ლონდონში თუთიყუში, სახელად ჯესი, სახლის სახურავზე გაიჭედა, რის გამოც მის დასახმარებლად მეხანძრეები გამოიძახეს. თუმცა მოულოდნელად ფრინველმა მათ აგინა. ამის შესახებ Metro წერს.
როდესაც ერთ-ერთი მაშველი კიბით სახურავზე ავიდა და თუთიყუშს „მე შენ მიყვარხარ“ უთხრა (მას დაარიგეს, რომ ამ სიტყვებით თუთიყუშს მიიჩვევდა), თუთიყუშმა იგივე ფრაზით უპასუხა, შემდეგ კი შეაგინა სიტყვებით f**k off.