტზე მუშაობით. ძალიან მიხარია, რომ ამას ვაკეთებ, მაგრამ ეს ჩემი ბოლო ალბომია" — განაცხადა შერიმ

მომღერალმა ხაზი ასაკსაც გაუსვა და შეგვახსენა, თუ რამდენ ხანს ითვლის მისი მუსიკალური კარიერა.

"ყველგან, მე ვარ ყველაზე ასაკიანი მათ შორის, ვისაც ვხვდები. თითქმის ყველა ოთახში ასეა, თუ რა თქმა უნდა მოხუცთა თავშესაფარში არა ვარ. მუდმივად მიწევს უმცროს გოგონებს მივცე რჩევები, რომ საკუთარ თავს აჯობონ და ეცადონ, რადგან მთელი ცხოვრება წინ აქვთ. ყველაფერს მივცემდი, რომ ისევ 60-ის ვიყო. მაშინ მომაჯადოებელი ვიყავი! უცნაურია დაბერება, რადგან ვიცი — უფროსი ვარ, მაგრამ ამას ვერ ვგრძნობ და არც ვიცი როგორ ვიგრძნო ეს განსხვავება." — განაცხადა ლეგენდარულმა მომღერალმა.